Facebook Twitter

¹ 3კ-297 15 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქ. გაბელაია

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ჟ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, ა. ო-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ჟ. ო-თან საკუთარი ბინიდან გამოსახლების შესახებ და მოპასუხის შეგებებული სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად Eნობის თაობაზე.

პალატამ, რომელმაცE მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თ. ა-ის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომ მის სახელზე გლდანის რაიონში, ... ქუჩა ¹ 11-ში, პირადი საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახლი, მაგრამ იგი დაკავებული აქვს მოპასუხე ჟ. ო.-ლ-ს, რის გამოცE მოითხოვა მისი ამ სახლიდან გამოსახლება. მოპასუხე ჟ. ო-მა შეგებებული სარჩელით ითხოვა ა. ო-ის სახელზე გაცემული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

საქმე რამდენჯერმე იყო სასამართლოთა განხილვის საგანი. ბოლოს თბილისის გლდანის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჟ. ო-ი Eცნობილ იქნა თანამესაკუთრედ სადავო სახლის (რომელიცE ერთოთახიანია), ნახევარში და ამ ნაწილში გაუქმდა ა. ო-ის სახელზე გაცემული ჩუქების ხელშეკრულება.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ჟ. ო-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. ჟ. ო-მა ამჯერად საკასაციო საჩივარი შემოიტანა უზენაეს სასამართლოში და ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილში.

გაეცნო რა საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა მხარეს, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გლდანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიცE ამჟამად კანონიერ ძალაში იმყოფება, ჟ. ო-ი ცნობილ იქნა სადავო სახლზე მესაკუთრედ.

დადგენილია ისიც, რომ 1993 წლის 23 სექტემბერს ჟ. ო-ის მეუღლემ ა. ო-მა, რომლის სახელზეE გლდანში, .... ქუჩა ¹ 11 პირადი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სახლი. იგი აჩუქა ა. ო-ს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ტექსტი შესრულებულია ა. ო-ის მიერ და მისი გარდაცვალების დროისათვის ეს სახლი უკვე აღრიცხული იყო ა. ო-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა უცვლელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაცE ჟ. ო-ს ამ სახლში კუთვნილი 1/2 წილის (ზემოთ დასახელებული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მიხედვით) ნაწილში ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება, რაცE საკასაციო პალატასაცE კანონიერად მიაჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე და 525-ე მუხლების მიხედვით.

პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.