¹ 3კ/308 2000 წლის 24 მარტი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა ჩოხატაურის რაიკოოპერატივის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო
სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე – ს. ჟ-ის სარჩელის გამო ჩოხატაურის რაიკოოპერატივის მიმართ დასახიჩრებით მიყენებული ზარალის გადაანგარიშების შესახებ პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ს. ჟ-ი მუშაობდა ჩოხატაურის რაიკოოპერატივთან არსებულ სადურგლო სახელოსნოში სანარდო ხელშეკრულების საფუძველზე მე-6 თანრიგის დურგლად.
1966 წელს ს. ჟ-ი დასახიჩრდა და პროფესიული შრომის უნარი დაკარგა 100%-ით.
ს. ჟ-სა და ჩოხატაურის რაიკოოპერატივს შორის დავა დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ მრავალჯერ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის საგანი. უკანასკნელად, ჩოხატაურის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი საწარმოო ტრამვით მიყენებული ზარალის გადაანგარიშების შესახებ დააკმაყოფილა იმგვარად, რომ მოპასუხეს ერთდროულად დააკისრა 2880 ლარის, ხოლო 1999 წლის მაისიდან ყოველთვიურად 40 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრით ჩოხატაურის რაიკოოპერატივის თავმჯდომარე თ. თ-ე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ს. ჟ-ი არასოდეს არ ყოფილა კოოპერატივის მუშაკი და არE სადურგლო საამქრო არ იმყოფებოდა რაიკოოპერატივის ბალანსზე; არასწორად მოხდა დურგლის საშუალო ხელფასის, ხოლო აქედან გამომდინარე ზარალის ოდენობის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პალატამ საჭიროდ მიიჩნია განჩინების მიღება მხარეთა დაუსწრებლად - საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ის ფაქტი, რომ ს. ჟ-ი დასახიჩრებამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ჩოხატაურის რაიკოოპერატივთან დადგენილია სასამართლოების მიერ ადრე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით. ეს გარემოება ს. ჟ-ის დასახიჩრებიდან 33 წლის განმავლობაში არE მოპასუხე მხარეს გაუხდია სადაოდ.
დურგლის საშუალო ხელფასის ოდენობა განსაზღვრულ იქნა "საწარმო-ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრამვით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის ¹ 502 დადგენილების შესაბასისად.
საქართველოს პროფკავშირთა გაერთანების მიერ მიწოდებული ცნობა დურგლის საშუალო ხელფასის თაობაზე ემყარება Eცნტრალური უნივერმაღიდან მიღებულ მონაცემებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად Eნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის
მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჩოხატაურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 31 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.