Facebook Twitter

¹ 3კ/413 24 მარტი, 2000წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი), თ. კობახიძე

განიხილა ზ., ნ. ტ-ების და სხვათა წარმომადგენლების - ლ. მ-ასა და ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე - ზ. ტ-ისა და სხვათა სარჩელზე თბილისის გლდანის რაიონის პოლიციის სამმართველოს მიმართ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დაღრვევის ფაქტის აღიარებისა და პოლიციის თანამდებობის პირთა მოქმედების არაკანონიერად აღიარების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1999 წლის 27-29 მაისს თბილისში, .... 3/ა მიკრორაიონის 21,22-ე კორპუსებს შორის არსებულ ეზოში სახარებისეულ ქრისტიანთა რელიგიური ჯგუფის მიერ გაიმართა შეკრება, რომლის მიზანი იყო სახარებისეული რწმენის გავრცელება მოქალაქეთა შორის. შეკრება მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, საღამოს საათებში და მასში მონაწილეობას ღებულობდა დაახლოებით 80-მდე მორწმუნე. საუბარი (ქადაგება) მიმდინარეობდა მიკროფონების მეშვეობით, რათა ახლომდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს გაეგოთ საუბრის შინაარსი. გამოყენებული იყო მუსიკალური საკრავი „იამაჰა“. 28 და 29 მაისს გლდანის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა შეკრების მონაწილეებს მოუწოდეს დაშლილიყვნენ და ხელი შეუშალეს შეკრების გაგრძელებაში. მორწმუნეთა ჯგუფმა სარჩელით მოითხოვა პოლიციის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტის აღიარება და პოლიციის თანამდებობის პირთა მოქმედების არაკანონიერად აღიარება. მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის 2-ე ნაწილზე, 25-ე მუხლზე და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაცE სახელმწიფო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ხელი შეუშალონ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახარებისეული ქრისტინთა რელიგიური ჯგუფის შეკრებამ, რომელიცE საღამოს საათებში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოიწვია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ხოლო ბოლო დღეს - 29 მაისს კი შეკრების ადგილზე რელიგიური ჯგუფის მიმართ დაპირისპირებული პირის - მამა ბ. და მისი თანამოაზრეების გამოჩენამ აშკარად შეუქმნა საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს, რის გამოცE პოლიციამ კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღო.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ სახარებისეული ქრისტიანთა რელიგიური ჯგუფის მიერ გამართულმა შეკრებამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმეზე დაადგინა, რომ შეკრებამ გამოიწვია საცხოვრებელი სახლების მობინადრეთა უკმაყოფილება და კონფლიქტური დამოკიდებულება შეკრების მონაწილეთა მიმართ. გალობა და მუსიკალური საკრავის გამოყენება სამი დღის განმავლობაში არღვევდა მოსახლეობის მყუდროებას. 29 მაისს კი მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა შეკრებილთა მიმართ დაპირისპირებული პირის - მღვდელი მამა ბ. გამოჩენამ თავისი მომხრეებით, რამაცE შექმნა საზოგადოებრივი უშიშროების დარღვევის საფრთხე. სასამართლომ შექმნილ სიტუაციაში პოლიციის მოქმედება ჩათვალა „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 31-ე პუნქტისა და მე-9 მუხლის 12-ე პუნქტის შესაბამისად, რომლითაცE პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს მიტინგების, დემონსტრაციების, მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღოონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება და აღკვეთოს მშვიდობიანი აქცია, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი, ვინაიდან შეკრება საფრთხეს არ უქმნიდა საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს. არE ერთი ინსტანციის სასამართლოში არ დადასტურებულა, რომ შეკრებილთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან შეკრებილთა ქადაგება არ ითვალისწინებდა სხვა რელიგიის მიმდევართა უფლებების ხელყოფასა და არ ლახავდა სხვა მოქალაქეთა უფლებებს.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაE გულისხმობს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგნენისას საპროცესო ნორმათა დარღვევას. კასატორი სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმათა დარღვევაზე არ მიუთითებს, შესაბამისად, დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართაE საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია. ფაქტობრივად კი დადგენილია, რომ 1999 წლის 27-29 მაისს სახარებისეულ ქრისტიანთა რელიგიური ჯგუფის მიერ გამართულმა შეკრებამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების ჯანმრთელობას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლითაცE პოლიციას უფლება აქვს აღკვეთოს მიმდინარე მშვიდობიანი აქცია, თუ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს. აღნიშნული კანონის ეს ნორმა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილით დეკლარირებული უფლებიდან, რომლითაცE ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. „ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ აღიარებს რა მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), მიუთითებს, რომ ამ უფლების განხორციელება შეუზღუდავია, გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, რომლებიცE აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უწესრიგობათა ან დანაშაულობათა თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობის ჯანმრთელობის და ზნეობრიობის დასაცავად, ან სხვა პირთა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

როგორც კონვენციის მე-11 მუხლის მეორე ნაწილი, ისე საქართველოს მოქმედი

კანონმდებლობა ითვალისწინებს მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოსალოდნელ ძალისმიერ ქმედებებს კონტრდემონსტრაციის გამოვლენისას (მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა მოსალოდნელი ძალისმიერი მოქმედებების გამოვლენას, რადგან შეკრების ადგილზე მივიდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ დაპირისპირებული პირი - მამა ბ. და მისი თანამოაზრეები. ასეთ შემთხვევაში შეკრების, მანიფესტაციის ორგანიზატორებს არა აქვთ შესაძლებლობა თვითონ აღკვეთონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამომწვევი ფაქტიორები, ეს უფლება კანონით მინიჭებული აქვს პოლიციას, მოცემულ შემთხვევაში გლდანის რაიონის პოლიციამ სწორედ ეს უფლება გამოიყენა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ., ნ. ტ-ების და სხვათა წარმომადგენლების ლ. მ-ასა და ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.