¹ 3კ/436 22 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, რ. ნადირიანი
განიხილა ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ი. კ-ის სარჩელის გამო შპს „ქ.“ მიმართ ღვინის წარმოებისათვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1995 წლის 4 აგვისტოს შეიქმნა სპს 'ნ.. ფ-ა“, რომლის პარტნიორები გახდნენ ნ. ფ-ა, ი. კ-ე და გ. მ-ი.
1995 წლის 20 სექტემბერს შპს „ქ. ფ. უ. ქ-ასთან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე სპს "ნ. ფ-ას“ კინოსტუდია „ქ. ფ.“ ტერიტორიაზე იჯარით გადაეცა 340 კვ. მეტრი ფართობის სათავსო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 1 ივნისამდე.
სპს ნ. „ფ-ას“ პარტნიორებმა იჯარით აღებულ ფართობზე დაამონტაჟეს ღვინის წარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები, აიღეს შესაბამისი ლიცენზია და შეუდგნენ საქმიანობას.
სპს „ნ. ფ-ას“ ერთ-ერთ პარტნიორს ნ. ფ-ასა და შპს „ქ.“ დირექტორს გ. კ-ას მიერ 1996 წლის 15 აგვისტოს შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტის თანახმად აღნიშნული მანქანა-დანადგარები გადაეცა შპს „ქ.“, რომლებიE შემდეგში შეტანილ იქნა ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
1999 წლის ივლისში ი. კ-ემ აღძრა სარჩელი აღნიშნული მანქანა- დანადგარების შპს „ქ.“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო საჩივრით ი. კ-ე მოითხოვს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონების მის მიერ შეძენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები არასწორად იქნა ჩათვლილი იურიდიული ძალის არ მქონედ; გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანრობის შემოწმება შეუძლებელია.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1993 წლის 15 იანვარს შედგენილი განზრახვის ოქმის თანახმად ი. კ-ემ სანკტ- პეტერბურგის კომერციული ფირმა „ნე.“ დადო გარიგება ღვინის ჩამოსასხმელად საჭირო 12 დასახელების მანქანა-დანადგარის მიწოდების შესახებ. დანადგარები ჩამოტანილი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში მიმწოდებლის მიერ თავისი ხარჯებით.
1993 წლის 5 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით „ნ.“ გენერალური დირექტორმა უ-მა ი. კ-ეს ჩააბარა 26200 აშშ დოლარის ღირებულების 12 დასახელების მანქანა-დანადგარი. აქტს ხელს აწერენ გარიგების დამდები მხარეები.
მითითებული დოკუმენტების რეალობას ადასტურებს რუსეთის ფედერაციის შსს ორგანიზებულ დანაშაულობებთან ბრძოლის ჩრდილოეთის და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონალური სამმართველო 1999 წლის 30 აპრილის ¹ 6/14-1723 წერილით.
შპს „ქ. ფ. უ. ქ.“ დირექტორის მოადგილის გ. ბ-ის განმარტების თანახმად ი. კ-ემ აღნიშნული მანქანა-დანადგარები 1993 წელს დააწყო კინოსტუდია „ქ. ფ.“ ტერიტორიაზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის პოლიციაში მოკვლევისა და ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის 1999 წლის 3 ივლისის ¹ 19/1-7-99 წერილით დადგენილადაა მიჩნეული ის ფაქტი, რომ შპს „ქ.“ არსებული დანადგარები შეძენილია ი. კ-ის მიერ.
შპს „ქ.“ პარტნიორი თ. ვ-ი 1999 წლის 11 თებერვლის ახსნა-განმარტებაში ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 1996 წლის ზაფხულში შეუთანხმდა ი. კ-ეს შპს „ქ.“ 25000 ბოთლი წითელი ღვინის ჩამოსხმაზე, რაშიცE თითოეულ ბოთლზე გადაუხდიდა 20 თეთრს.
ამ სამუშაოთი დასაქმებულ პირთა განმარტებებში მითითებულია, რომ ი. კ-ესა და შპს „ქ.“ პარტნიორთა შორის ურთიერთობა უაღრესად გამწვავდა ღვინის ჩამოსხმასთან დაკავშირებით ანგარიშსწორებისას წარმოქმნილი უთანხმოების გამო.
ი. კ-ის, როგორE სპს „ნ. ფ-ას“ ხელმძღვანელის 1996 წლის 8 დეკემბრის ¹ 10 წერილის თანახმად შპს "ქ.“ დავალიანება ამ დროისათვის შეადგენდა 8525 ლარს.
საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო მანქანა-დანადგარები ეკუთვნოდა სპს „ნ. ფ.“. არE ის გარემოებაა დადგენილი, რომ ქონების გასხვისების საკითხი გადაწყდა საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე.
მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს მანქანა-დანადგარების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის ან შემდგომში ასეთი გარიგების მოწონების ფაქტს, ხოლო მისი თანხმობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრემ ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიცE უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მოსაზრებები, რომლებიცE საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო პალატას არ მოუხდენია ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება. მიღებული გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ შინაგან რწმენას, რომ მოსარჩელე არ არის სადავო ქონების მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება.
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.