Facebook Twitter

¹ 3კ/444 23 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეების: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოეტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სარჩელის გამო ნ. ბ-ის ინტერესების დასაცავად საქართველოს შს სამინისტროსა და თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ, რომელმაცE მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის ლ. ისაკაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. ბ-ე 1996 წლიდან მუშაობდა თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს ადმინისტრაციულ პოლიციის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ჯგუფის ...., ითვლებოდა ნებით დაქირავებულ მუშაკად.

თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს 1998 წლის 12 მაი-სის ბრძანებით ნ. ბ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან იმავე წლის 6 აპრილიდან შტატის შემცირების გამო, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის I ნაწილით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განცხადებით მიმართა სასამართლოს ნ. ბ-ის ინტერესების დასაცავად საქართველოს შსს და თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ ნ. ბ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან შტატის შემცირების გამო, თუმცაღა მის ადგილზე მიღებულია სხვა მუშაკი; იგი გათავისუფლებულია სამუშაოდან უკანა რიEხვით - 1998 წლის 12 მაისის ბრძანებით გათავისუფლებულია იმავე წლის 6 აპრილიდან, თუმცაღა 6 აპრილიდან 12 მაისამდე და მას შემდეგაცE ის აგრძელებდა მუშაობას; მისი გათავისუფლების დროს დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 36-, 37-ე, 422-ე და 423-ე მუხლები.

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 აპრილის

გადაწყვეტილებით, რომელიE უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემას იმავე პალატის სხვა შემადგენლობისათვის იმ საფუძვლით, რომ:

ნ. ბ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან საქართველოს შს მინისტრის 1998 წლის 5 მარტისა და 1998 წლის 6 აპრილის საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებებით და ამით შრომის კანონმდებლობის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესები არ დარღვეულა;

არ დარღვეულა შრომის კანონმდებლობის 36-ე მუხლი, რადგან ნ. ბ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან საშტატო ერთეულების Eვლილებასთან დაკავშირებით და ამიტომ ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული ემსჯელა ნ. ბ-ის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ;

არ დარღვეულა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე, 422-ე და 423-ე მუხლები, რადგან ნ. ბ-ისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; კოლეგიამ არ იმსჯელა ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე.

პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად. დადგენილია, რომ ნ. ბ-ე გათავისუფლებულია სამუშაოდან შტატის შემცირების გამო, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე. სინამდვილეში კი შტატის შემცირება არ მომხდარა და ადმინისტრაციამ ამ შტატში სხვა მუშაკი მიიღო.

ნ. ბ-ის გათავისუფლების დროს დაირღვა შრომის კანონთა კოდექ-სის 37-ე მუხლის მოთხოვნა. პროფკავშირის თანხმობის გარეშე შრომის ხელშეკრულების მოშლის შესახებ; ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შრომის ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. როგორ მოპასუხე ამტკიცებს, თუკი ნ. ბ-ე გათავისუფლდა

სამუშაოდან პროფკავშირის თანხმობით 1997 წლის 12 სექტემბერს, მაშინაE დარღვეულია ზემოაღნიშნული მუხლი, რადგან ის გათავისუფლდა სამუშაოდან პროფკავშირის თანხმობის მიცემიდან რვა თვის შემდეგ.

პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ნ. ბ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან საქართველოს შს მინისტრის 1998 წლის 5 მარტისა და 1998 წლის 6 აპრილის საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებებით და ამით შრომის კანონმდებლობის 34-ე მუხლის პირველი მუხლი არ დარღვეულა.

მოსარჩელე, როგორცE ნებით დაქირავებული მუშაკი, გათავისუფლდა სამუშაოდან არა ზემოაღნიშნული ბრძანებების შესაბამისად, არამედ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, შტატის შემცირების გამო, რაცE სინამდვილეში არ მომხდარა და რაც ამავე მუხლის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, ხოლო კასატორის აღიარება, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა არა შტატის შემცირების გამო, არამედ თანამდებობისათვის შეუფერებლობის გამო ე. ი. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი ბრძანებაში თუ არასწორადაა მითითებული, ესეE ეწინააღმდეგება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლს. მისი დათხოვნა უნდა მომხდარიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის თანახმად - დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო.

რაცE შეეხება საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ არ დარღვეულა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 422-ე და 423-ე მუხლები, არასწორია. ამ მუხლების დარღვევაზე იმსჯელა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლომ 1998 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, რაE უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, როგორცE იურიდიულად დასაბუთებული.

არასწორია კასატორის მოსაზრებაც, თითქოს სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ამ საკითხზე შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის შესაბამისად.

პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინება, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.