Facebook Twitter

¹ 3კ-448 2000 წლის 22 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ქაჯაია

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე - საქმეზე ნ. თ-ის სარჩელისა გამო დ.

ს-ის მიმართ თბილისში, .... ქ. ¹ 30-ში მდებარე სახლთმფლობელობის 18 მ2

ფართის ერთი ოთახის მესაკუთრედ ცნობის შესახებ და დ. ს-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ნ. თ-ის მიმართ აღნიშნულ ფართზე უფლებადაკარგულ პირად ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ცისკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. ს-ის მიმართ ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 30-ში მდებარე სახლთმფლობელობის 18 მ2 ფართის ერთ ოთახზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

დ. ს-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე ნ. თ-ის მიმართ სადავო ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ.

გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ. თ-ის სარჩელი; დააკმაყოფილა დ. ს-ის შეგებებული სარჩელი და დ. ს-ე ცნობილი იქნა ქ. თბილისში, .... ქ. ¹ 30-ში მდებარე სახლთმფლობელობის 2/4 ნაწილის მესაკუთრედ, ნ. თ-ი ამოწერილი იქნა სადავო ბინიდან და ცნობილი იქნა ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ნ. თ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად იგი მესაკუთრედ უნდა ყოფილიყო ცნობილი; ს-ების ბინაში ძალით არ შეჭრილან, როგორცE კეთილსინდისიერმა შემძენმა, ჯერ კიდევ 24 წლის წინათ დაიკავა მისმა ოჯახმა სადავო ბინა და უფლება გააჩნია ამ ბინაზე, 1999 წლის 21 აპრილამდე ცხოვრობდა ამ ბინაში.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე პალატის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს იმ ნაწილში, რომელთაცE ნ. თ-ს უარი ეთქვა სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობაზე; ხოლო სადავო ბინის ფართზე ნ. თ-ის უფლებადაკარგულ პირად ცნობის ნაწილში პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ დ. ს-ესა და ვ. თ-ს შორის გარიგებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რაცE საქმეში არსებული შინაურული ხელწერილით დასტურდება. იმის გამო, რომ ვ. თ-მა დ. ს-ეს თანხა სრულყოფილად არ გადაუხადა; ასევე ს.ფ. 35-ზე მოცემულია ვ. თ-ის ხელწერილი იმის შესახებ, რომ მან როგორცE მდგმურმა სახლის პატრონის დ. ს-ის გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად გააკეთა სათავსოები, ნ. თ-ის მოთხოვნას მესაკუთრედ ცნობის შესახებ კანონიერად ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ნ. თ-ის სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომელთაცE ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირად ცნობის შესახებ.

ნ. თ-მა სააპელაციო საჩივარში არასწორად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირად ცნობის შესახებ (ს. ფ. 111).

ნ. თ-ის წარმომადგენელმა პროცესზე აღნიშნა, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს ნ. თ-ი (ს. ფ. 149). აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ ნ. თ-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწვეტილების კანონიერებაზე, მაგრამ საერთოდ არ იმსჯელა სადავო ფართზე აპელანტის სარგებლობის უფლების შეწყვეტის კანონიერე-ბაზე; ამდენად ამ ნაწილში საკასაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოცE სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლის I ნაწილით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინება ნ. თ-ის სააპელაციო საჩივრის - სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ - უარის თქმის ნაწილში;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინება ნ. თ-ის სააპელაციო საჩივრის სადავო ბინაზე სარგებლობის უფლების შეწყვეტის ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.