გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 458 8 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა თბილისის სალოკომოტივო დეპოს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ნ. ლ-ის სარჩელის გამო სალოკომოტივო დეპოს მიმართ მარჩენალის დაკარგვის გამო გადასახდელი თანხის დაკისრების შესახებ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 30 ივნისს განიხილა მოსარჩელე ნ. ლ-ის სასარჩელო განცხადება მარჩენალის დაკარგვის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნ. ლ-ის სასარგებლოდ სალოკომოტივო დეპოს გადასახდელად ერთდროულად დააკისრა 4512 ლარი, ხოლო 1999 წლის ივლისიდან ყოველთვიურად 94 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
სასამართლომ სალოკომოტივო დეპოს ასევე დააკისრა ადვოკატის ხარჯების - 284 ლარის გადახდა.
მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე 1990 წლის 9 ნოემბერს საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატამ და თავისი განჩინებით გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
მოპასუხე სალოკომოტივო დეპომ უზენაეს სასამართლოში შემოიტანა საკასაციო, ხოლო
შემდეგ - დამატებითი საკასაციო საჩივარი.
კასატორი მოითხოვს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას. (არE საკასაციო საჩივარი და არE დამატებითი საკასაციო საჩივარი, არა თუ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას არ მოითხოვდა, არამედ საერთოდ არ მოიხსენიებს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას).
საკასაციო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანების თანახმად პენსია მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით ეკუთვნის გარდაEვლილის კმაყოფაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს. ვინაიდან გარდაცვლილის მეუღლე შრომისუნარიანი იყო, მას პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო არ უნდა დანიშნოდა.
დამატებით საკასციო საჩივარში მან მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობის 236-ე მუხლის თანახმად პენსიები ინვალიდოლბის და მარჩენალის დაკარგვის გამო ენიშნებათ იმ შემთხვევაში, როდესაცE დაინვალიდება ან მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულია შრომითი დასახიჩრების გამო.
აქედან გამომდინარე, დამატებითი საკასაციო საჩივრით, კასატორი მიიჩნევს, რომ, რადგანაცE მ. ლ-ის მეუღლის გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირში არ იყო საწარმოში მიღებულ ტრავმასთან მას პენსია არ უნდა დანიშვნოდა. მოსარჩელე ნ. ლ-ეს თანხა არასწორად აქვს გაანგარიშებული.
მისი მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის ¹ 48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად, სადავო თანხა უნდა განსაზღვრულიყო თითოეულ წელს, ელმავლის მემანქანის საშუალო ხელფასის შესაბამისად, მან კი მხოლოდ 1999 წელს არსებულ საშუალო ხელფასიდან მოახდინა გაანგარიშება, რის შესაბამისადაE ერთდროულად გადასახდელი თანხა, ნაცვლად 4512 ლარისა, შეადგენს 2005 ლარს, სულ ყოველთვიურად გადასახდელია, ნაცვლად 94 ლარისა, 75 ლარი და 21 თეთრი.
საკასაციო პალატის სხდომაზე საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში თუ კი სასამართლო მათ ორგანიზაციას დააკისრებდა, მარჩენალის დაკარგვის გამო ლ-ის სასარგებლოდ თანხების გადახდას, იგი უნდა მოცხდინა 1999 წლის 9 თებერვლამდე მოქმედი კანონმდებლობით.
სასამართლო პროცესზე საკასაციო საჩივრის ავტორმა დააკონკრეტა თავისი მოთხოვნა და იმავე მოტივებით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალება განაპირობა იმ საწარმოო ტრავმამ, რომელიE მიიღო 1991 წელს, სამსახურებრივი მოვლეობის შესრულების დროს, ავარიის შედეგად, რის შემდეგ იგი დაავადდა, დაინვალიდდა, გახდა II ჯგუფის ინვალიდი და გავიდა პენსიაზე. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მიღებული ტრავმის გამო, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რის გამოცE იგი 1995 წელს გარდაიცვალა.
მასვე მიაჩნია, რომ მარჩენალის დაკარგვის გამო, პენსიის მიღებისათვის აუცილებელი არაა, რომ გარდაცვლილის მეუღლე შრომისუუნარო იყოს. შრომის-უუნარობის აუცილებლობა საჭიროა ოჯახის სხვა წევრებისათვის, თუ კი მათ ეძლევათ პენსია მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით.
მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვებას.
საკასაციო კოლეგიამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ლ-ემ საწარმოო ტრავმა მიიღო 1991 წლის 25 ივნისს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა სტაციონალურად. საბოლოოდ დაესვა დიაგნოზი: „მყარი დეპრესია, ნერვოზი გახანგრძლივებული მიმდინარეობით, მყარი ასთენო-ფორმის სინდრომი, მარჯვენა თვალის Eცნტრალური გენის თრომბოზი“.
აღნიშნული დაავადებანი შრომითმა საექსპერტო კომისიამ საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევის დროს მიღებულ ტრავმად მიიჩნია, იგი შრომის-უუნაროდ სცნო, მიაკუთვნა ინვალიდობის II ჯგუფი და გაშვებულ იქნა პენსიაზე.
დადგენილია, რომ გ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, ხოლო 1995 წლის 19 ივლისს იგი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
საქმეში არსებული თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიცE ძალაშია დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ. ლ-ე იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ, მისი მეუღლის კმაყოფაზე.
საქმეში არსებული თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიცE ძალაშია, სალოკომოტივო დეპოს ნ. ლ-ის სასარგებლოდ, ერთდროულად გადასახდელად დაეკისრა, მარჩენალის დაკარგვის გამო 2728 ლარი და 39 თეთრი. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი 1998 წლის 2 თებერვლის განჩინებით.
ზემოთ აღნიშნულ სასამართლო პროცესებზე სალოკომოტივო დეპოს სადავოდ არ გაუხდია ფაქტი საწარმოო ტრავმასა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივრის ავტორს მოცEემული საკითხი სადავოდ არE გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისს საქმის განხილვის დროს არ გამოუთქვამს და არE 1999 წლის 9 ნოემბერს საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს დაუყენებია პრეტენზია ამ საკითხის გამოკვლევასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანების 35 პუნქტის პირველი აბზაცით, მარჩენალის დაკარგვის გამო, ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიცE იმყოფებიან გარდაცვლილის კმაყოფაზე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება გარდაცვლილის მეუღლეზე, რადგან ამავე პუნქტის მეორე აბზაცის თანახმად მეუღლეები ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ, მიუხედავად იმისა მუშაობენ ისინი თუ არა. ე. ი. შრომისუნარიანი არიან თუ შრომისუუნარონი, ანუ იმყოფებიან თუ არა გარდაცვლილის კმაყოფაზე. ამიტომ გარდაცვლილის მეუღლე არ შეიძლება გაიგივებული იქნეს გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ სხვა შრომიუუნარო ან შრომისუნარიან პირებთან.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის ეჭვი იმის შესახებ, რომ მიყენებული ტრავმა და დამდგარი შედეგი-გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირში არ არის მტკიცებულებად მიღებული ვერ იქნება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის "ბ“ პუნქტის თანახმად ფაქტები, რომლებიE დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხელმეორედ მტკიცებას არ საჭიროებენ.
ვინაიდან თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართვლოს 1998 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის განჩინებით დადგენილადაა მიჩნეული გ. ლ-ის მიერ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მიღებულ საწარმოო ტრავმასა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი, ასეთი რაიმე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.
საკასაციო კოლეგია ვერ გაიზიარებს კასაციის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ, თითქოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო მარჩენალის დაკარგვის გამო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის ერთდროული და ყოველთვიური დახმარების თანხების გაანგარიშება, რადგანაცEბრძანებულების მითითებული პუნქტი ადგენს წესს იმის შესახებ, რომ ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება ხდება შრომის ანაზღაურებისEცვლილების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა დასახიჩრება. ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის მოთხოვნა მოსარჩელეს პრეზიდენტის ზემომითითებული ბრძანებულების შესაბამისად სწორად აქვს გაანგარიშებული, რადგანაც ბრძანებულების მითებული მუხლის მიხედვით ამ თანხის გადაანგარიშება უნდა მოხდეს ბოლო სამი თვის ხელფასიდან.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატიორის იმ მოსაზრებას, რომ თითქოს მითითებული თანხების გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო 1999 წლის 9 თებერვლამდე მოქმედი დადგენილების შესაბამისად, რადგანაც პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრბანებულებამ გააუქმა ამ სფეროში ადრე მოქმედი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და თავისი 63-ე მუხლით ყველა ძალადაკარგული ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ ამ ბრძანებულების ნორმების გამოყენება დაადგინა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კოლეგიას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის სალოკომოტივო დეპოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.