გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\6 29 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე მ. ლ-ის სარჩელის გამო, სააქციო საზოგადოება
„ქ.“ მიმართ საზოგადოების 8268 აქციაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1995 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ¹ 16 სპეციალიზირებულ საბარათო აუქციონზე მ. ლ-მა შეისყიდა სს „ქ.“ 3600 და 4668, სულ 8268 აქცია. 450 აქცია შეძენილ იქნა შპს ფონდი „ი.“ მიერ.
აღნიშნული ხელშეკრულებები ნოტარიალურად არ ყოფილა დადასტურებული.
1996 წლის 17 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ფონდი „ი.“ 450 აქცია გადაეცა მ. ლ-ს.
1996 წლის 10 ივლისის განცხადებით მ. ლ-მა მოითხოვა საბარათო აუქციონზე შეძენილი 8718 აქციის სს „ქ.“ დირექტორზე დ. ქ-ეზე გადაფორმება, რაც დაკმაყოფილდა.
1999 წლის მაისში მ. ლ-მა აღძრა სარჩელი სს „ქ.“ 8268 აქციაზე მესაკუთრედ ცნობის, შესაბამისი ოდენობის სააქციო ბარათის გაცემის და 1996, 1997, 1998 წლებში გასაცემი დივიდენდების თანხების დაკისრების შესახებ.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის რწმუნებულმა მოხსნა დივიდენდების გადახდევინების მოთხოვნა, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ განხილულა.
ქუთაისის სასამართლოს 1999 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ს უარი
ეთქვა სარჩელზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მ. ლ-ი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სს „ქ.“ უნდა გაეცა ორი სერთიფიკატი - 36000
და 4668 აქციაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც მის სახელზე უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული საზოგადოების წიგნში; განცხადება აქციების გადაფორმების შესახებ არასწორად იქნა ჩათვლილი დროებითი მოწმობების დანართად, ხოლო განცხადებაზე ხელმოწერაინდოსამენტად; სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის, არამედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) ნორმებით.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეების, მათი წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
¹ 16 სპეციალიზირებულ საბარათო აუქციონზე 8268 აქცია შესყიდულ იქნა მ. ლ-ის სახელით, მაგრამ მათში გადახდილი 2756 ვაუჩერიდან 736 ეკუთვნოდა ფ-ეს, 368 - ა. ა-ეს, 1652 _ დ. ქ-ეს. ფ-ის კუთვნილი ვაუჩერების ღირებულება შეადგენდა 4120; ა-ის 2310, ხოლო დ. ქ-ისა 9200 აშშ დოლარს.
სს „ქ.“ სარეგისტრაციო წიგნში სადავო აქციები თავდაპირველად აღირიცხა მ. ლ-ის სახელზე, რომლებზეც გაიცა კუთვნილების დამადასტურებელი დროებითი მოწმობები.
1996 წლის 10 ივლისის განცხადება 8262 აქციის დ. ქ-ეზე გადაფორმების შესახებ მ. ლ-მა სს „ქ.“ წარადგინა თავისი ნებით, რის შემდეგ, 1999 წლამდე აქციების მიკუთვნების თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც სს „ქ.“ საქმიანობაში მიუღია რაიმე მონაწილეობა. საზოგადოების წიგნში აქციები აღირიცხა დ. ქ-ეზე.
დ. ქ-ემ ა-ეს და ფ-ეს გადასცა მათი ვაუჩერებით შეძენილი აქციები, რაც ასევე რეგისტრირებულ იქნა საზოგადოების წიგნში.
სს „ქ.“ სერთიფიკატები აქციონერებზე გაცემულ იქნა 1997 წლის 5 ივლისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად Eნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მ. ლ-ის მიერ არ ყოფილა წამოყენებული.
მ. ლ-ი ¹ 16 საბარათო აუქციონზე მონაწილეობას იღებდა დ. ქ-ის დავალებით, ამ უკანასკნელთან ზეპირი ფორმით დადებული მინდობილობის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 399-ე მუხლის თანახმად სადავო აქციების შესყიდვისას მოსარჩელე მოქმედებდა, როგორც დ. ქ-ის რწმუნებული. რწმუნებულმა მარწმუნებელს გადასცა ყველაფერი, რაც მინდობილი მოქმედების შედეგად მიიღო.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51.1 მუხლის შესაბმისად სახელობითი აქციები შეიძლება გადაცემული იქნეს სააქციო ბარათზე ინდოსამენტის მეშაჩივეობით ან, თუკი ბარათები არ არის გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებისა და საზოგადოების წიგნში რეგისტრაციის მეშაჩივეობით. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. წ. „დროებითი მოწმობები“ არ წარმოადგენენ სახელობითი აქციების ტოლფას დოკუმენტებს და მათ გადაცემას ინდოსირებით, კანონი არ ითვალისწინებს. მ. ლ-ის განცხადება აქციების დ. ქ-ეზე გადაფორმების შესახებ ვერ ჩაითვლება სააქციო ბარათების დანართად, განცხადებაზე მ. ლ-ის ხელმოწერა კი ინდოსირებად.
აქციების გადაცემის ფორმა დაირღვა ნაწილობრივ, არ ყოფილა შედგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. ამასთან, დ. ქ-ეზე აქციების გადაცემა საზოგადოების წიგნში რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 45-ე მუხლის თანახმად კანონით დაწესებული ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი შედეგი პირდაპირაა მითითებულ კანონში. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი არ ადგენს აქციების გადაცემის სანოტარო ფორმის დაუცველობისათვის გარიგების ბათილობას.
მ. ლ-ის მხრიდან მინდობილობით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, დ. ქ-ის მოთხოვნით სასამართლოს შეეძლო გარიგების დადებულად ცნობა, რადგან ეს გარიგება კანონსაწინააღმდეგოს არაფერს არ შეიცავს.
საკასაციო საჩივარში არასწორად არის მითითებული, რომ თითქოს სააპელაციო პალატამ ამჟამად ძალადაკარგული სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნაცვლად გამოიყენა 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.