Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/7 21 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქ. გაბელაია

მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, თ. ჩიქოვანი

განიხილა გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის სარჩელით მოპასუხე გ. ღ-თან, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ღ-ისაგან 2500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ 1999 წელს სხვადასხვა დროს დაბეჭდა პრესაში Eილისმწამებლური სტატიები, რომელიც შეურაცხყოფს მათ და ზიანს აყენებს მცენარეთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საქმიან რეპუტაციას.

სასამართლო სხდომაზე ღ-მა სარჩელი არ ცნო. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მორალური ზიანის 2500 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარემო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ღ-ს დაეკისრა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის სასარგებლოდ 2500 ლარის მორალურის ზიანის გადახდა.

გ. ღ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელე მცენარეთა დაცვის სამსახურმა, სასამართლოს წინადადებით დააკონკრეტა თავის სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მათი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნდა 1999 წლის 3 აპრილს გაზეთ „ახალ თაობაში". კერძოდ, სტატიაში „სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 50 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა", რომელშიც აპელანტის თქმით, რამდენიმე სიცრუეა: ჯერ ერთი სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაფერი შემოაქვს, იგი მცენარეთა დაცვის სამსახურის მევეობით გასცემს ნებართვებს ამა თუ იმ ნივთიერების შემოტანაზე და მეორე, ნარკოტიკულად დასახელებული „ბრომეთილი" ნამდვილად არის ნარკოტიკი, მაგრამ საქართველოში შემოტანილია არა „ბრომეთილი", არამედ „ბრომმეთილი", რომელიც შხამქიმიკატია და მისი გამოყენება სათანადო წესების დაცვით შეიძლება. მეორეც, სტატიაში ნათქვამია "1997 წლის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოში შემოვიდა ორი ნივთირება _ „ზოლონი" და „ბაზუდინი". ეს ნივთიერებები განეკუთვნება მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს, ახასიათებს საბრძოლო მომწამვლელი რეაქცია". მოსარჩელის აზრით, არ არსებობს არE ერთი შემთხვევა, ვინმეს გამოეყენებინოს „ზოლონი" ან „ბაზუდინი" საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებად. მესამე, სტატიაში აღნიშნულია, რომ „გ. ღ-მა არ იცის, თუ სად წაიღეს ეს ნივთიერებები". მოსარჩელე თვლის, რომ ღ-მა იცის სად წაიღეს ეს ნივთიერებები, მაგრამ შეგნებულად ამბობს, არ ვიციო და მეოთხე სტატიაში ნათქვამია, „საქართველოში მიზანდასახულად ხორციელდება ეკოლოგიური გენოციდი, რადგან საბაჟომ გამოატარა და ლიცენზიის სამსახურმა გასცა ლიცენზია, ე. ი. სახელმწიფო დივერსიაა". მოსარჩელის განცხადებით, მართალია, ამ სიტყვებით ბრალი ედება სახელმწიფოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შხამქიმიკატების შემოტანაზე ლიცენზიას მოსარჩელე გასცემს, თვლის, რომ ეს გამონათქვამი ლახავს მათ საქმიან რეპუტაციას.

სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილეაში ცალ-ცალკე განიხილა აპელანტის მიერ დასახელებული, მათი აზრით, შეურაEხმყოფელი გამონათქვამები და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დასახელებული ითხი გამონათქვამიდან პირველი სამი არ წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომლისთვისაც მოპასუხეს შეიძლება მორალური ზიანი დაეკისროს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია (ს. ფ. 137) გაზეთ „ახალ თაობაში" დაბეჭდილ სტატიაში ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 50 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება „ბრომეთილი" შემოიტანა მართალია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან შემოტანილი იყო არა „ბრომეთილი, არამედ „ბრომმეთილი", რომელიც არის შხამქიმიკატი, მაგრამ აღნიშნული არ არის გამოწვეული გ. ღ-ის ბრალით. როგორც საქმის მასალებით დასტურდება „ბრომმეთილი" საბაჟო დოკუმენტებში მოხსენებული იყო როგორE „ბრომეთილი"... სააპელაციო სასამართლოს აზრით, საბაჟო დოკუმენტებში გაპარულმა შეცდომამ, შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანა გ. ღ-იც, რადგან „ბრომეთილი" არის ნარკოტიკი. ამიტომ ამ შემთხვევაში მისი ბრალი გამორიცხულია". სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე წერს, რომ „გ. ღ-მა გამოთქვა მხოლოდ თავისი აზრი ნივთიერების ტოქსიკურობიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მათი საბრძოლო მიზნებისათვის გამოყენება და არ უთქვამს, რომ ასეთ გამოყენებას ადგილი აქვს. სააპელაციო პალატამ ასევე არ ჩათვალა შეურაცხმყოფელად მოპასუხის გამონათქვამი, რომ გ. ღ-მა არ იცის, სად წაიღეს ეს ნივთიერებები, რადგან აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ ღ-ისათვის ეს ცნობილია. გარდა ამისა, ამ გარემოებათა არ ცოდნა არ ლახავს აპელანტის საქმიან რეპუტაციას".

სააპელაციო პალატამ Eილისმწამებლური გამონათქვამებად მიიჩნია მოპასუხის მიერ გაზეთ „ახალ თაობაში"Pდა გაზეთ „გახმაურებულ ფაქტებში" გამოქვეყნებული მოსაზრება, რომ საქართველოში ხორციელდება ეკოლოგიური გენოციდი სახელმწიფოს მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეებს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და მის უფლებამისილებას ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები: სამინისტროები, დეპარტამენტები და ა. შ.; მოცემულ შემთხვევაში შხამკიმიკატების შემოტანაზე უფლებამოსილება სახელმწიფოს მხრიდან დალეგირებული აქვს მოსარჩელეს. და ამდენად, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები. აღნიშნული გახდა სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი. მე-18 მუხლის მე-6 ნაწილში ჩაწერილია „ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება... ბრალეულის ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაE". როგორც მუხლიდან ჩანს, კანონმდებელი როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს ხელმყოფელი პირის ბრალეულ ქმედებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააპელაციო პალატამ გამორიცხა ღ-ის ბრალი, როცა მან (ღ-მა) განაცხადა, რომ შემოტანილია 50 ტონა ნარკოტიკი. აქედან გამომდინარე, თუ ღ-ს ბრალი არ მიუძღვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის უსწორობაში, მას არ შეიძლება ბრალი მიუძღოდეს იმ გამონათქვამში, რომ სახელმწიფო ახორციელებს ეკოლოგიურ გენოციდს, რამეთუ, თუ ღ-ს კეთილსინდისიერად სჯეროდა, რომ სახელმწიფომ თავისი ორგანოებით (საბაჟი, სამინისტრო, და ა. შ.) შემოიტანა 50 ტონა ნარკოტიკი „ბრომეთილი". აღნიშნული აძლევდა საფუძველს გაეკეთებინა ასეთი დასკვნა. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეცდომით საბაჟო დოკუმენტებში „ბრომმეთილის" ნაცვლად შეტანილი იყო „ბრომეთილი", რაც ნარკოტიკს წარმოადგენს და აღნიშნულ შეცდომაზე არაფერი იცოდა ღ-მა. ამდენად, მისი ბრალი გამორიცხულია იმ განცხადებაში, რომ სახელმწიფო ახორციელებდეს ეკოლოგიურ გენოციდს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვტილება. გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურს უარი ეთქვას სარჩელზე მორალური ზიანის 2500 ლარის გ. ღ-ზე დაკისრების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.