Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\13 30 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, თ. ჩიქოვანი

განიხილა საკასაციო საჩივრები მოპასუხე მცხეთა-თიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის კ. ბ-ის წარმომადგენლის ხ. დ-ის, მოსარჩელე –კ. ქ-ის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე საქმეზე კ. ქ-ის სარჩელის გამო მოპასუხე მცხეთა მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადდა: მოსარჩელე კ. ქ-ე. არ გამოცხადდა: მოპასუხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, რომელსაც ეცნობა სხდომის დღე.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

კ. ქ-ემ 1999 წლის 14 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა შემდეგი:

„1996 წლის იანვარში სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადმომიყვანეს მცხეთა-მთინეთის მხარის რწმუნებულის მთავარ მრჩევლად, სამხარეო განათლების სამმართველოს შექმნამდე და აქ დასაქმების პირობით. მაგრამ ჩემი სიტყვიერი ან წერილობითი თანხმობის გარეშე შ. ო-ეს შრომის ხელშეკრულება გაუფორმებია მხოლოდ ერთი თვის ვადით. ამ ვადის დამთავრების შემდეგ, რადგან განათლების სამმართველო ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი და დავრჩი უმუშევარი. შემდეგ კი, როცა განათლების სამმართველო შეიქმნა შ. ო-ემ აქ ჩემი დასაქმება აღარ ისურვა.

სასამართლომ 1998 წლის 5 მარტის დადგენილებით აღმადგინა სამუშაოზე რწმუნებულის მთავარ მრჩევლად. მაგრამ ისევ უკანონოდ გამათავისუფლეს სამუშაოდან შტატის შემცირების მოტივით“.

ამის გამო კ. ქ-ემ ითხოვა სამუშაოზე აღდგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება. Eმცხეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი: კერძოდ, კ. ქ-ე დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა გათავისუფლების დღიდან იძულებით განაცდური დროის ხელფასი.

სარჩელის იმ ნაწილს, რაE მორალური ზარალის სახით 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურებას ეხება ეთქვა უარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ჭ-ა, მოსამართლეები: ფ-ა, კ-ე) 1999 წლის 9

დეკემბრის განჩინებით „არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება“.

მოპასუხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის კ. ბ-ის წარმომადგენელი ხ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

მოსარჩელე კ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საკასაციო პალატის განჩინების გაუქმებას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს), კასაციის განაცხადს, საქმის მასალებს, მოუსმინა მოსარჩელე კ. ქ-ეს და თვლის, რომ ამ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი: "მართალია ქ-ე თვენახევრით ადრე იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი შტატების შემცირების შესახებ, რითაც დაცული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 107-ე მუხლის 1 პუნქტი, თუმცა დაირღვა ამავე კანონის 97-ე მუხლის 2-ე პუნქტი ქ-ე ისევ იქნა განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა.

მართალია სახ. რწმუნებულმა 1999 წლის 8 ივნისს პროფკომიტეტს სთხოვა თანხმობა ქ-ის განთავისუფლებაზე, მაგრამ პროფკომიტეტმა სხდომაზე იმსჯელა მხოლოდ კადრების შემცირების საკითხის მნიშაჩივნელობაზე და არა პირების გასანთავისუფლებელ მდგომარეობაზე, უფლებებსა და უპირატესობებზე. სხდომაზე არ დასმულა საკითხი, მოხდა თუ არა გასანთავისუფლებელი პირებისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება; საქმეში არსად არ ჩანს თუ როგორ გაითვალისწინა დასაქმებული კადრების სპეციალობა, კვალიფიკაცია, პროფესიული დონე და დატვირთვა, ან პიროვნული თვისებები სახ. რწმუნებულმა განთავისუფლებისას. პროფკომიტეტის სხდომა ზერელე და უშინაარსოა.

რაც შეეხება აპარატის დამცველის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 50-ე მუხლს, ქ-ის განთავისუფლების ბრძანების საფუძველში ის საერთოდ არ არის ნახსენები, ამიტომ სასამართლო კოლეგიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მასზე მსჯელობა.

საოლქო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქ-ის ომის ინვალიდობის შესახებ ინფორმაცია მართალია მოვიდა მოგვიანებით, მაგრამ მის განთავისუფლებამდე გახდა ცნობილი, თუმცა ვერ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან ინვალიდებისათვის განკუთვნილი ჯავშანი მ. ს-ას, თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ს-ა არის ომის მონაწილე და არა ინვალიდი. აღნიშნულიდან გამომდინარე ქ-ისათვის განთავისუფლება ამ მხრივაც უკანონოა, რასაც ასევე ასაბუთებს ს. ფ. 6,7-ზე მოთავსებული წერილები.

სასამართლო კოლეგიას, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობა საფუძვლიანი და კანონზე დამყარებულია, ხოლო აპარატის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო.

რაც შეეხება ქოქოსაძის სააპელაციო საჩივარს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რამდენადაც ზიანი, რომელიც მიადგა ქ-ეს ანაზღაურებული იქნა განაცდურის მიცემითა და სამუშაოზე აღდგენით“.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს პალატა მიზანშეწონილად თვლის განჩინებაში აღნიშნოს საკასაციო საჩივრის მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები). კერძოდ, მოპასუხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კ. ბ-ის წარმომადგენელი ხ. დ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს შემდეგს:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს შტატების შემცირების დროს გასანთავისულებელი მუშაკებისათვის სხვა სამსახურის შეთავაზების ვალდებულებას. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ პროფკომიტეტის სხდომა ზერელე და უშინაარსო იყო, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პროფკომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა გასანთავისუფლებელი მუშაკების საკითხი, რომელიც მოსალოდნელ შემცირებას შეეხებოდა.

სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და საქმის მასალები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატს კანონით გათვალისწინებული ჯავშანი მიკუთვნებული ჰქონდა ს. ს-აზე, რომელიც უკვე წარმოადგენდა ომის მონაწილეს, ინვალიდს და რომელიც ჯერ კიდევ მანამდე მუშაობდა აპარატში, სანამ იქ კ. ქ-ე დაიწყებდა მუშაობას“.

მოსარჩელე კ. ქ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს შემდეგს: „კანონის მე-19 მუხლის

თანახმად მუშაკთა შტატების შემEირებისას 2%-იანი ჯავშანი ეძლევა მხოლოდ ომის ინვალიდს, ხოლო ს-ა არ არის ომის ინვალიდი და აფხაზეთში შაჩივიდი დღე მოხალისედ ყოფნის გამო გათანაბრებულია ომის ვეტერანებთან და სარგებლობს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით. ამასთანავე, ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობა, რომ დადასტურდა სამუშაოზე ჩემი აღდგენით, სწორედ ამიტომ უნდა ამინაზღაუროს მორალური ზიანი კ. ბ-მა“.

საკასაციო სასამართლოს პალატა თვლის, რომ კასაციის მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები) დასაბუთებულია და საჭიროებს ხელახლა გამოკვლევას, რის გამოც პალატა აკმაყოფილებს კასაციის განაცხადს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი).

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო შეზღუდული არ არის საკასაციო საჩივრის საფუძვლებით და განჩინებაში უნდა აღნიშნოს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სასამართლოს შესაბამისმა პალატამ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 412-ე მუხლები).

აქედან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა გაარკვიოს: სწორად იქნა თუ არა კ. ქ-ე შტატის შემცირების მოტივით განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, კ. ქ-ეზე, როგორE ომის მონაწილეზე იყო თუ არა გაცემული ჯავშანი მუშა-მოსამსახურეთა ორი პროცენტის ფარგლებში და ჰქონდა თუ არა მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი).

გაფრთხილებული იქნა თუ არა საქმეში არსებული 1999 წლის აპრილის წერილით კ. ქ-ე შტატების 20%-ით შემEირების თაობაზე (ს. ფ. 16).

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის პროფკომიტეტის სხდომის 1999 წლის 9 ივნისის დადგენილებით მიეცა თანხმობა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს კ. ბ-ს სამუშაოდან გათავისუფლებაზე (ს. ფ. 18-19). ასევე, შტატების შემცირების გამო გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება (სხვა სამუშაოს მიცემით) ადმინისტრაციის უფლებაა და არა მოვალეობა (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლი).

პალატამ მთლიანად გააუქმა გასაჩივრებული განჩინება, ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურებას კ. ქ-ე მოითხოვს სამუშაოდან არაკანონიერად განთავისუფლების გამო, რის გამოც სარჩელის ორივე მოთხოვნა (სამუშაოზე აღდგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება) განხილული უნდა იქნას მთლიანობაში.

სასამართლომ უნდა გაარკვიოს: მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლიდან.

საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპისა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი) და კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის საწყისებზე უნდა მიიღოს სათანადო დასკვნა (აღნიშნული კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლები).

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს.