გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\38 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
განიხილა გაიოზ ბერიძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, გ. ბ-ის და მისი წარმომადგენლის ზ. გ-ის სარჩელის გამო, ნ. ბ-ე – ძ-ის მიმართ - ბინის ქირის დაკისრების თაობაზე;
ნ. ბ-ე – ძ-ის შეგებებული სარჩელი - ბინის რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: გ. ბ-ის წარმომადგენელი ნ. ბ-ი, ნ. ბ-ე – ძ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. უ-ი.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. თბილისში, .... ქუჩა ¹ 49-ში გ. ბ-ის სახელზე ირიცხება სამოთახიანი პრივატიზებული ბინა.
1996 წლის 30 აგვისტოს გ. ბ-ის მეუღლემ ზ. გ-მა მითითებულ მისამართზე ჩამოაყალიბა ინდივიდუალური საწარმო „ზ. გ-ი“.
1997 წლის 8 მარტს ზ. გ-მა ერთი ოთახი 3 წლის ვადით 2000 წლის 8 მარტამდე მიაქირავა ნ. ბ-ე-ძ-ეს, თვეში 400 ლარის გადახდით.
შექმნილი ეკონომიური პირობების გამო, ნ. ბ-ე-ძ-ემ ვადაზე ადრე მოშალა ქირავნობის ხელშეკრულება, სახელდობრ, 1998 წლის დეკემბრის თვეში.
გ. ბ-ემ 1999 წლის 2 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინის გამოთავისუფლება და ქირის დაკისრება.
შეგებებული სარჩელით ნ. ბ-ე-ძ-ემ ბინის რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა 1300 ლარის ოდენობით.
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით, როგორც ძირითადი, ასევე შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 24 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება მხარეთა შორის გაფორმებული 1997 წლის 8 მარტის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ნ. ბ-ე-ძ-ის გამოსახლების ნაწილში, ხოლო ბინის ქირის, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ახალი განხილვისათვის დაუბრუნა საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილე-ბით ნ. ბ-ე-ძ-ეს გ. ბ-ის სასარგებლოდ დააკისრა ბინის ქირა - 235 ლარი. დაკმაყოფილდა ნ. ბ-ე-ძ-ის შეგებებული სარჩელი ბინის რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ და გ. ბ-ეს დააკისრა გადახდის დღისათვის ეროვნულ ბანკში 617 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის გადახდა.
საკასაციო საჩივრით გ. ბ-ე საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლი; სათანადო შეფასება არ მის ცა ექსპერტიზის დასკვნას; მტკიცებულებად არ მიიღო აუდიტის დასკვნა და არასწორად გამოიყენა ბინის ქირის გადახდის წესი.
პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ 1997 წლის 8 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დამქირავებელი ვალდებული იყო გამქირავებლისათვის ყოველი თვის 8 რიცხვში გადაეხადა 400 ლარი. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად მას უნდა აენაზღაურებინა დამქირავებლისათვის დახარჯული თანხა წარდგენილი კალკულაციის მიხედვით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გამქირავებელი აუნაზღაურებდა სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულ თანხას (ს. ფ.5).
იმის გათვალისწინებით, რომ შემცირდა შემოსავლები და გაჭირდა ქირის გადახდა, თვით გამქირავებელმა 1998 წლის სექტემბრის თვიდან შეუმცირა ქირა 400 ლარიდან 300 ლარამდე.
სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლი, რომლის თანახმად - თუ ბინის ქირის მოთხოვნის საპირისპიროდ, დამქირავებელს აქვს ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნის გაქვითვის უფლება, დამქირავებელს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლება მაშინაც, თუ ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებს გამქირავებელს.
სასამართლო მართებულად არ დაეყრდნო აუდიტის დასკვნას, რამეთუ თვით ზ. გ-მა ვერ უარყო, რომ ექსპერტიზის მიერ ქონების შეფასება მოხდა ოთახში შესაჩივლის გარეშე (ს. ფ. 120).
საქმეში მოთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერ ტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა Eცნტრის დასკვნა (ს. ფ. 36-40).
სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად სარწმუნოდ მიიჩნია და სამუშაოების ღირებულების თანხას გამოაკლო ვიტრაჟისა და ლინოლიუმის თანხა 256 დოლარი. საბოლოოდ, დააკისრა 617 - აშშ დოლარის გადახდა.
ამგვარად, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 555-558-ე მუხლების თანახმად მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდვება.