Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-49 28 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

განიხილა სს „ე“ წარმომადგენლი დ. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე სამოქალაქო საქმეზე _ სს „ე.“ სარჩელზე სს „ხ.“ და სხვათა მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ.

მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მოსარჩელე სს „ე.“ მოპასუხე ენერგოკომპანიებთან დადებული აქვს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის გადაცემის უზრუნველყოფის შესახებ. მოპასუხეების (სულ 36 იურიდიული პირის) დავალიანებამ საერთო ჯამში შეადგინა 3.043682 ლარი. სს „ე.“ მოითხოვა აღნიშნული დავალიანების გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სს „ე.“ სარჩელი განუხილველად დარჩა და მოსარჩელეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს 36 მოპასუხის მიმართ ცალკ-ცალკე აღძრას სარჩელი კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელებისათვის დადგენილია განსაკუთრებული განსჯადობა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი, რადგან სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლები არ ითვალისწინებს მოცემულ შემთხვევას. ამასთან, სს „რ.“ მიმართ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს, რაE სსსკ-ის 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით საოლქო სასამართლოს განსჯადია.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სსსკ 16-ე მუხლის I ნაწილი, სადაE მითითებულია რამდენიმე მოპასუხის მიმართ სარჩელის წარდგენის წესი და მე-20 მუხლი, რომლითაE სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. სასამართლომ, ასევე, მიაჩნია საჩივრის ავტორს, დაარღვია სსსკ 22-ე მუხლისა და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. პალატა გაეცნო კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ერთ-ერთი მოპასუხის, კერძოდ სს „რ.“, მიმართ აღემატება 500000 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტით საოლქო სასამართლოები განიხილავენ დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. მო-Eემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს სს "რ.“ მიმართ სასარჩელო მოთხოვნა განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ სხვა საფუძვლებს, პალატა მათ ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს გარკვეული სასარჩელო მოთხოვნათა მიმართ განსაკუთრებული განსჯადობის წესს. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 36 მოპასუხესთან ხელშეკრულება დაიდო: ხაშურში, გორში. ქარელში, კასპში, ახალგორში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თელავში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, ყაზბეგში, სიღნაღში, დმანისში, წალკაში, თერჯოლაში, ჭიათურაში, ხარაგაულიში, ზესტაფონში, საჩხერეში და არა ქ. თბილისში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს თითოეული მოპასუხის მიმართ სარჩელი უნდა შეეტანა ცალ-ცალკე, განსაკუთრებული განსჯადობის წესის დაცვით.

პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სსსკ 20-ე მუხლის მოთხოვნაზე, რადგან ეს ნორმა მოსარჩელეს სასამართლოს არჩევის უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ საქმე ამავე კოდექსის მე-15-19-ე მუხლების თანახმად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. რაც შეეხება ამავე კოდექსის 86-ე მუხლს, რომელიც ადგენს საპროცესო თანამონაწილეობის საფუძვლებს, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო, რადგან სარჩელი თითოეული თანამონაწილის მიმართ არაგანსჯად სასამართლოში იქნა შეტანილი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ე.“ წარმომადგენილი დ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინება სს "რ.“ მიმართ სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიაში, ხოლო სხვა მოპასუხეთა მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.