Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-68 31 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლ. გოჩელაშაჩივილი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე

განიხილა სს „ს.-2“-ის აქციონერის გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელა-Eიო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ სს „ს.-2“-ის აქციონერის გ. დ-ის სარჩელზე სს „ს.-2“-ის მიმართ გამოსყიდული აქციის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიღების თაობაზე.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. დ-ი 1994 წლის 26 დეკემბრიდან 1996 წლის 19 აგვისტომდე იყო სს „ს.-2“-ის .... თანამდებობაზე. მან 1995 წლის 15 ნოემბერს „ს. ბანკის“ ანგარიშზე შეიტანა 6 551 აშშ დოლარის ექვი-ვალენტის თანხა აქციების გამოსყიდვის მიზნით. ამასთან, გადახდილი აქვს 80 ვაუჩერი. გამოსყიდული აქციების დამადასტურებელი სერთიფიკატის მიღების მიზნით 1998 წლის მაისში მიმართა სააქციო საზოგადოების დირექტორს, რომელმაც იხელმძღვანელა 1996 წლის 19 ივნისის აქციონერების განაწილების სიით და 6 122 აქციის შესყიდვის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნაცვლად მხოლოდ 421 აქციის სერთიფიკატის გაცემაზე განაცხადა თანხმობა. გ. დ-მა სარჩელით მოითხოვა სს „ს.-2“-ის მიერ მის სახელზე 6 122 - აქციის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემა.

გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს „ს.-2“-ს დაევალა 421 აქციის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემა გ. დ-ზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აქციათა მფლობელი ფიზიკური პირების სიით, რომელიც თან ერთვის სააქციო საზოგადოების წესდებას და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მ. დ-ი არის 421 აშშ დოლარის ღირებულების 421 აქციის მფლობელი. აქციონერთა კრების გადაწყვეტილება კი, რომლითაც მოხდა აქციათა განაწილება, „მეწარმეთა კანონის“ 53.3 და 15-2 მუხლების შესაბამისად, გ. დ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო 1996 წლის 21 ივნისის საერთო კრების ოქმს, რომლითაც მოხდა აქციათა განაწილება. სასამართლოს აღნიშნული ოქმი მტკიცებულებად არ უნდა გაეზიარებინა, რადგან კრებას არ ესწრებოდანოტარიუსი, კრებას არ თავმჯდომარეობდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ე. ი. „კრება მოწვეული იქნა მეწარმეთა კანონის“ 54.4 მუხლის დარღვევებით. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა "მეწარმეთა კანონის“ 53.3-ე და 15.2-ე მუხლები.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სს „ს.-2“-ის წესდებაში, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლის 23 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სასამართლოს მიერ, მითითებულია საწესდებო კაპიტალში წილების განაწილებისა და აქციათა მფლობელთა შესახებ (მუხლი 4.1.), აქციათა მფლობელ ფიზიკურ პირთა სია თან ერთვის წესდებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (მუხლი 4.2.). აღნიშნული სიით კი, გ. დ-ის სახელზე აქციათა რაოდენობა სულ 421 Eალია. სასამართლომ სწორად მიუთითა „მეწარმეთა კანონის“ 53.3-ე და 15.2.-ე მუხლების მოთხოვნაზე, რადგან აქციონერები, ჩვეულებრივ, თავიანთ უფლებებს ახორციელებენ საერთო კრებაზე, ხოლო საერთო კრების გასაჩივრების უფლება შეუძლიათ გამოიყენონ ამავე კანონის 15.2.-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში. გ. დ-მა კი აღნიშნული ნორმებით დადგენილი წესი საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ არ გამოიყენა.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ კრების ოქმი მტკიცებულებად არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან კრებას არ ესწრებოდა ნოტარიუსი, უსაფუძვლოა, რადგან სსსკ 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით და ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 2-ე ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ იქნა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (იგულისხმება საპროცესო დარღვევები). ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, ასევე ვერ იმსჯელებს საჩივრებში მითითებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან სსსკ 393-ე მუხლით საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძვნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს.-2“-ის აქციონერის გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

გ. დ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 228,04 ლარი. აქედან 70% _ ეროვნულ ბანკში, უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ¹ 115141102, კოდი 220101107, ხოლო 30% _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.