Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/76 21 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშაჩივილი, მ. წიქვაძე

განიხილა შპს „ტ." საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ დ. ჩ-ის სარჩელის გამო შპს

„ტ." მიმართ _ წილის კომპენსაციის მიღების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1995 წლის 10 ივლისს შპს „ტ." დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე დავით ჩხენკელი გაირიცხა შპს-ს პარტნიორობიდან.

დ. ჩ-მა სარჩელით მოითხოვა შპს-დან მისი წილის კომპენსაცია. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს კომპენსაცია _ 4000 აშშ დოლარი უკვე მიღებული აქვს შპს-დან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ტ." 1995 წლის ივლისის თვისათვის არსებული კაპიტალის საბალანსო ღირებულებიდან დ. ჩ-ის წილის ოდენობა განისაზღვრა 18834,15 ლარით (11,25%), საიდანაE მას მიღებულად ჩაეთვალა 5120 ლარი. შპს „ტ." დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13714, 15 ლარი. დ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნული თანხის აშშ დოლარში დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შპს „ტ." დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10.714 შშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტაში, რადგან 1995 წლის ივლისის თვეში ლარი, როგორც საგადასახადო საშუალება, ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული და კანონი ასეთ ვალუტად აშშ დოლარს მიჩნევდა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თითქოს 1999 წლის 10 ივლისს საგადასახდო საშუალებად კანონი მიიჩნევდა აშშ დოლარს. სასამართლომ არ მიუთითა კანონზე, რომლითაცE იხელმძღვანელა წილის კომპენსაციისათვის ლარიდან აშშ დოლარში გადაყვანისას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე" პუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 1995 წლის ივლისში, ვინაიდან ლარი ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული როგორც საგადასახადო საშუალება, კანონი ასეთ ვალუტად მიიჩნევდა დოლარს. სასამართლომ არ მიუთითა, 1995 წელს, ლარის შემოღებამდე აშშ დოლარი, როგორც საგადასახადო საშუალება, რომელი კანონით იყო აღიარებული.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს იმავე სასამართლოში. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს „მეწარმეთა შესახებ" კანონის ნორმები, რითაE დადგინდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიE განსაზღვრავენ წილის კომპენსაციის მოცულობას შპს-ს პარტნიორობიდან გარიEხვის მომენტისათვის.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ტ." საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.