გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/91 29 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი და ჯ. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის გადა-წყვეტილებაზე, საქმეზე ბ. შ-ის სარჩელის გამო ჯ. დ-ესთან მატერიალური ზარალის სახით 10.000 დოლარის გადახდევინებისა და მორალური ზიანისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდის შესახებ.
პალატამ, რომელმაც მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ისაკაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბ. შ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ჯ. დ-ის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ ჯ. დ-ემ შელახა მისი პატივი და ღირსება.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. დ-ეს დაეკისრა მოსარჩელეს სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა; მასაჩივე დაევალა გაზეთის საშუალებით ბოდიშის მოხდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. დ-ეს დაეკისრა ქ. შ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1.000 ლარის ოდენობით; მასაჩივე დაევალა გაზეთის საშუალებით ბოდიშის მოხდა ბ. შ-ისათვის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებისათვის.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დატოვებას უცვლელად, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
შეგებებული საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას იმის გამო, რომ მოსარჩელეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია თუ რა მატერიალური ზიანი მიადგა მოპასუხეს წერილებით.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და გამოტანილი იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. დ-ეს გადახდეს ბ. შ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანი 3.000 ლარის ოდენობით; მასაჩივე დაევალოს ბოდიშის მოხდა ბ. შ-ისათვის მასობრივი ინფორმაციის მეშაჩივეობით.
საქმეში არსებული წერილებით, კერძოდ გაზეთებში „ს. ს.“, „ქ. მ.“ გამოქვეყნებულ ჯ. დ-ის წერილებში მოსარჩელე იხსენიება, როგორც „მახინჯი, გაუქმებული ქალი, რომელიც იჩენს ჰერმოფროდიტულ მხნეობას“.
„ს. ს.“ გამოქვეყნებულ მისივე წერილში „უშობელი ბ. შ-ი და ს.“ პატივისა და ღირსების შემლახველ სიტყვებთან ერთად, მაიმუნების გვერდით მოთავსებულია ბ. შ-ის სურათი, რომელზეც წარწერაა „აბა გამოიცანით“, ამ სურათზე გამოხატული ოთხი თბილსისხლიანი არსებიდან მკითხველს სთხოვდა მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში იმის გამოსაცნობად, რომლებიც იყვნენ ადამიანები და რომლებიც - ცხოველები. ამით სააპელაციო პალატამ სწორად ცნო დადგენილად რომ შელახულია ბ. შ-ის პატივი და ღირსება. ამასთან ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას, ამავე პალატამ მიიჩნია, რომ არ იყო დადგენილი, თუ რა დანაკლისი განიცადა მოსარჩელემ პატივისა და ღირსების შელახვით და მოპასუხეს მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დააკისრა მას 1.000 ლარის გადახდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს პატივის და ღირსება შელახულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით. ამის გათვალისწინებითა და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეს სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 3.000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის მეშაჩივეობით.
პალატა არ იზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია თუ რა მატერიალური ზიანი მიადგა ზემოაღნიშნული წერილებით და ამიტომ მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;
ახალი გადაწყვეტილებით ჯ. დ-ეს გადახდეს ბ. შ-ის სასარგებლოდ ქონებრივი ზიანი 3.000 ლარის ოდენობით; მასაჩივე დაევალოს მასობრივი ინფორმაციის მეშაჩივეობით ბოდიშის მოხდა ბ. შ-ის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებისათვის;
ჯ. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.