გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/121 21 აპრილი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქ. გაბელაია
მოსამართლეები: ლ. ქაჯაია, თ. ჩიქოვანი
განიხილა მოსარჩელეების (კასატორები) ვ. Eც-ის და ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის
2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ვ. Eც-ის და ზ. ა-ის სარჩელის გამო მოპასუხეებთან: დ. ე-ესთან, შპს გამომცემლობა „მ.“-თან და გაერთიანება „ო“-თან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევებად ცნობის, მოპასუხეების მიერ გამოცემული წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ კონტრაფაქციულად ჩათვლის, მოპასუხეებზე 15.000 ლარის გადახდის დაკისრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს თანხმობის გარეშე წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ გამოცემისა და რეალიზაციის აკრძალვის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: ვ. ც-ე, ზ. ა-ე, ო. ბ-ა, კ. ე-ე, ე. პ-ი, დ. ე-ე და მისი რწმუნებულები კ. ბ-ე და ლ. პ-ი პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ მ. მ-მა 1999 წლის 12 ნოემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში და ითხოვა:
1. მოპასუხეების: დ. ე-ის, შპს გამომცემლობა „მ.“ და გაერთიანეება „ო.“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევებად მიიჩნევა საქართველოს კანონის "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
2. კონტრაფაქციულ ეგზემპლარებად ჩათვლა მოპასუხეების მიერ გამოცემული წიგნების
„გეოპოლიტიკის საფუძვლები“.
3. მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს სარჩელში აღ-ნიშნული 5000 (ხუთი ათასი) ტირაჟის გასაყიდი ფასის 13 ლარის მიხედვით 65 000 (სამოEდახუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში არსებული ლარის კურსის მიხედვით აშშ დოლართან მიმართებაში და ამოღებული თანხა გადაირიEხოს შემდეგ ანგარიშზე: სს საქართველოს საფოსტო ბანკის აფხაზეთის ¹ 1 ფილიალი, 2201011877, კ/ა 890029, ზვიად აბაშიძე 711006;
4. აეკრძალოთ მოპასუხეებს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოსა და ავტორების ვ. ც-ისა და ზ. ა-ის თანხმობის გარეშე წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლების“ გამოცემა და მისი რეალიზაცია.
5. დაეკისროს მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. განისაზღვროს მორალური ზიანის ანაზღაურება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად.
სარჩელის მოთხოვნა ემყარება იმ საფუძვლებს, რომ საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის მიხედვით ვ. ც-ძე და ზ. ა-ე არიან ავტორები ა. დ-ის წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლების“ გადამუშავებელი ნაწარმოების, კერძოდ, ქართულენოვანი თარგმანისა. ავტორის მიერ გადამუშავებული ნაწარმოები 1999 წლის 6 ივლისიდან რეგისტრირებულია საავტორო უფლებათა და ინტელექტუალური საკუთრების საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ.
კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაE ნიშნავს უფლებას-განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების რეპროდუცირება, ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება) და ა. შ. ავტორების მიერ ნაწარმოების თარგმანი მომზადდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მუშაკის, მოპასუხის დ. ე-ის ნებართვით პარლამენტის სამუშაო ოთახებში არსებულ კომპიუტერულ ბაზაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერის დისკეტებს შესაძლოა ჰქონოდათ ქარხნული დეფექტები, რაE შეუძლებელს გახდიდა მათში არსებული ინფორმაციის გადატანას სხვა კომპიუტერში, ავტორებმა სამუშაოს ჩატარების შემდეგ მიზანშეუწონლად ჩათვალეს წაეშალათ აღნიშნული თარგმანი.
მოპასუხეებმა ისარგებლეს რა ამ გარემოებით და 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კანონის მე-13 მუხლის დარღვევით, დიდი ოდენობით და ხარვეზებით გამოსცეს და რეალიზაცია გაუკეთეს ავტორების მიერ ქართულად ნათარგმნ წიგნს „გეოპოლიტიკის საფუძვლებს“, რითაც დაარღვიეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 36-ე, მე-40 და 42-ე მუხლების მოთხოვნები.
მოპასუხეებმა: დ. ე-ემ, შპს გამომცემლობა "მ.“ და გაერთიანება „ო.“ 1999 წლის 27 დეკემბერს შესაგებელით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს შემდეგი:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს სარჩელი, როგორც უსაფუძვლო, რამდენადაც ვ. ც-ე და ზ. ა-ე არიან გაერთიანება „ო.“-ს წევრთა კოლექტიური ნაშრომის (მთარგმნელები და მოწმეები: ა. კ-ე, თ. გ-ი, ლ. მ-ი, გ. ნ-ი, დ. ი-ე, მ. ნ-ე, მ. მ-ი) მიმთვისებლები და მათ არ ჰქონდათ აღნიშნული პირების თანხმობის გარეშე თარგმანის რეგისტრაციის უფლება.
2. ბათილად იქნას ცნობილი ვ. ც-ისა და ზ. ა-ის მიერ მოტყუებით მიღებული საავტორო უფლება.
3. დაეკისროს ზ. ა-ეს და ვ. Eც-ეს ზარალის 740 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა, რამდენადაც წიგნის საავტორო უფლებისათვის მიმდინარე მოლაპარაკებები მათ მიერ შეგნებულად იყო დამალული (1998 წლის 24 აგვისტო, 1999 წლის 9 სექტემბერი), რის გამოც მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა გაერთიანება „ო.“-სა და შპს "მ.“ ავტორიტეტს.
4. ანაზღაურებული იქნეს მორალური ზიანი მატერიალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად.
შესაგებელის მოთხოვნა ემყარება იმ საფუძველს, რომ გაერთიანება „ო.“ დაფუძნდა 1995 წლის მარტში საინიციატივო ჯგუფის სახით, ხოლო რეგისტრაცია გაიარა 1995 წლის 21 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის ¹ 369
დადგენილებით (სარეგისტრაციო მოწმობა ¹ 2282). ხელახალი რეგისტრაცია გაიარა თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში 1998 წლის 23 დეკემბერს (რეგისტრაციის ¹ 5/9-134).
1996 წლის მარტში გაერთიანებაში ჩამოყალიბდა „საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის Eცენტრი“, რომლის ხელმძღვანელად 1997 წლის 23 ნოემბრის ¹ 7 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ვ. Eც-ე. ამ Eცნტრში 1998 წლის თებერვალში გაჩნდა იდეა ა. დ-ის
„გეოპოლიტიკის საფუძვლები“-ს ქართულ ენაზე თარგმნის საჭიროების შესახებ, რის გამოც შეიქმნა მთარგმნელთა ჯგუფი ვ. ც-ის ხელმძღვანელობით, მთარგმნელთა ჯგუფის წევრი და ამავე Eცნტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ზ. ა-ეც.
1998 წლის შემოდგომაზე ვ. ც-ემ და ზ. ა-ემ შეწყვიტეს გაერთიანებაში სხდომებსა და შეკრებებზე სიარული და ეს ახსნეს უდროობით ასპირანტურაში ჩაბარებისათვის მზადების გამო (ვ. ც-ეს თსუ ასპირანტურაში მიზნობრივი ადგილი გაერთიანება „ო_ს თხოვნით გამოუყვეს).
1998 წლის 1 დეკემბრის საერთო შეკრებაზე წიგნის გამოცემისათვის ორი კვირის ვადა მიეცა ვ. ც-ეს და ზ. ა-ეს.
1999 წლის 30 იანვარს ვ. ც-ემ წიგნის გამოცემის ნაცვლად თავის წილად 2000
აშშ დოლარი მოითხოვა, ამის შემდეგ მთარგმნელთა ჯგუფმა გააგრძელა წიგნზე მუშაობა და დაასრულა 1999 წლის მაისში.
1999 წლის მაისის შუა რიცხვებში შეიკრიბა მთარგმნელთა ჯგუფი და ვ. ც-ეს და ზ. ა-ეს განესაზღვრა წიგნის გამოცემის ვადა 1999 წლის 1 სექტემბრამდე და ისინი 1999 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხდიდნენ გაერთიანებას (დ. ე-ის სახით) 500 აშშ დოლარს. იმ შემთხვევაში თუ 1999 წლის 1 სექტემბერს არ იქნებოდა წიგნი სტამბაში მიტანილი, წიგნის გამოცემის უფლება გადადიოდა გაერთიანება „ო.“-ს კომპეტენციაში. ამ შეთანხმების შესაბამისად მათ ჰქონდათ წიგნის გამოცემის უფლება, რის გამოც 1999 წლის 14 სექტემბერს დადეს ხელშეკრულება შპს „ს.“ წიგნის გამოცემის თაობაზე“ (საქმის ფურცელი
55-59).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ (თავმჯდომარე მ. ჭ-ი, მოსამართლეები მ. ჩ-ე, დ. თ-ე) 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით „დააკმაყოფილა ზ. ა-ის და ვ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ. მიჩნეულ იქნა საავტორო უფლების დამრღვევებად დ. ე-ე, შპს „მ.“ და გაერთიანება „ო.“ ჩაითვალა კონტრაფაქციულად დ. ე-ის, შპს „მ.“ და გაერთიანება „ო.“ მიერ გამოცემული წიგნი ალ. დ-ი „გეოპოლიტიკის საფუძვლები“.
დაეკისრა მოპასუხეებს დ. ე-ეს, შპს „მ.“ და გაერთიანება „ო.“ 2000 (ორი ათათსი) ლარი მოსარჩელეების ზ. ა-ისა და ვ. ც-ის სასარგებლოდ.
აეკრძალათ დ. ე-ეს, შპს „მ.“ და გაერთიანება „ო.“ ვ. ც-ის და ზ. ა-ის თანხმობის გარეშე წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ გამოცემა და რეალიზაცია.
უარი ეთქვა მოსარჩელეებს: ზ. ა-ესა და ვ. ც-ეს დ. ე-ეზე, შპს
„მ-ზე“ და გაერთიანება „ო.“ მორალური ზიანის დაკისრების შესახებ.
საკასაციო საჩივარი ითხოვს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ამ ნაწილებში საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოში. კერძოდ, იმ ნაწილებში, რომლითაც მოპასუხეებს - დ. ე-ეს, შპს „მ.“-ს და გაერთიანება „ო. “ დაეკისრა 2000 ლარი ვ. ც-სა და ზ. ა-ის სასარგებლოდ და იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი დ. ე-ეზე, შპს „მ-ზე“ და გაერთიანება „ო.“ მორალური ზიანის დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს), კასაციის განაცხადს, მოუსმინა საქმეში მონაწილეებს და პალატა თვლის, რომ ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი: „მოსარჩელეები ვ. ც-ე და ზ. ა-ე არიან ალ. დ-ის წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ თარგმანის ავტორები. „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი ითვლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კი გადამუშავებული ნაწარმოების დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოების თანახმად. იმავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით კი მოსარჩელეები ზ. ა-ე და ვ. ც-ე არიან თარგმანის თანაავტორები, რაც დადასტურებულია საავტორო უფლებათა სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით.
მოსარჩელეებმა ალ. დ-ის წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლების“ თარგმანისა და მასზე საავტორო უფლების რეგისტრაციის შემდეგ შეიძინეს საავტორო უფლება გადამუშავებულ ნაწარმოებზე. ამასთანავე, მოპასუხეებმა ზ. ა-ის და ვ. ც-ის საავტორო უფლება აღიარეს და ცნეს სარჩელის მოთხოვნები იმ ნაწილში, რომ ისინი ცნობილ უნდა იქნან საავტორო უფლებების დამრღვევებად, მათ მიერ გამოცემული წიგნები კი უნდა ჩაითვალოს კონტრაფაქციულად, რამდენადაც მოპასუხეების აღიარება არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულ იქნას სარჩელის ეს მოთხოვნები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი).
კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეებისათვის ზიანის მათ შორის მიუღებელი შემოსავლის 2000 ლარის დაკისრების შესახებ იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხეების მიერ კანონის დარღვევით გამოცემული იქნა ალ. დ-ის წიგნი „გეოპოლიტიკის საფუძვლები“, რითაც მოსარჩელეებმა დაკარგეს შესაძლებლობა თვითონ გამოცეათ წიგნები და მიეღოთ შემოსავალი.
რაც შეეხება ვ. ც-ისა და ზ. ა-ის მიერ მოთხოვნილი თანხის მეორე ნაწილს, კერძოდ 65.000 ლარის 20%-ს ანუ 13.000 ლარის მოპასუხეებზე დაკისრებას, სასამართლო კოლეგია მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თვითონ მოსარჩელეების მიერ შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა 15.000 ლარამდე, ამდენად არ შეიძლება მათი გამოთვლები დამყარებულ იქნას არარსებულ სასარჩელო მოთხოვნებზე. ამავე დროს მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მიეთითებინათ რა საფუძვლებიდანაა წარმოშობილი სარჩელის ფასის 20%-ის მოთხოვნა.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული მოსარჩელეთა ეს მოთხოვნა, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არაქონებრივი (მორალური) ზიანი უნდა დაეკისროს იმ პირებს, რომელიც ამავე მუხლით დაცული სიკეთეები ხელყვეს. მოპასუხეების მიერ არ ყოფილა განხორციელებული ასეთი ხელყოფა. ისინი არც სახელის ტარების უფლებას შეცილებიან მოსარჩელეებს და არE მათი სახელით უსარგებლიათ, არE მათი ღირსების შემლახავი ინფორმაციები გაუვრცელებიათ“.
საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ამასთან დაკავშირებით, პალატა მიზანშეწონილად თვლის განჩინებაში აღნიშნოს კასაციის მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები). კერძოდ, მოსარჩელეები (კასატორები) ვ. ც-ე და ზ. ა-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ შემდეგს: "სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ თარგმანზე გაწეული შრომის ღირებულება კერძოდ: რუსულიდან ქართულად თარგმნის საბაზრო ღირებულებაა 1 გვერდი 10 ლარი, ჩვენს მიერ ნათარგმნია 600 გვერდი, რაც შეადგენს 6000 ლარს. სასამართლო კოლეგიამ ჩვენი შუამდგომლობით არ გამოიძახა მოწმედ ქ. გ-ი, რომელიც დაადასტურებდა საქმისათვის მნიშაჩივნელოვან გარემოებას იმის თაობაზე, რომ ქ. გ-მა ჩაატარა ჩვენი თარგმანის კორექტურა, რომლისათვის უკვე ჩატარებული სამუშაოსათვის - თითოეული გასწორებული გვერდისათვის უნდა გადაგვეხადა 1 ლარი, სულ 600 ლარი. ასევე მოწმედ არ იქნა გამოძახებული მ. კ-ე, რომელმაც ქ. გ-თან ერთად შეასრულა ჩვენი თარგმანის დაკაბადონება, აგრეთვე მოამზადა რუქები სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში. მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს ანაზღაურება დაკაბადონებაში შეადგენს 1200 ლარს და რუქების დამუშავებისათვის 800 ლარს, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, რაც ოქმში არ არის დაფიქსირებული.
ჩვენს მიერ წიგნის ავტორთან და გამომცემლობა „ა.“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ავტორს ალ. დ-ს უნდა გადავუხადოთ 500 აშშ დოლარი ჰონორარის სახით უკვე ჩვენი წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების მიზნით უნდა გავცეთ სარჩელის მიხედვით 2000 აშშ დოლარი.
გადაწყვეტილებაში არასწორად არის აღნიშნული იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მიეთითებინათ რა საფუძვლებიდანაა წარმოშობილი სარჩელის 20%-ის მოთხოვნა.
საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოში არსებული დოკუმენტის „საბუღალტრო ანგარიშსწორებისა და ანარიEხების შესახებ“ მიხედვით, სასარჩელო თანხის 20%-ს იტოვებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება ¹ 784 (ე. ი. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული).
გადაწყვეტილებაში არასწორად არის აღნიშნული იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების მე-5 პუნქტებით დაცული იყო ავტორის სხვა უფლებები. ხელშეკრულების ძალითვე მოსარჩელეებს ეკრძალებოდათ წიგნის თარგმანის გამოცემა ავტორისა და გამომცემლობა „ა.“ წინასწარი შეთანხმების გარეშე, ასევე სხვა პირებისათვის ამ უფლების გადაცემა.
მიღწეული მოლაპარაკების საფუძველზე 1999 წლის 28 ივნისს დაიდო წერილობითი ხელშეკრულება გამომცემლობა „ა.“, „გეოპოლიტიკის საფუძვლების“ ავტორს ალ. დ-სა და მეორე მხარეს (ვ. ც-ე და ზ. ა-ე) შორის „გეოპოლიტიკის საფუძვლების" ქართულ ენაზე გამოცემის განსაკუთრებული უფლების თაობაზე, ხოლო 1999 წლის 30 სექტემბერს გამომEემლობისა და ავტორის მიერ გაEემულ იქნა რწმუნება ვანო EერEვაძესა და ზვიად აბაშიძეზე, რომლის ძალითაც ამ უკანასკნელებს გადმოგვცეს უფლება წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლების“ სხვის მიერ ქართულ ენაზე გამოცემის შემთხვევაში, დაიცვას ავტორის უფლება წიგნზე სასამართლო ორგანოში.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების თარგმნა და ა. შ. აქედან გამომდინარე სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკანონოა. არასწორია სასამართლო კოლეგიის დასკვნა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ნაწილში. კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ არ განხორციელებულა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების ხელყოფა. სინამდვილეში დაირღვა აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტი. მოპასუხეები შეგვეცილენ სახელის ტარების უფლებაში. მათ მიერ უკანონოდ გამოცემულ წიგნში არ არის მითითებული ჩვენი სახელები.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ხელმყოფმა, ამ შემთხვევაში მოპასუხეებმა მიიღეს 65000 ლარი“.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და მასში მითითებული მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები) საჭიროებს ხელახლა გამოკვლევას კოლეგიის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად. ამასთანავე, პალატას მიაჩნია, რომ საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის დროს პალატა არ არის შეზღუდული კასაციის მიზეზებით (გასაჩივრების საფუძვლე-ბით) და საქმისათვის მნიშაჩივნელოვანი გარემოებების შეფასების საფუძველზე განჩინებაში უნდა აღნიშნოს: თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს შესაბამისმა კოლეგიამ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
აქედან გამომდინარე პალატა აღნიშნავს შემდეგს: კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ გამოცემული ქართულენოვანი წიგნი ალ. დ-ის
„გეოპოლიტიკის საფუძვლები“ წარმოადგენს მოსარჩელეების მიერ შესრულებულ თარგმანს და არ გაიზიარა მოპასუხეების შესაგებელი ამ წიგნის გამოცემაზე მთარგმნელთა ჯგუფის მიერ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეთა მიერ თარგმანზე საავტორო უფლების მიღების შესახებ შეიტყვეს 1999 წლის ოქტომბრის დასაწყისში და მათ ამ უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოსთვის არ მიუმართავთ, რითაE ფაქტიურად აღიარეს მოსარჩელეების უფლება სადაო თარგმანზე.
ამასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებელით არ არის უარყოფილი ზ. ა-ის და ვ. ც-ის მონაწილეობა წიგნის თარგმანში, მაგრამ შესაგებელი ითხოვდა ვ. ც-ისა და ზ. ა-ეზე წიგნის საავტორო უფლების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ 1996 წლის მარტში გაერთიანებაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის Eცნტრი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ვ. ც-ე. აღნიშნულ Eცნტრში 1998 წლის თებერვალში გაჩნდა იდეა ალ. დ-ის „გეოპოლიტიკის საფუძვლების“ ქართულ ენაზე თარგმნის საჭიროების შესახებ, რის გამოც შეიქმნა მთარგმნელთა ჯგუფი ვ. ც-ის ხელმძღვანელობით, მთარგმნელთა ჯგუფის წევრი და ამავე Eცნტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ზ. ა-ეE“. ასევე, შესაგებელში მითითებულია სათანადო მტკიცებულებებზე იმის თაობაზე, რომ მთარგმნელთა ჯგუფმა 1999 წლის 14 სექტემბერს მიიღო შესაბამისი უფლება წიგნის გამოცემაზე და დადო ხელშეკრულება შპს „ს.“ წიგნის გამოცემის თაობაზე (საქმის ფურEელი 55-59, 65).
კოლეგიამ საერთოდ არ იმსჯელა შესაგებელში აღნიშნულ მოსაზრებებზე და სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშაჩივნელობის მქონე გარემოებები: კერძოდ, წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ თარგმანის ავტორები არიან ვ. ც-ე და ზ. ა-ე, თუ მთარგმნელთა ჯგუფი, მაშინ როდესაც ამ საკითხის გარკვევას არსებითი მნიშაჩივნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის, რამდენადაც მთარგმნელს აქვს საავტორო უფლება საკუთარ თარგმანზე (სამოქალაქო კოდექსის 1036 მუხლი), ხოლო თუკი თარგმანი ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა ორმა ან მეტმა პირმა ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, იგი წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 1033-ე მუხლი).
ამასთანავე, სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებას ასაბუთებს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობით იმ ნაწილში, რომ მოპასუხეები უნდა იქნას ცნობილი საავტორო უფლებების დამრღვევებად და მათ მიერ გამოცემული წიგნები ჩაითვალოს კონტრაფაქციულად (საქმის ფურცელი 116). ასევე, კოლეგიას მიაჩნია, რომ მოპასუხეების აღიარება უნდა ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი).
ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ე. ყ-ამ კოლეგიის სხდომაზე განმარტა: „მოპასუხეები არ უარყოფენ მოსარჩელე-ების: ვ. ც-ისა და ზ. ა-ის მონაწილეობას წიგნის თარგმანში და მხოლოდ ამიტომ შესთავაზეს 1300 ლარი, რასაც ეტაპობრივად გადაიხდიდნენ. მაგრამ ეს სასამართლომ არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ჩვენ ვაღიარებთ მოსარჩელის მხრიდან დაუსაბუთებელ, დაუკონკრეტებელ მორალურ ზიანს. ეს ასე არაა, 1300 ლარი მათ მიერ გაწეული შრომის ღირებულებაა მხოლოდ და კიდევ, კომპრომისის ძიება ყოფილ მეგობრებთან“.
აქედან გამომდინარე, მოპასუხემ ცნო სარჩელის პირველი პუნქტი - "მო-პასუხეების საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევებად მიჩნევაზე მეორე პუნქტი - „გეოპოლიტიკის საფუძვლების წიგნები ჩაითვალოს კონტრაფაქციულ ეგზემპლარებად“ და ცნო ნაწილობრივ მესამე პუნქტი, კერძოდ: „მოპასუხეებზე 65000 ლარის გადახდის დაკისრების ნაცვლად 1300 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ“ (ვ. ც-ის და ზ. ა-ის მიერ წიგნის თარგმანში გაწეული შრომის ღირებულება).
პალატა თვლის, რომ ამ ნაწილებში სარჩელის ცნობა გამომდინარეობს წიგნის თარგმანში ზ. ა-ის და ვ. ც-ის თანაავტორობიდან და არა წიგნზე მათი საკუთარი თარგმანის აღიარებიდან. ე. ი. ფაქტობრივად კოლეგიას არ გამოუკვლევია: წიგნის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“-ს მთარგმნელთა საავტორო უფლება. კერძოდ, თარგმანი შეიქმნა ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად (ორი ან მეტი პირი) თუ ცალკე პირის მიერ დამოუკიდებელი ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად. მაშინ, როდესაც აღნიშნული საფუძველი მითითებულია შესაგებელში ვ. Eც-ის და ზ. ა-ის საავტორო უფლების ბათილად Eნობისათვის.
ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ თარგმანის საავტორო უფლებათა გარკვევასთან არის დაკავშირებული სარჩელის სხვა მოთხოვნები: ზიანის ანაზღაურება, კონტრაფაქწიულად ჩათვლა, რამდენადაც იგი გამომდინარეობს საავტორო უფლებათა დარღვევიდან (სამოქალაქო კოდექსის 1096-ე და 1097-ე მუხლები), რის გამოც პალატა თვლის, რომ მთლიანად უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ კასაციის განაცხადი ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას.
ასევე, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს არ შემოუტანიათ კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი, მაგრამ პალატის სხდომაზე წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის შესაგებელი, რომელიც თავისი შინაარსით არის საკასაციო საჩივარი და მასში მითითებული გარემოებები სადაოდ ხდის ზ. ა-ისა და ვ. ც-ის მიერ წიგნის უშუალოდ თარგმნას, მიაჩნია მთარგმნელთა ჯგუფის მიერ შესრულებულად და აქედან გამომდინარე, ითხოვს 1999 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების გაუქმებას.
ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ნაცვლად, საკასაციო საჩივარზე შესაგებელის მითითება ფორმალური მხარეა და იგი არ არის მისი განხილვის უარყოფის საფუძველი.
პალატა აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ე. ყ-ამ კოლეგიის სხდომაზე განმარტებაში აღნიშნა კვალიფიციური ექსპერტების მიერ თარგმანის ან მისი ღირებულების (იგულისხმება ორივე მხარის თარგმანის) შემოწმება, კოლეგიამ ეს საკითხი მსჯელობის გარეშე დატოვა. მაშინ, როდესაც თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაE სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია დანიშნოს ექტსპერტიზა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი).
ამასთანავე, პალატა თვლის, რომ სახელის უფლება ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებაა, რომელიც ეკუთვნის ავტორს მისი ქონებრივი უფლებისაგან დამოუკიდებლად (სამოქალაქო კოდექსის 1043-ე და 1044-ე მუხლები).
საქმის ხელახლა განხილვის დროს მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი), ხოლო სასამართლომ საქმის სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, უნდა მიიღოს სათანადო დასკვნა კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის საწყისებზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლები.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.