გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/232 26 აპრილი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, თ. ჩიქოვანი
განიხილა მოპასუხე (კასატორი) ბ. დ-ენის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ლ. ბ-იანის განცხადების გამო მოპასუხე ბ. დ-ენთან და მესამე პირთან: ვ. დ-ენთან ბავშაჩივის დაბრუნების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: ლ. ბ-იანი და მისი რწმუნებულებით ბ. მ-ი (რეესტრი ¹ 1-353), არ გამოცხადდა: მოპასუხე ბ. დ-ენი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სხდომის დღე (¹ 1300).
პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. ბ-იანმა 1999 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა შვილის დაბრუნება. მისი მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ „მოპასუხე ბ. დ-ენთან ფაქტობრივ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში შეეძინა შვილი - ვ. დ-ენი, დაბადებული 1997 წლის 4 ოქტომბერს. ერთად ცხოვრების შეუძლებლობის მოტივით საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ბ. დ-ენს შეურთავს სხვა მეუღლე (მისი მეჯვარე და ბიძაშვილი). ამის გამო განაწყენებულმა ბავშაჩივი დაუტოვა მოპასუხე ბ. დ-ენს. ამჟამად მისი მდგომარეობა შეიცვალა: მშობლები შეურიგდა და ასევე აქვს მას საშუალება გაზარდოს შვილი“.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. დ-ენი აღსაზრდელად გადაეცა დედას - ლ. ბ-იანს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ამ საქმეზე 1999 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ლ. ბ-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ვ. დ-ენი აღსაზრდელად დარჩა მამას - მოპასუხე ბ. დ-ენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ (თავმჯდომარე ლ. ა-ე, მოსამართლეები: ზ. კ-ე, მ. ჭ-ა) 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გააუქმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
დააკმაყოფილა ლ. ბ-იანის სარჩელი და შვილი ვ. დ-ენი აღსაზრდელად გადაეცა დედას ლ. ბ-იანს.
განესაზღვრა მამას ბ. ვ. დ.-ენს კვირაში 72 საათის განმავლობაში იყოლიოს თავისთან შვილი ვ. დ-ი.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს), შეპასუხებას, საქმის მასალებს, მოუსმინა ლ. ბ-იანს და მისი რწმუნებულებით ბ. მ-ს და თვლის, რომ ამ საქმეზე უცვლელად უნდა იქნას დატოვებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი: „ლ. ბ-იანი და ბ. დ-ენი 1996 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდნენ ფაქტიურ ქორწინებაში, რომლებიც ცხოვრობდნენ ბ. დ-ენის მშობლების ბინაში. ოჯახური უკმაყოფილების გამო ლ. ბ-იანი იძულებული გახდა ფეხმძიმე მდგომარეობაში საცხოვრებლად გადასულიყო მშობლებთან.
1997 წლის 4 ოქტომბერს შეეძინა ვაჟიშვილი ვ. დ-ენი, რომელსაც ზრდიდა დამოუკიდებლად მისი მშობლების ეკონომიური დახმარებით და ერთი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში არE ბავშაჩივის მამას ბ. დ-ენს და არE მის მშობლებს არ უნახავთ ბავშვი და არც მის აღზრდაში მიუღიათ მონაწილეობა.
ლ. ბ-იანმა, როცა შეიტყო, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ბ. დ-ენმა ცოლად შეირთო მისი „მეჯვარე“ და ნათესავი განაწყენდა, რადგან ეგონა, რომ მეუღლეს შეურიგდებოდა და ოჯახს აღადგენდა. ამაზე განაწყენდნენ ლ. ბ-იანის მშობლებიE, რომელთაE ურჩიეს, რომ ბავშვი დროებით მიეყვანა და დაეტოვებინა მამასთან, რათა ამ უკანასკნელს შაჩივილის მიმართ ეგრძნო პასუხისმგებლობა.
ლ. ბ-იანმა თავისი დის მეშაჩივეობით ბავშაჩივი დაუტოვა მამას ბ. ბ-იანს 1999 წლის თებერვალში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, მცირეწლოვანი ბავშაჩივის ინტერესებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. დ-ენი უნდა ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედასთან ლ. ბ-იანთან, რომელსაც გააჩნია შესაბამისი საყოფაცხოვრებო და ეკონომიური პირობები.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის სამგორის რაიონის განათლების განყოფილებასთან არსებული სამეურვეო-სამზრუნველო კომისიის 1999 წლის 9 ნოემბრის აქტით დასტურდება, რომ ლ. ბ-იანი Eხოვრობს თბილისში, ვარკეთილში ... მდებარე 3 ოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში. ლ. ბ-იანის მშობლების ხ. და ი. ბ-იანების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ისინი უთმობენ თბილისში მათ სახელზე რიცხულ ბინას ლ. ბ-იანს და ამასთანავე, ვალდებულებას კისრულობენ მატერიალურად დაეხმარონ ამ უკანასკნელს შაჩივილის აღზრდაში.
საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულადEცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
საკასაციო სასამართლოს პალატა თვლის, რომ საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და მასში მითითებული კასაციის მიზეზი იმის თაობაზე, რომ ბ. დ-ენს გააჩნია ლ. ბ-იანთან შედარებით უფრო უკეთესი საბინაო და მატერიალური პირობები და ასევე, განათლება, რის გამოც უსაფუძვლოა ლ. ბ-იანის სარჩელი“ პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა საქმის მასალები და ჩათვალა, რომ ბავშაჩივი დროებით იმყოფებოდა მამასთან ბ. დ-ენთან, რომელსაც ამჟამად ჰყავს ახალი მეუღლე და ასევე, საერთო პირობების შეფასებით, სწორად დაუბრუნდა აღსაზრდელად ბავშაჩივი - მისი ინტერესებიდან გამომდინარე დედას - ლ. ბ-იანს სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის თანახმად, რის გამოც პალატა არ აკმაყოფილებს კასაციის განაცხადს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთანავე, სააპელაციო პალატამ შვილთან ურთიერთობისა და მის აღზრდაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ბავშაჩივის მამას - ბ. დ-ენს განუსაზღვრა კვირაში 72 საათი შვილი იყოლიოს თავისთან სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, რასაც ბავშაჩივის დედა ლ. ბ-იანი არ ხდის სადავოდ.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი და უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 თებერვლის განჩინება.
განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.