გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/353 28 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა შ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – შ. პ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ვ. ლ-თან და სანოტარო კანტორასთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაბათილებისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ.
პალატამ, რომელმაE მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომ იგი იყო ნ. და ო. პ-ების ბიძაშაჩივილის შაჩივილი. ნ. სახელზე ქალაქ თბილისში, .... ქუჩა ¹ 2-ში ირიცხებოდა ოროთახიანი პრივატიზებული ბინა, ხოლო ო. სახელზე - .... ქუჩაზე ერთოთახიანი ბინა; დები იყვნენ მარტოხელები და ცხოვრობდნენ ერთოთახიან ბინაში. 1997 წლის 28 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა ნ. პ-ი, ხოლო იმავე წელს 27 მარტს - ო. ო. პ-ს ვ. ლ-თან 1997 წლის 10 მარტს გაუფორმებია ამ ორივე ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. როგორც ჩანს, ო. ეს ხელშეკრულებები დადებული იყო იძულების გზით. ამავე დროს ო. პ-ს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. რადგანაც თვითონ არის ნ. და ო. პ-ების ბიძაშაჩივილის შაჩივილი (ეს იურიდიული მნიშაჩივნელობის ფაქტი დადასტურებულია სასამართალოს მიერ). შ. პ-მა სარჩელით მოითხოვა ბინების ყიდვა-გაყიდვის დასახელებული ხელშეკრულებების გაბათილება და ო. აღნიშნულ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ყიდვა- გაყიდვის ხელშეკრულებები, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ. მხარეებმა რაიონული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1997 წლის 10 მარტს დადებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაცვლად დადებულად იქნა მიჩნეული გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება, სახლის გასხვისების პირობით, ხოლო შ. პ-ის სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. პ-ის წარმომადგენელმა შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შ. პ-ი არის მეხუთე რიგის მემკვიდრე და ო. პ-ს ბინების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაადებინეს იძულებით.
პალატა, რომელიც გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა მხარეებს, მათ ადვოკატებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოლფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც სასამართლოთა მიერაა დადგენილი, ნ. და ო. პ-ები იყვნენ დები. ნ. სახელზე ქალაქ თბილისში, .... ქუჩა ¹ 2-ში ირიცხებოდა ოროთახიანი პრივატიზებული ბინა, ხოლო ო. სახელზე - ამავე ქალაქში, .... ქუჩაზე ერთოთახიანი ბინა. დები ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის ერთოთახიან ბინაში. ნ. პ-ი გარდაიცვალა 1997 წლის 28 თებერვალს, ხოლო ო. პ-ი, ამავე წლის 27 მარტს. ო. 1997 წლის 10 მარტს ორივე ბინა, ნოტარიული წესების დაცვით მიყიდა ვ. ლ-ს. სააპელაციო სასამართლომ ბინების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად, ო. პ-სა და ვ. ლ-ს შორის დადებულად მიიჩნია გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება სახლის გასხვისების პირობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და ფაქტიურ გარემოებებს არ მისცა სწორი კვალიფიკაცია. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა მოცემულ შემთხვევაში რაშიც გამოიხატებოდა მოჩვენებითი ან თვალთმაქციური გარიგება. ასეთ პირობებში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ საქმეზე კანონის დარღვევით არის გამოტანილი, რადგან იურიდიულად დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება მოსარჩელე შ. პ-ის განაცხადს დები პ-ების დანაშთ ქონებაზე, სამკვიდრო მასა ო. გარდაცვალებით გაიხსნა 1997 წლის 27 მარტს ანუ მაშინ, როცა მოქმედებდა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის 544-ე მუხლში ბიძაშაჩივილისშაჩივილი კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს არ მიეკუთვნებოდა. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ დავაზე გადაწყვეტილება გამოიტანა 1999 წლის 15 ივლისს, მაგრამ ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, „იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშაჩივა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესაჩივლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენებდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებების და მოვალეობების მიმართ“.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილ იქნა შ. პ-ის სარჩელი მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაცვლად გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულების დადების ნაწილში გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.