გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\13 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარემ. ცისკაძე
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, თ. ჩიქოვანი
განიხილა ს\ს “ს. ბ.”-ს შპს ““ე.”, “ტ” და კ. კ-ის ადვოკატის ც. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო. სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიის 1999 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე საქმეზე კ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხეებთან: ს\ს “ს. ბ.”, შპს “ე.”, შპს “ტ” და კ. კ-თან შპს ტელდრადიოკომპანია “ი. ....” დირექტორად აღდგენის შესახებ.
პალატის სხდომაზე გაომცხადდნენ: მოსარჩელე კ. გ-ი, მისი რწმუნებით გ. კ-ე, შპს “ე.” და “ს. ს. ბ.” მინდობილობით ც. ც-ი (¹02,145,03|257), ლ. ჭ_ე (¹01|585), კ. კ-ე.
პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კ. გ-მა 1999 წლის 14 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა შემდეგი: “1999 წლის 5 მაისს შპს ტელერადიოკომპანია “ ი. ...”-ის პარტნიორთა ერთმა ნაწილმა, მოპასუხე იურიდიული პირების სახით, მოიწვია საზგადოების პარტნიორთა კრება. კრებაზე გამოცხადდა ყველა პარტნიორი, მაგრამ იგი არ გაიმართა “ს. ბ.” გენერალური დირექტორის არყოფნის გამო. პარტნიორთა განადაწყვეტილებით კრება გადადებულ იქნა 12 მაისისათვის. 1999 წლის 12 მაისს კრება ჩემს გარეშე არ ჩატარდა, ვინაიდან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მომხსენებელი ვიყავი მე, შპს ტელერადიოკომპანიის დირექტორი კ. გ-ი ჩემს მიერ ოჯახური პირობების გამო კრებაზე დაუსწრებლობა ვაცნობე პარტნიორებს 1999 წლის 11 მაისს წერილობით და ვითხოვე კრების გადატანა 19 მაისისათვის. მიუხედავად ჩემი წერილობით თხოვნისა, პარტნიორების ნაწილმა (მოპასუხეებმა) სათანადო შეთანხების გარეშე 1999 წლის 11 მაისს ჩაატარეს პარნიორთა კრება და კანონსაწინააღმდეგოდ მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ შპს “ი. ...” პარტნიორთა კრება 1999 წლის 27 მაისს და დღის წესრიგით განეხილათ ახალი საკითხები. კერძოდ:
1. იმ დროისათვის არსებული აუდიტორული შემოწმების მასალათა განიხლვა;
2. კ. გ-ის გარიცხვა ტელერადიოკომპანია “ი. ...” დამფუძნებელთა რიგებიდან;
3. კ. გ-ის გათავისუფლება ტელერადიოკომპანია “ი. ...” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
1999 წლის 13 მაისის პარტნიორთა კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან კრებაზე წარმოდგენილი არ იყო პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი. ასევე არ შეიძლება 13 მაისის კრება გახილულიყო როგორც განმეორებითი, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა განმეორებითი კრების მოსაწვევად მეწამრეთა შესახებ კანონისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნებს.
1999 წლის 27 მაისს შეიკრიბნენ პარტნიორები, მაგრამ კრება ქვორუმის უკმარისობის გამო გადაიდო 1999 წლის 28 მაისისათვის, რითაც დაირღვა მეწარმეთა შესახებ კანონის 47.5 მუხლისა და საზოგადოების წესდების 7.5 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, კრების მოწვევას, თუნდაც განმეორებით, სჭირდება სულ მცირე ერთი კვირის ვადა. მოპასუხეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევა ასევე ნათლად ჩანს 1999 წლის 27 მაისის დღის წესრიგშიც, რომლის თაობაზეც პარტნიორებს წინასწარ არ მიუმართავს საზოგადოების დირექტორისათვის.
1999 წლის 28 მაისს ჩატარდა პარტნიორთა კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, გარიცხულიყო საზოგადოების პარტნიორი კ. გ-ი პარტნიორთა დამფუძნებელთა რიგებიდან და გათავისუფლებულიყო დირექტორის თანამდებობიდან. პარტნიორთა 1999 წლის 28 მაისის კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინადიან კრებაზე წარმოდგენილი არ იყო პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი და არც კრების მოწვევა აკმაყოფილებდა მეწარმეთა შესახებ კანონის 47.5 და წესდებისს 7.5 მუხლის მოთხოვნებს.
1999 წლის 31 მაისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსამართლე ი. ჩ-ემ რეგისტრაციაში გაატარა შესაბამისი ცვლიბებეი და გარიცხული ვიქენი საზოგადოების დამფუძნებელთა რიგებიდან. დირექტორად ჩემს ნაცვლად დაინიშნა კ. კ-ე. ჩემი მიმართვის საფუძველზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსამართლე ს. მ-ემ გააუქმა ჩემი პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვა, მაგრამ ძალაში დატოვა თანამდებობიდან გათვავისუფლების საკითხი. თბილისის საოლქო სასამართლომ განჩინებით დააბრუნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში განსახილველად დირექტორის თანამდებობაზე კ. გ-ის აღდგენის საკითხი იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია.
ამის გამო კ. გ-მა ითხოვა საზოგადოების პარტნიორთა 1999 წლის 28 მაისის კრების გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების დირექტორის გრაფაში 1999 წლის 31 მაისს შეტანილი ცვლილების გაუქმება და შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, “გააუქმა 1999 წლის 28 მაისის კრების გადაწყვეტილება. მოსარჩელე კ. გ-ი აღადგინა შპს ტელერადიოკომპანია “ი. ..” დირექტორის თანამდებობაზე, გააუქმა სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების დირექტორის გრაფაში 1999 წლის 31 მაისს შეტანილი ცვლილება.
მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი დაეკისრა მოპასუხე მხარეს.”
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიის (თავმჯდომარე მ. ნ-ე, მოსამართლეები: ლ. ა-ე, ც. დ-ი) 1999 წლის 19 ნოემბრის განჩინებით “უარი ეთქვა სს “ს. ბ.”, შპს “ე.”, შპს “ტ.” და კ. კ-ეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი”.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას იმავე პალატაში.
საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს), კასაციის განაცხადს, საქმის მასალებს, მოუსმინა საქმეში მონაწილე პირებს და თვლის, რომ ამ საქმეზე გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ უნდა იქნას უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატის კოლეგიამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი: 1999 წლის 28 მაისის შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით კ. გ-ი გათავისუფლებულ იქნა შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” დირექტორის თანამდებობიდან, რაც უკანონოდ მიიჩნია კოლეგიამ, რადგან პარტნიორთა კრება მოწვეულ იქნა პარტნიორთა მიერ და არა დირექტორის მიერ, რითაც დაირღვა საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” 47.1 მუხლის მოთხოვნა, რადგან პარტნიორთა კრება ამ მუხლის თანახმად მოწვეულ უნდა იქნეს დირექტორის მიერ თუ ამას მოითხოვს საზოგადოების ინტერესების ან პარტნიორები. რაც შეეხება, პარტნიორების მიერ კრების მოწვევას, იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ მოთხოვნას კრების მოწვევაზე არ გამოეხმაურებიან ის პირები, ვის მიმართაც არის გათვალისწინებული ეს მოთხოვნა, ე.ი. დირექტორი “კანონის მეწარმეთა შესახებ” 46.8 მუხლის თანახმად. არც საქმის მასალებით და არც სასამართლო პროცესზე არ იქნა დადასტურებული, რომ ასეთი მიმართვა გაკეთებული ყოფილიყო პარტნიორების მიერ დირექტორის მიმართ. ამიტომ პარტნიორების მიერ მოწვეული კრება და ამის შემდეგ შეტყობინება გ-ზე, რომ კრება მოწვეულ იქნა და იგი დასწრებოდა კრება, უკანონოა “კანონის მეწარმეთა შესახებ” 46.8 მუხლის თანახმად.
47.3 “ა” პუნქტის თანახმად პარტნიორთა კრება იღებს გააწყვეტილება დირექტორის დანიშვნაზე და გამოწვევაზე მაშინ, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს _ შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” წესდებაში 7.9 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის. მაგრამ კრება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.5 მუხლის თანახმად და საზოგადოების წესდების 7.5 მუხლის თანახმად, შეიძლება მოწვეულ იქნას 1 კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით და თუ კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, მაშინ იმავე დღის წესრიგით შეიძლება მისი მოწვევა, მაგრამ კანონში არ წერია, რომ მე-2 დღესვე შეიძლება კრების მოწვევა.
მხარემ გამოიყენა, “მეწარმეთა კანონის 47.5 მუხლი და არ გამოცხადდა რა კრებაზე პარტნიორთა უმარვლესობა, როგორც განემორებით მოწვეული, კ. გ-ი გაათავისუფლა დირექტოის მოვალეობის შესრულებიდან, თუმცა კრება უფლებაუნარიანი არ იყო და ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა, რადგან კრება მოწვეული იყო არა დირექტორის, არამედ პარტნიორების მიერ.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, რომ სათანადო მოპასუხედ დავაში უნდა ყოფილიყო საზოგადოება და არა უშუალოდ ის პარტნიორები, რომლებიც ამ კრებას ესწრებოდნენ და არასათანადო მოპასუხე უნდა შეცვლილიყო სათანადოდ კოლეგია ვერ დაეთანხმება, რადგან ამ კონკრეტულ დავაში მოსარჩელე შეიძლება იყოს საზოგადოება და მოპასუხე კი პარტნიორი, მაგრამ საზოგადოების სახელით კი შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” წესდების 5.5 მუხლის თანახმად წარმომადგენლობს დირექტორი ყველა დეწესებულებასა და ორგანიზაციასთან, სახელმწიფო ორგანიზაციასთან და მოქალაქეებთან ურთიერთობაში ე.ი. ამ შემთხვევაში კ. გ-ი.
ყოველივე ზემოაღნიშუნლის გამო, რადგან საზოგადოების კრება არ იყო სათანადოდ მოწვეული კერძოდ, ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, სადაც მოცემული უნდა ყოფილიყო კრების მოწვევის დღის წესრიგი და არა იგი დადგენილი ყოფილიყო წინა საზოგადოების კრებაზე და იმის გამო, რომ კრება მოწვეული უნდა ყოფილიყო დირექტორის მიერ და მისი უარის შემთხვევაში, პარტნიორის და არა პირდაპირ პარტნიორების მიერ, კოლეგია თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე”.
საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აპალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და მასში დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და აქედან გამომდინარე, არ იწვევს სხვა სამართლებრივ შედეგს, რის გამოც პალატა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად.
საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატის კოლეგიამ გამოიყენა მეწარმოების შესახებ კანონის 47.1 მუხლი, ნაცვლად 46.8 მუხლისა, რომელიც ეხება პარტნიორთა კრების მოწვევის საკითხს, ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთვხევაში სარჩელის დაკმაყოფილების არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებია შემდეგი: შპს ტელერადიოკომპანიის “ი. ...” პარტნიორთა კრების 1999 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით გადაწყდა:
შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” პარტნიორთა კრება ჩატარდეს 1999 წლის 27 მაისს შემდეგი დღის წესრიგით:
1. იმდროისათვის არსებული აუდიტორული შემოწმების მასალების განხილვა;
2. კ. გ-ის გარიცხვა ტედერადიოკომპანია “ი. ...” დამფუძნებელთა რიგებიდან;
3. კ. გ-ის განთავისუფლება ტელერადიოკომპანია “ი. ...” დირექტორის თანამდებობიდან”.
პარტნიორთა კრების ამ გადაწყვეტილების ოქმში აღნიშნულია, რომ კრებას ესწრებოდა პარტნიორთა 50%, მგრამ რადგანაც კრება მოწვეულია მეორედ, იგი გადაწყვეტილება უნარიანია “საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ” მუხლი 47.5 (საქმის ფურცელი 7-9).
1999 წლის 27 მაისს პარტნიორთა კრებას ესწრებოდა პარტნიორთა 50% და რადგანაც არ შეიკრიბა ქვორუმი, პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმავე დღის წესრიგით განმეორებითი კრების ჩატარების შესახებ 1999 წლის 28 მაისს (საქმის ფურცელი 14).
1999 წლის 28 მაისს პარნიორთა კრებამ გადაწყვეტილება კ. გ-ის შპს ტელერადიოკომპანიის “ი. ...” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კ. კ-ის დანიშვნის შესახებ. კრებას ესწრებოდა საერთო ხმათა 50%, მაგრამ ვინაიდან იგი განემორებით იყო დანიშნული კრება მიჩნეულ იქნა გადაწყვეტილებაუნარიანად (საქმის ფურცელი 15-16).
საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა 1999 წლის 28 მაისის კრება გადაწყვეტილებაუუნაროდ, რამდენადაც კრების მოწვევამდე ერთი კვირით ადრე ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილით გაგზავნილი არ ყოფილა დღის წესრიგის პროექტი. წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმარვლესობა.
ამასთანავე, 1999 წლის 13 მაისის პარტნიორთა კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან კრებაზე წარმოდგენილი არ იყო პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი. ასევე, არ შეიძლება 13 მაისის კრება განხილულიყო როგორც განმეორებითი, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა განემორებითი კრების მოსაწვევად მეწარმეთა შესახებ კანონისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნებს.
1999 წლის 27 მაისის პარტნიორთა კრება ქვორუმის უკმარისობის გამო გადაიდო 1999 წლის 28 მაისისათვის, მაშინ, როდესაც კრების მოწვევას, თუნდაც განემეორებით სჭირდება ერთი კვირის ვადა. ე.ი. დაირღვა მეწარმეობის შესახებ კანონის 47.5 და საზოგადოების წესდების 7წ5 მუხლების მოთხოვნა, რაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ასეთ ვითარებაში საკასაციო საჩივრის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გამოიყენა 47.1 მუხლი, ნაცვლად 46წ8 მუხლისა, რომელიც ითვალისწინებს კრების მოწვევას პარტნიორების მიერ ან ცვლის კრების გადაწყვეტილებაუუნარობას და გავლენას არ ახდენს სამართლებრივ შედეგზე.
ასევე, პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა მეწარმეობის შესახებ კანონის 47.5 მუხლი, ნაცვლად სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილისა, რომლის მიხედვით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ პარტნიორთა კრების მოწვევის წესს უშუალოდ არეგულირებს მეწარმეობის შესახებ კანონის 47.5 მუხლი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილი კანონის ანალოგიით გამოიყენება კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.
საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეების (არის თუ არა სათანადო მხარე) საკითხის გადაწყვეტის დროს, ნაცვლად მოპასუხისა განჩინებაში აღნიშნულია მოსარჩელე წარმოადგენს ფორმალურ მხარეს, რამდენადაც სააპელაციო პალატამ იმსჯელა მოპასუხეზე, მაგრამ დასაბუთებაში მოპასუხის ნაცვლად მექანიკურად აღნიშნა მოსარჩელე, რაც არ ცვლის საქმის ფატქობრივ გარემოებას და აგვლენას არ ახდენს შედეგზე.
პალატა აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” პარტნიორთა ერთმა ნაწილმა (მოპასუხეებმა) მიიღეს გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლების თაობაზე და დირექტორის მიერ აღძრულ სარჩელში მოპასუხეებად დასახელებული იყვნენ ის პირები, რომელთა მოქმედებით განთავისუფლებული იქნა მოსარჩელე. ასევე, მოპასუხეები, როგორც შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” დამფუძნებელ – პარტნიორები მოქმედებდნენ საზოგადოების სახელით. ამასთანავე, მოპასუხედ დასახელებული იყო კ. კ-ე “ი. ...” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და წარდგენილია მისი შეპასუხება სასამართლოში საქმის განხილვის დროს.
ასეთ ვითარებაში პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხედ შპს ტელერადიოკომპანია “ი. ...” ნაცვლად, მისი დამფუძნებელი პარტნიორების (ს\ს “ს. ბ.”, შპს “ე” და შპს “ტ”) დასახელება არ ცვლის სამართლებრივ შედეგს, რის გამოც არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს ს\ს “ს. ბ.”, შპს “ე”, შპს “ტ” და კ. კ-ეს ადვოკატის ც. ც-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიის 1999 წლის 19 ნოემბრის განჩინება.
განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.