Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹ 3კ\185 2 ივნისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

განიხილა ღია სასამართლ სხდომაზე ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ნ. თ-ს სარჩელით მოპასუხე მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან ბინის მემკვდირედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა ქ. გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე ოროთახიანი ბინა ფართით 35 კვწმ. საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ვ. დ-ის სახელზხე. ვ. დ-ე გარადაიცვალა 1995 წელს. დ-ს გარადაცვალების შემდეგ კანონისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია. ვ. დ-ის მეუღლის ა. დ-ის დისშვილმა ნ. თ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვ. დ-ის ქონების ანდერძისმიერ მემკვირედ და სადაო სახლის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ვ. დ-ემ მას 1991 წელს “უანდერძა ... ქ. ¹5-ში მდებარე სადაო ბინა. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბინის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა და მოსარჩელის გამოსახლება ბინიდან იმ საფუძვლით, რომ ვ. დ-ეს მემკვიდრე არ დარჩენია, ხოლო მოსარჩელეს არა აქვს ანდერძის პირი. საქმეში მესამე პირად მთაწმინდის გამგეობის მხარეზე ჩართულ იქნა კ. ძ-ა. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა თბილისში ... ქ. ¹5-ში მდებარე 2 ოთახიან ბინაზე ფართით 32 კვ.მ. მესაკუთრედ იმ საფუძვლით, რომ ბინის მესაკუთრე ვ. დ-ემ 1991 წელს ქ. სოხუმის “... სანოტარო კანტორაში დამოწმებული ანდერძით მთელი თავისი უძრავ-მოძრავ ი ქონება დაუტოვა მოსარჩელეს. სასამართლოში წარდგენილ იქნა ანდერძის ასლი იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ომის გამო მთელი არქივი დარჩა ქ. სოხუმში, მხარე გაათავისუფლა ანდერძის დედნის წარდგენისაგან.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მთაწმინდის რაიონის გამგეობამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დააკმაყროფილა გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა ვ. დ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის შესახებ, სადაო ბინა აღირიცხა კვლავ აწ გარდაცვლილ ვ. დ-ის სახელზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა იმ საფუძვლით, რომ არამართლზომიერად მიიჩნია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსაზრება, როცა რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა მოსარჩელე ანდერძის დენის წარდგენიდან სსსკ 135-ე მუხლის გამოყენებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული საზხის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მით უფრო, როცა მოდავე მხარე ეჭვქვეშ აყენებს ანდერძის ასლი სნამდვილობას. ასევე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ანდერძის დედანიც რომ ქონოდა, იგი მაინც ვერ გამოდგებოდა სათანადო მტკიცებად იმისა, რომ ბინა დ-ემ უანდერძა მოსარჩელეს, რადგან სადაო ბინის პრივატიზაცია მოხდა 1992 წელს, ხოლო ანდერძი შედგენილია 1991 წელს, როცა ბინა მოპასუხის, მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის საკუთრება იყო. სამკვიდროს გახსნის დროისათის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლით კი ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დატოვოს ანდერძით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ნ. თ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, სადაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი, რადგან რაიონულმა სასამართლომ ამ მუხლის საფუძველზე გაათავისუფლა ისინი დედნის წარდგენისაგან. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე სსკ 102-ე მუხლი, როცა განჩინებაში ჩაწერა, რომ ანდერძის შინაარსი არ შეიძლება ლდამტკიცებული იქნეს მოწმეთა ჩვენებებით, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებით დაადსატურა არა ანდერძის არსებობა, არამედ საქმეში წარდგენილი ანდერძის ასლის ინდენტურობა დედანთან არსებობა, არამედ საქმეში წარდგენილი ანდერძის ასლის იდნეტურობა დედანთან რომელიც დაკარგულია ცნობილ მიზეზთა გამო.

ასევე არასწორად თვლის კასატორი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანდერძში არ ჩანს ვ. დ-ის ნება, რომ ქონება, რომელიც მომავალში აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში შევიდოდა აღნიშნულ საანდერძო განკარგულებაში. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 546-ე მუხლი, რადგან სააპელაციო სასამართლოს აზრით თითქოს ამ მუხლის მიხედვით არ მოისაზრება ის ქონება, რომლესაც მამკვიდრებელი მომავალში შეიძენს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწეარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე და 102-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, რის გამოც არამართლზომიერად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლება ანდერძის დედნის წარმოდგენისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ ანდერძის დედნის წარმოდგენისაგან გაათავისუფლა რა მოსარჩელე, მან ანდერძის არსებობა კი არ დაადასტურა სხვა სახის მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) არამედ ანდერძის ქსეროასლს მისცა მტკიცებულების ძალა, ხოლო მოწმეთა ჩვენებები გამოიყენა იმისათვის, რომ გაემყარებინა ასლისათვის მტკიცებულების ძალის მიცემის პოზიცია.

2. საკასაციო პალატა ასევე ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში ანდერძის დედანიც რომ ყოფილიყო წარდგენილი მოსარჩელე მაინც ვერ ჩაითვლებოდა სადავო ბინის მემკვიდრედ, რადგან ანდერძის შედგენის დროს სადავო სახლი არ იყო დ-ის საკუთრება და მას ნება არ გამოუმჟღავნებია, სადავო ბინის მოსარჩელისათვის დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამკვიდრო მასას წარმოადგენს ქონება, რომელიც მამკვიდრებელს დარჩება სიკვდილის მომენტისათვის და არა ის ქონება, რომელიც მას გააჩნდა ანდერძის დროს. ანდერძის შინაარსიდან ირკვევა, რომ დ-ემ მთელი თავისი უძრა-მოძრავი ქონება დაუტოვა მოსარჩელეს. აქ იგულისხმება ის ქონება, რომელიც მის საკუთრეთაში იქნებოდა მისი გარდაცვალების მომენტისათვის, რადგან მემკვიდრეობა იხსნება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. ბუ ძველი სამოქალაქო კოდექსის 546-ე მუხლ ასე არ იქნება გაგებული, გამოდის, რომ ქონება რომელიც მამკვიდრებელს ქონდა ანდერძის შედგენის დროს და მერე გაასხვისა გარდაცვალებამდე გამოთხოვილი უნდა იყოს მემკვიდრის მიერ, როგორც სამკვიდრო მას, რაც რა თქმა უნდა არასწორია.

3. სარჩელი სასამართლოში აღძრა თ-მ და მოითხოვა სადავო ბინის მესაკუთრედ და მემკვიდრედ ცნობა, ხოლო შეგებებული სარჩელი გამგეობამ ითხოვა სადავო ბინის სახელმწიფოსათვის გადაცემა როგორც უპატრონო ქონების და იქ მცხოვრები პირების გამოსახლება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით გადაწყვიტა მხოლოდ ძირითადი სარჩელის ბედი და არაფერი თქვა შეგებებულ სარჩელზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლი სააპელაციო პალატამ არ გადაწყვიტა რა შეგებებული სარჩელი და არ დააკმაყოფილა თ-ს სარჩელი. ბინა კვლავ გარდაცვლილ ვ. დ-ის საკუთრებად დატოვა, რითაც გაურკვეველი დარჩა ბინის მესაკუთრის ვინაობა და ფაქტიურად დავა არ გადაწყვიტა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან საქმეზე ფატქობრივი გარემოებების დადგენის დროს საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ქონია, საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამდენად საკასაციო პალატამ უნდა მისცეს მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს სათანადოდ შეფასება და გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით, 411-ე მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნ. თ-ა ცნობილ იქნეს თბილისში, .... ქ. ¹5-ში მდებარე ბინის, რომელიც ირიცხებოდა ვ. დ-ის სახელზე, მესაკუთრედ.

თბილისის მთაწმინდის რაიონის გამოგეობის სარჩელს თბილისში, .... ქ. ¹5-ში მდებარე ბინის (რომელიც ირიცხება ვ. დ-ის სახელზე) კომუნალურ ფონდში ჩარიცხვისა და მოსარჩელე ნ. თ-ს გამოსახლების შესახებ ეთქვას უარი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.