გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\198 2 ივნისი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
განიხილა ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე სს “ს.ბ.” სარჩელის გამო ნ. დ-ის მიმართ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს “ს.ბ.” თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელი და მიუთითა, რომ 1998 წლის 11 სექტემბერს შპს “მ” და სს “ს.ბ.” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 30000 აშშ დოლარზე, ცხრა თვის ვადით, წლიური 48% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტკირთა მოქალაქე ნ. დ-ის კუთვნილი ავტოგასამართი სადგური, მდებარე, ქ. თბილისში ... ¹3@-ში. იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 1998 წლის 11 სექტემბერს სს “ს.ბ.” და ნ. დ-ს შორის და დამოწმდა ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის რ. ფ-ს მიერ. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოვალემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოსარჩელემ მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია აუქციონის წესით, რათა მიღებული თანხით მოხდეს აღებული კრედიტის, 30000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა, რაც მთლიანად შეადგენს 36520 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის შპს “მ” ერთ-ერთი დამფუძნებელი; რადგან საკრედიტო ხელშეკრულებაგაფორმდა ორ იურიდიულ პირს შორის, შპს “მ” პასუხისმგებლობა განისაზღვრება საზოგადოების ქონებით და არა პარტნიორთა ქონებით. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ იგი ქორწინებაში იმყოფება ნ. გ-თან 1965 წლიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად “მეუღლეეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას”. მან მიუთითა, რომ ქონება, რომლის თანამესაკუთრეა მისი მეუღლე იპოთეკით დაიტვირთა მისი მეუღლის თანხმობის გარეშე, რის გამოც მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ს.ბ.” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადება ნ. დ-ის მეუღლესბან იყო შეთანხმებული დადგენილი წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო კოდექსის მე-300 და 386-ე მუხლების საფუძველზე ნ. დ-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოილებაზე და პირველი ინსტანციის სასამარტთლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრუბეა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ ლა გატარებულია საჯარო რეესტრში; ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ ნ. დ-ის მეუღლეს ნ. დ-ეს გაცხადებული აქვს თანხმობა, რომლეიც დამოწმებულია სანოტარო წესით.
ნ. დ-ე საკასაციო საჩივრში მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 თებერვლის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან რაიონულმა სასამართლომ მიიღო და განიხილა სარჩელი ისე, რომ მოსარჩელეს არ გადაახდევინა სახელმწიფო ბაჟი. სასამართლომ ქონების რეალიზაციის შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება ისე, რომ შპს “მ” არ დააკისრა კრედიტის გადახდა სს “ს.ბ.” სასარგებლოდ. ამასთან, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნა არასათანადო მოპასუხის შეცვლის შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ მისი მეუღლისაგან მიღებული თანხმობა არის არასათანადო წესით მიღებული და გაოფრმებული. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხმობა სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა თანხმობად, რადგან დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორი მიუთითებს, რომ სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ ინსტრუქციის V თავის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებული იყო თანხმობა ჩამოერთვა მისი რძლისა და შვილიშვილისთვისაც, რომელმაც საკუთარი ბინა გაყიდა და მისცა ფუდი ბენზინგასამართი სადგურის შესაძენად.
კასატორის აზრით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს პარტნიორის იპოთეკას.
საკასაციო პალატა საქმის მასაშლების შესწავლით და განხილვით მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საომქალაქო კოდექსის 291-292-ე მუხლების შესაბამისად, არ არის აუცილებელი მესაკუთრე იყოს მოთხოვნის პირადი მოვალე.
იპოთეკა წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის სანივთო საშუალებას, რომლის დროსაც კრედიტორი ქონებიდან იღებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. იმის გამო, რომ იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, აუცილებელი არ არის, რომ იპოთეკით დავირთული ქონების მესაკუთრე იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე. იპოთეკის ურთიერთობის აუცილებელი მონაწილე არის მოთხოვნის კრედიტორი, ე.ი. პირი, რომლის სასარგებლოდაც დაიტვირთა უძრავი ნივთი. რაც შეეხება მესაკუთრეს, ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს პარტნიორის ქონების იპოთეკას. იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის საზოგადოების პარტნიორიც, როდესაც იპოთეკით ხდება საზოგადოების მიერ აღებული კრედიტის უზრუნველყოფა.
1998 წლის 11 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად ნ. დ-ემ ვალდებულება, რომ სს “ს.ბ.” და შპს “მ” შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების მოვალის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს, სს “ს.ბ.” შეეძლო დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა ნ. დ-ის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ხარჯზე.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას დაცულია კანონის მოთხოვნები. უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ნივთის იპოთეკით დატვირთვის შესახებ თანხმობა ნოტარიულად არის გაფორმებული. იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსბეობს.
კასატორი არ უარყოფს შპს “მ” ნამდვილად მიიღო კრედიტი სს “ს.ბ.” და ბანკის მხრიდან არსებობს მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული მისი და მისი მეუღლის კუთვნილი ნივთი, ე.ი. იპოთეკის დადგენის აუცილებელ და მთავარ პირობას თვით კასატორიც ეთანხმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 8 თებერვლის განჩინება მიღებულია კანონის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსბეობს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ამ საქმეზე უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 თებერვლის განჩინება.
ნ. დ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2848 ლარის ოდენობით.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.