Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\212 7 ივნისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

მხარეები: მოსარჩელე _ ა. ბ-ი, მოპასუხეები _ ი. ჯ-ი, ხ. ვ-ი

დავის საგანი: შპს-ში წილის განსაზღვრა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმეა.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” და საქართველოს სახელმწიფო მებაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მაღაზია “ს” შრომით კოლექტის საწარმოს პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მიეცა. 1994 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო მაღაზია “ს” შრომითი კოლექტივის კრების ოქმით დადგინდა სახელმწიფო საწარმო “ს” მუშაკთა მიერ საწარმოს ქონების პრივატიზების მიზნით დროებითი ამხანაგობის შექმნა და დამტკიცდა დამფუძნებელი ხელშეკრულება. საწარმოს ძირითადი საშუალებები და არასაცხოვრებელი ფართი შეფასებული იქნა 9599,4 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხიდან ა. ბ-მა გადაიხადა 272151 აშშ დოლარის ექვივალენტი კუპონი, ი. ჯ-მა _ 206328 აშშ დოლარის ექვივალენტი კუპონი, ხოლო ხ. ვ-მა – 14,83 აშშ დოლარი კუპონებში. ჟდანარჩენი დჟაფარვა მოხდა ვაუჩერებით.

1995 წლის 12 ივნისს ამხანაგობაზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც საწარმოს დროებით ამხანაგობის საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო მაღაზია “ს” ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნულ ქონებაზე დაფუძნდა შპს “ს” და 1995 წლის 17 ოქტომბერს მოხდა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში. შპს “ს” წესდებით ა. ბ-ის _ წილის განისაზხღვრა 30%, ი. ჯ-ს _ 30%, ხ. ვ-ის _ 30%, ხოლო 10% განაწილდა სხვა დამფუძნებლებზე.

1997 წლის 29 ოქტომბერს ა. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პარტნიორების _ ჯ-სა და ვ-ის წილი შპს-ში განსაზღვრულიყო მათ მიერ რეალურად შეტანიდი თანხის მიხედვით. ასევე მოითხოვეს შპს “ს” რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის დროს სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა არაფულადი შესატანის შესახებ აუდიტორის შეფასება, რასაც ითვალისწინებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3. მუხლი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საოლჩქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შპს “ს” დაფუძნებისას პარტნიორთა წილები განისაზღვრა საერთო კრებაზე, რაც აისახა წესდებაში კანონით დადგენილი წესით.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იის შესახებ, რომ საწარმოს დაფუძნებისას ი. ჯ-ზე და ხ. ვ-ზე 30-30% დროებით იქნა განსაზღვრკლი, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონი წილის დროებით განსაზღვრას არ აწესებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს რეგისტრაციისას არ ყოფილა დარღვეული შესატანის ღირებულება განსაზღვრული იყო პრივატიზების სახელმწიფო ორგანოების მიერ და იგი ბევრად აღემატება შპს-ს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ თანხას, რის გამოც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მისი შეფასება სავალდებულო არ იყო.

საკასაციო საჩივრის ავტორის გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-19.3 მუხლი. 5.5 მუხლის “ბ” პუნქტი და 3.3 მუხლი, მოითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “ს” საესდებო კაპიტალში პარტნიორება სავალდებულო შენატანი განახორციელეს არაფულადი _ სანივთო შესატანის გზით და ასეთ შემთხვევაში “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3, 5.5 “ბ” და 19.3 მუხლების თანახმად საჭიროა აუდიტორული შეფასება. შპს “ს” დაფუძნებისას არ იყო წარდგენილი არაფულადი შესატანის შესახებ აუდიტის დასკვნა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ მიიჩნია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად, რადგან საწესდებო კაპიტალი შეფასებული იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 9599,4 აშშ დოლარად, რაც ბევრად აღემატება შპს-ს საწესდებო კაპიტალის კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.5 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი მოითხოვს საწარმოს რეგისტრაციის დროს არაფულადი შესატანის შეფასების დამადასტურებელ საბუთს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი საბუთი სახელმწიფოს მიერ გაცემული საპრივატიზაციო დოკუმენტებია. აუდიტორის დასკვნა კი იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ სხვა რაიმე საბუთი არ არის წარდგენილი, რითაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს არაფულადი შესატანის შეფასება.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

a. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფიდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.