Facebook Twitter

@3კ\217 23 ივნისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: მ. გოგიშვილი რ. ნადირიანი (მომხსენებელი)

განიხილა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების “კ.-ას” დირექტორის ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22თებერვლის გადაწყვეტილებაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. რუსთავის სასამართლოს 1996 წლის 10 მაისის ¹9\2-122 დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა სპს “ს.-ა”, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ მეუღლეები _ დ. და ა. ს.-ეები. საზოგადოებაში პარტნიორთა წილები განისაზღვრა 50-50%-ით. 1998 წლის 4 მარტს ჩატარდა პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენდამფუძნებელი პარტნიორები დალი და ანზორ ს.-ეები, ასევე, მოწვეული პირები _ ამირან კ.-ი, თამაზ ეძგვერაძე და თამაზ ნიკოლაიშვილი. კრებამ დაადგინა: ა. ს.-ის წილი 50% გადაეცეს ა. კ.-ს, ხოლო დალი ს.-ის წილის 25% თ. ეძგვერაძეს, 25% კი _ თ. ნიკოლაიშვილს; სპს “ს.-ს” შეეცვალოს საფირმო სახელწოდება და ეწოდოს სპს “კ.-ა”.სანოტარო წესით დამოწმებულ პარტნიორთა განცხადებებისა და კრების ოქმის საფუძველზე, ქ. რუსთავის სასამართლომ 1998 წლის 6 მარტის დადგენილებით მოახდინა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია.1999 წლის 3 აგვისტოს დ. და ა. ს.-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სპს “კ.-ას” მიმართ და მოითხოვეს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ქ. რუსთავის სასამართლოს 1998 წლის 6 მარტის დადგენილების გაუქმება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. და ა. ს.-ეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დ. და ა. ს.-ეებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, გაუქმდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ქ. რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 6 მარტის დადგენილება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა რა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.1., 30-ე და 31-ე მუხლები, მიუთითა, რომ ვინაიდან საზოგადოებიდან გავიდა ორივე პარტნიორი, საზოგადოება ექვემდებარებოდა ლიკვიდაციას. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა დასაშვებია სამეურნეო წლის ბოლომდე თორმეტი თვით ადრე განცხადების საფუძველზე და არ არსებობს წილის დათმობის ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორის თანხმობას. სპს “კ.-ა” საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.1. და 31-ე მუხლები. უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 და 5.8 მუხლები; არასწორად განმარტა 8.1, 8.5 და 30 -ე მუხლები. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს. აღნიშნული ნორმა ისეთ შემთხვევას აწესრიგებს, როცა საზოგადოებიდანპარტნიორიგადის, საზოგადოებაში ახალი პირი არ შემოდის და მისი წილი ემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს, რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები (20.1 მუხლი). “მეწარმეთა შესახებ” კანონის 30-ე მუხლიდან გამომდინარე კი პარტნიორს შეუძლია თავისი წილი კაპიტალი გადასცეს საზოგადოების გარეშე პირს. წილი კაპიტალის გასხვისების გზით საზოგადოება არ ექვემდებარება ლიკვიდაციას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ წილი კაპიტალის გასხვისების გზით საზოგადოებაში შემოვიდნენ გარეშე პირები, საზოგადოება შენარჩუნებულია და აგრძელებს ფუნქციონერებას. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.1. და 31-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს წილის დათმობის ხელშეკრულება, არ მისცა სათანადო შეფასება პარტნიორთა კრების ოქმს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლით გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 30-ე მუხლის თანახმად, წილი კაპიტალის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. საბუთი უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორების თანხმობას. თუ ეს აკლია, დათმობის ხელშეკრულება ბათილია. მოცემულ შემთხვევაში დალი და ანზორ ს.-ეებმა თავიანთი ნება გამოხატეს პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც პარტნიორების გარდა ესწრებოდნენ ა. კ.-ი, თ. ე.-ე და თ. ნ.-ი. კრების შესახებ შედგა წერილობითი დოკუმენტი _ კრების ოქმი. ოქმში ნათლად არის გამოხატული მათი ნება წილი-კაპიტალის დათმობის შესახებ. ოქმი ხელმოწერილია პარტნიორთა მიერ და დამოწმებულია სანოტარო წესით. პალატა თვლის, რომ პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც შეიცავს საზოგადოების წილის გასხვისებისათვის აუცილებელ პირობებს (გამსხვისებლისა და შემძენის ვინაობას, სხვა პარტნიორების თანხმობას, წილის გასხვისების პირობებს, რომლებზეც მხარეები თანხმდებიან და ა.შ.) და დამოწმებულია სანოტარო წესით, უნდა ჩაითვალოს წილი კაპიტალის დათმობის ხელშეკრულებად და აკმაყოფილებს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პარტნიორთა კრების ოქმი შედგა 1998 წლის 4 მარტს და დღემდე მისი ნამდვილობა მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ. დადგენილია, რომ საზოგადოებაში პარტნიორთა შეცვლის გარდა კრებამ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების საფირმო სახელწოდების შეცვლის შესახებ, რაც დაშვებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-6 მუხლით. პალატა თვლის, რომ ქ. რუსთავის სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მოახდინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, სარჩელზე უარის თქმის შესახებ. ალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

სპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდეს დ. ს.-ის და ა. ს.-ის სარჩელი სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.