Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\243 18 მაისი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. კობახიძე, თ. ჩიქოვანი

განიხილა ი. ჩ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 14 მარტის გაჩინებაზე საქმეზე ი. ჩ-ის სარჩელის გამო საავტორო და მომიჯნავე უფლებების სახელმწიფო სააგენტოსთან, მესამე პირთან მ. ბ-თან დარღვეული საავტორო უფლებების აღდგენის შესახებ, მესამე პირის მ. ბ-ეს სარჩელი სიმღერა “ყ. ქ.” ავტორობის უფლების აღდგენის შესახებ.

პალატამ მოისინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ირ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და ითხოვა მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის კომპოზიტორ მ. ჩ-ის საავტორო უფლებების აღდგენა და საავტორო გასამრჯელოს ანაზღაურება სიმღერა “ყ. ქ.”.

მესამე პირმა მ. ბ-ემ ითხოვა სიმღერა “ყ. ქ.” ავტორად გ. ვ-ეს აღდგენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 14 მარტის განჩინებით არ მიიღო წარმოებაში ი. ჩ-ის წარმომადგენლის საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

ირ. ჩ-მა კერძო საჩივრით ითხოვს კოლეგიის განჩინების გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 31 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმე განსახილველად გადმოუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კერძო საჩივარს. საქმის მასალებს, მოუსმინა გამოცხადებულ პირებს და თვლის, რომ ამ საქმეზე უნდა ნაუქმდეს კოლეგიის განჩინებები და საქმე გნხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

კოლეგიამ არ ჩათვალა დასაშვებად ი. ჩ-ის წარმომადგენლის საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის თანახმად, მაშინ, როდესაც სათანადოდ არ იმსჯელა საჩივარი აკმაყოფილებს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრის დაშვების საფუძვლებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 412-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 14 და 31 მარტის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და განსაჩივრებას არ ექვემდებარება.