Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹ 3კ\318 28 აპრილი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე

განიხილა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სარჩელის გამო ო. მ-ის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ ავტომანქანის შესაძენად სამინისტროს კაპიტალური ხარჯებიდან გამოყოფილ იქნა 7000 აშშ დოლარი.

1998 წლის 25 სექტებმერს ო. დ-ას, როგორც საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელსა და ო. მ-ს შორის მოხდა შეთანხმება ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედესის” შეძენის თაობაზე. ო. მ-მა ო. დ-გან მიიღო 6300 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ გადასცა ავტომანქანის გასაღები და საბუთები. საბოლოოდ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ავტომანქანის შესაძენად გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

1998 წლის 7 ნოემბერს სანოტარო წესით გაფრმებული სესხის ხელშეკრულებით ო. მ-მა ივალდებულა, რომ 6300 აშშ დოლარს დააბრუნებდა ერთი თვის ვადაში.

1999 წლის თებერვალში საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ აღძრა სარჩელი ო. მ-ის მიმართ 6300 აშშ დოლარის გადახდევნიების შესახებ.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად. პალატის ერთი წევრი დარჩა განსხვავებულ აზრზე.

საკასაციო საჩივრით საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუქვლით, რომ ო. მ-ზე გადაცემული 6300 აშშ დოლარი იყო არა “ბე”, არამედ ავტომანქანის შესაძენად გადახდილი თანხა.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუქვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელსა და ო. მ-ს შორის ხელშეკრულების არსებით პირბაზე _ ატვომანქანის შესასყიდად გადასახდელ თანხმაზე ვერ მოხდა შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად “ბედ” მიიჩნევა ფულად თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხრივ აქლევს მეორე მხარეს და ამის დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს კანონის მითითებული ნორმის გათვალიწსინებით არ გააჩნდა სამართლებრივი საფუქველი, რომ “ბედ” მიეჩნია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გარეშე ი. მ-ზე გადაცემული 6300 აშშ დოლარი.

ვინაიდან ავტომანქანის ნასყიდობის გარიგება არ შედგა, თითოეული მხარე მოვალე იყო მეორე მხარისათვის დაებრუნებინა ის რაც შეთანხმების პროცესში მიიღო: მოსარჩელე მხარეს მოპასუხისათვის უნდა გადაეცა ავტომანქანის გასაღები და საბუთები (რაც შესრულებულია), ხოლო ამ უკანასკნელს მოსარჩელისათვის _ 6300 აშშ დოლარი.

1998 წლის 6 ნოემბრის ხელწერილით ო. მ-მა ივალდებულა 6300 აშშ დოლარის დაბრუნება 1998 წლის 20 ნოემბრამდე. 1998 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით თანხა დაბრუნებული უნდა ყოფილიყო ერთი თვაის ვადაში. 1999 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისის სამგორის რაიონის პროკურატურაში მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა, რომ თანხას დააბრუნებდა ავტომანქანა “მერსედესის” გაყიდვისთანავე.

ზემოაღნიშუნლი მტკიცებულებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარებს. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მხარება შორის 1998 წლის 7 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა არარ გარიგებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ო. მ_მა 6300 აშშ დოლარის “ბედ” ჩათვლა მოითხოვა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მის მიმართ აღიძრა სარჩელი თანხის დაბრუნების შესახებ.

საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც პალატას შესაძლებლად მიაჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღება.

პალატამ იხელმძღვანელ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით , 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.

2. დაკმაყოფილდეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სარჩელი ო. მ-ის მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 6300 (ექვსიათასსამასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 780 (შვიდასოთხმოცი) ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.