გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\328 23 ივნისი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
განიხილა ლ. ნ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ე. ა-ის სარჩელის გამო, ლ. ნ-ის მიმართ გზის გახსნის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ე. ა-მა, რომელიც ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფ. .... საგარეჯოს რაინულ სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელშიც მიუთითებდა, რომ მის სახლსა და ეზოს დასავლეთით ესაზღვრება მოპასუხე ა. ნ-ის სახლი და ეზო. მისი სახლის უკან გადიოდა გზა, რომლითაც სარგებლობდა ა. ნ-ი და თვითონ მოსარჩელე ა. ნ-მა ეზოში შესასვლელი ალაყაფის კარები გადმოიტანა ა-ის სახლის აღმოსავლეთ კედელთან, ისე , რომ მოუსპო მისი სახლის უკან არსებული გზით სარგებლობის საშუალება და სერთო სარგებლობის გზა აქცია საკუთარ ეზოდ. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა .... გამგეობამ და 1999 წლის30 ივლისს მიიღო დადგენილება, რომთითაც ნ-ს დაევალა სადავო ჭიშკარი შესწიოს 13.3 მეტრით. მიუხედავად ამისა, ნ-ი არ ასრულებს აღნიშნულ დადგენილებას.
მოსარჩელემ მოითხოვა ა. ნ-ის მიერ ეზოს გათავისუფლება და კარების გადატანა.
საგარეჯოს რაინული სასამართლოს 1999 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გზა, რომლის გახსნასაც მოსარჩელე მოითხოვს, ემსახურება მხოლოდ ა. ნ-ს და მის სარგებლობის აუცილებლობა ა-ს დასჭირდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (ხანძრის დროს). სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 182-ე მული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დაადგინა, რომ სადავო მიწის ფართი არ ეკუთვნის ნ-ს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის მიხედვით ნ-ის საკუთრებაში გადავიდა მხოლოდ 398 კვ.მ. ფართი. სადავო ფართი მას საკუთრებაში არ გადასცემია.
ლ. ნ-ის წარმომადგენელი ბ. ბ-ე საკასაციო საჩმივარში მიუთითებს, რომ გზა, რომლესაც მოსარჩელე ე. ა-ი ითხოვს არასოდეს ყოფილა საზიარო და წარმოადგენს ა. ნ-ის საკუთრებას. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორს მოჰყავს სოფლის მცხოვრებთა განმარტებები, რომ სადავო ზით მხოლოდ ნ-ი სარგებლობდა. ამასთან, კასატორმა საკასაციო პალატას წარუდგინა ოქმი .... საკრებულოს 2000 წლის 28 აპრილის გაფორმებული სხდომისა, რომელზეც გადაწყდა, რომ ცვლილება იქნეს შეტანილი ... საკრებულოს მიერ გამოტანილი 1999 წლის 30 ივლისის ¹13 გადაწყვეტილებაში და ე. ა-ს დაეტოვოს სახლის უკან მხოლოდ 90 სმ. სიგანის ფართი. კასატორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენიტ მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ა. ნ-ს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა გამოყოფილი სარგებლობაში და არასოდეს ყოფილა მისი ეზო. 1999 წლის 12 სექტემბერს .... საკრეუბლოს მიერ გაცემულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ა. ნ-ს 1939 წლის ზონაგაყრილი წიგნის მონაცემებით აწერია 457 კვ. მეტრი მიწის ფართი და მისასვლელი გზა ამ ფართში არ შედის. საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2000 წლის 10 ოქტომბრის ცნობაში აღნიშნულია, რომ მიწის მართვის სამმართველოში არსებული ერთიანი მიწების აზომვის მასალებით ე. ნ-ს ეკუთვნის 457 კვწ მეტრი მიწის ფართი. 1999 წლის 15 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ სადავო გზა არ იმყოფება რომელიმე მოდავე მხარის საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა საკუთრებად ჩაითვლება ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც ინიდივიდუალური სახლებია განლაგებული. სადავო მიწის ნაკვეთი არ შეიძლება ჩაითვალოს ნ-ის კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთად, რადგან ის არ ყოფილა მასზე გადაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადავო ფართი არ წარმოადგენს ნ-ის კერქქო საკუთრებას, ამიტომ მას არა აქვს უფლება არ ადუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
სადავო გზით სარგებლობის უფლება ერთობლივად ეკუთვნის ორივე მოდავე მხარეს და უზრუნველყოფს მათ აუცილებელი კავშირის საჯარო გზებთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად მეზობელი მიბის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეები, გარდა კანონიო გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, როგორც მოსარჩელეს,ისე მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება, იმგვარად გამოიყენონ სადავო გზა, რომ ამით ხელი არ შეუშალონ მეორე მეზობელს სარგებლობაში.
კასატორმა საკასაციო პალატას წარმოუდგინა .... საკრებულოს ცნობა და ოქმი იმის თაობაზე, რომ 2000 წლის 28 აპრილს გაიმართა ... საკრებულოს გაფართოებული სხდომა, რომელზეც დადგინდა, რომ სადავო ფართი ეკუთვნის ნ-ს. საკასაციო პალატა ვერ გაითვალიწსინებს აღნიშნულ მტკიცებულებებს, ვინაიდან ისინი არ ყოფილა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, ეს დოკუმენტები არ შეიცავენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა იურიდიულ საფუძველს ემყარება ისინი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით არის კნაონიერი და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსბეობს
პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ნ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ამ საქმეზე უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის სააპელაპციო პალატის 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.