Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-241 12 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე და ლ. ისაკაძე

განიხილა ე. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე თ. ხ-ის სარჩელის გამო კასატორის მიმართ არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად გადაცემის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ: მხარეები, მათი ინტერესების დამცველნი ი. ს-ა, რ. მ-ი, ლ. ბ-ი, თარჯიმანი ი. ს-ი.

პალატამ, რომელმაცE მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თ. ხ-ი და ე. მ-ი 1991 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 1991 წელს დაბადებული კ., 1995 წელს დაბადებული ორი ვაჟიშვილი _ ე. და მ.

მხარეთა შორის გამწვავებული მდგომარეობის გამო, მხარეებმა ცალ-ცალკე დაიწყეს ცხოვრება.

თ. ხ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს თავისი მეუღლის _ ე. მ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად გადაცემის შესახებ.

შეგებებული სარჩელით ე. მ-მა მოითხოვა თ. ხ-თან განქორწინება, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა და შვილების აღსაზრდელად გადაცემა.

ახალციხის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო წარმოება შეწყდა განქორწინების და მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში;

ახალციხის რაიონის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თ. ხ-ისათვის შვილების აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას იმის გამო, რომ:

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად თ. ხ-ი იმსახურებს მშობლის უფლების ჩამორთმევას;

სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-4 ნაწილები და 394-ე მუხლის “დ“ პუნქტი; სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე და 1204-ე მუხლების მოთხოვნები.

პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საფჩივარი _ დაუკმაყოფილებლად.

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რაც ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად ცნო დადგენილად, რომ შვილების ინტერესების გათვალისწინებით, 1201-ე მუხლის შესაბამისად ისინი აღსაზრდელად უნდა გადაეცეს დედას _ მოსარჩელე თ. ხ-ს.

აპელანტის თანხმობით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 272-ე მუხლის “გ“ პუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა სააპელაციო წარმოება აპელანტის შეგებებულ სარჩელზე განქორწინებისა და მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად თ. ხ-ი იმსახურებს მშობლის უფლების ჩამორთმევას. სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა უარი განაცხადა შეგებებულ სარჩელზე თ. ხ-ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ, რის გამოც სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სააპელაციო წარმოება შეწყვიტა.

არასწორია საკასაციო საჩივრის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-4 ნაწილებისა და 394-ე მუხლის “დ“ პუნქტის დარღვევის შესახებ. როგორE ოქმიდან ირკვევა, სააპელაციო პალატამ ეს საქმე განიხილა არა დახურულ სხდომაზე, არამედ ღია სხდომაზე, თარჯიმნის მონაწილეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად ამ ოქმზე მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია შენიშვნები. გადაწყვეტილების მიღებისას არ დაარღვეულა პროცესის საჯაროობის წესები.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას სამოქალაქო კოდექსის 1201-ე და 1204-ე მუხლების დარღვევის შესახებ.

სასამართლომ სწორედ 1201-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვიტა დავა, როდესაE შვილების ინტერესების გათვალისწინებით მოსარჩელეს _ დედას გადასცა ისინი აღსაზრდელად.

რაც შეეხება ამავე კოდექსის 1204-ე მუხლის დარღვევას, ეს ნორმა სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა (და ამიტომ არE დაურღვევია), რადგან ეს აწესრიგებს მშობლის უფლებას დაიბრუნოს შვილი იმ პირისგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინება, ხოლო საკასაციო საჩივარი _ დაუკმაყოფილებლად.