გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-276 12 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა ბ. და ლ. ფ-ების საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე მათივე სარჩელის გამო ნ. ს-ისა და ნ. მ-ის მიმართ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ; ნ. ს-ისა და ნ. მ-ის შეგებებული სარჩელის გამო ბ. და ლ. ფ-ების მიმართ ნამეტი ფართიდან გამოსახლებისა და დარჩენილ ფართზე საბაზრო პირობების შესაბამისი ქირის – 80 ლარის დაკისრების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ: მხარეები, მოსარჩელის ინტერესების დამცველი ნ. ნ-ე.
პალატამ, რომელმაცE მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბ. და ლ. ფ-ებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ 1947 წელს იყიდეს თბილისში, ..... ქუჩაზე მდებარე სახლის ერთი ოთახი მაშინდელი მესაკუთრისგან _ ვ. ნ-ისაგან. სამი თვის შემდეგ ეს ოთახი გადაუცვალეს მოპირდაპირე მხარეზე “ატსტუპნოის“ წესით მცხოვრებ მ-ების ოჯახს, რისთვისაც დაუმატეს 500 მანეთი. ეს ოჯახი დღესაც იმ გაცვლილ ბინაში ცხოვრობს. 1970 წლის 17 ნოემბერს მომიჯნავედ მცხოვრები ლ. ა-ისგან, რომელიცEასევე “ატსტუპნოის“ წესით ცხოვრობდა, 9.500 მანეთად შეიძინეს 19 კვ,მ. ოთახი, თავისი სარდაფით, რაზეც არსებობს შინაურული ხელწერილი. ეს გარიგება მოხდა ბინის მაშინდელი მესაკუთრის, აწ გარდაცვლილ მ. ა-ას თანდასწრებით, რომელმაც თავის მხრივ მიიღო თანხის გარკვეული წილი.
1989 წელს მათ ბინის ამჟამინდელ მეპატრონეს _ ნ. ს-ს გადასცეს 2.000 რუსული მანეთი შეთანხმებისამებრ, რათა მათ სახელზე გადაეფორმებინა მათ მიერ დაკავებული ფართობი.
შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს ნ. ს-მა და ნ. მ-მა ნამეტი ფართიდან მოსარჩელეების გამოსახლების და ბინის ქირის გადახდევინების შესახებ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოსარჩელეების მესაკუთრედ ცნობისა და 2.000 მანეთის (ლარებში შესაბამისობაში) დაბრუნების შესახებ;
უარყოფილი იქნა შეგებებული სარჩელი ნამეტი ფართიდან მოსარჩელეების გამოსახლების შესახებ; დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი ბინის ქირის გადახდევინების თაობაზე: მოსარჩელეებს მათ მიერ დაკავებულ 35 კვ.მ. ფართობიდან 24 კვ. მეტრზე გადახდით დაუბეგრავი მინიმუმის 1%, ხოლო 11 კვ.მ. _ 3%.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
ლ. და ბ. ფ-ები გამოსახლდნენ თბილისში, ..... ქუჩაზე მდებარე სახლის 17.74 კვ.მ. ნამეტი ფართიდან, დარჩენილ 18 კვ. მეტრზე ლ. და დ. ფ-ებს დაეკისრათ ნ. ს-ისა და ნ. მ-ის სასარგებლოდ ქირის - 1 ლარისა და 62 თეთრის გადახდა. საკასაციო საჩივარი ითხოვს ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და ფ-ების მესაკუთრედ ცობას იმის გამო, რომ:
ფ-ებმა ამ სახლის ადრინდელი მესაკუთრისგან იყიდეს მათ მიერ ამჟამად დაკავებული ოთახები;
სააპელაციო პალატამ დაარღვია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურიერთობების შესახებ“ კანონის მე-5 და მე-7 მუხლები.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
მოსარჩელეების მიერ გამოთავისუფლებულ ოთახზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას.
საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ წერილობითი დოკუმენტი, რომელიE აღიარებდა მათ მიერ საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით). ამის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ სწორად უარყო მათი სარჩელი სადავო საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ Eნობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებს _ ნ. ს-სა და ნ. მ-ს საკუთარ სახლში აქვთ მხოლოდ ერთი 11.74 კვ.მ. ფართობს მქონე ოთახი და ამის გამო ნ. მ-ის ოჯახი სხვაგან ცხოვრობს ქირით. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო აგრეთვე, რომ მოსარჩელეებს ბ. და ლ. ფ-ებს ერთ სულზე უკავიათ თორმეტ კვ.მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართობის სადგომი. ამის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის, ამ ნაწილის "ბ“ პუნქტისა და მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატამ სწორად დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი _ მოსარჩელეები გამოასახლა ნამეტი ფართობიდან და ისინი საცხოვრებლად დატოვა 18 კვ.მ. ფართობში. ამ ფართობზე მათ გადახდათ ქირა თვეში 1 ლარისა და 62 თეთრის ოდენობით, ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას მოსარჩელეების მიერ სადავო ოთახების ყიდვაზე, რადგან მათ არა აქვთ წერილობითი დოკუმენტი, რომლითაE დადგინდებოდა მათ მიერ სადავო ფართობის ნასყიდობა.
პალატა არ იზიარებს აგრეთვე საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი. სააპელაციო პალატამ გამოასახლა რა მოსარჩელეები ნამეტი ფართობიდან, საცხოვრებლად დატოვა 18 კვ.მ. ფართობში ე. ი. ერთ სულზე არანაკლებ ცხრა კვ. მეტრის ოდენობით, როგორც ეს გათვალისწინებულია სწორედ ამ კანონის მე-5 მუხლის "ა“ პუნქტით.
პალატა თვლის, რომ სწორია საკასაციო საჩივრის მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ გამოასახლა რა მოსარჩელეები ნამეტი ფართობიდან, არ იმსჯელა მათ მიერ ამ ფართობში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპენსაციის შესახებ.
პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. და ლ. ფ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
მოსარჩელეების მიერ ნამეტ ფართობზე ჩატარებულ სარემონტო სამუშაოების კომპენსაციის თაობაზე საქმე განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.