გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-300 12 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა შ. ხ-იას საკასაციო საჩივარი ზუგდიდის სასამართლოს "1999 წლის ივნისის თვეში მიღებულ“ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ლ. კ-იას სარჩელის გამო შ. ხ-იას მიმართ ბავშვის სარჩოდ ალიმენტის გადახდევინების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები.
პალატამ, რომელმაც მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. კ-ია და შ. ხ-ია 1996 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში. ერთად Eხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი - ი.
მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ლ. კ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს ბავშვისათვის ერთდროული დახმარების დანიშვნის შესახებ.
ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს დაეკისრა ლ. კ-იას სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა ბავშვის ერთდროული დახმარებისათვის.
საკასაციო საჩივარში შ. კ-ია ასაჩივრებს ზუგდიდის სასამართლოს მიერ "1999 წლის ივნისის თვეში გამოტანილი“ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომლითა დაკმაყოფილდა ლ. კ-იას სარჩელი მის მიმართ ბავშვის სარჩოდ ალიმენტის გადახდევინების შესახებ იმის გამო, რომ მას არ მიუღია შეტყობინება საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის საწინააღმდეგოდ შ. ხ-იამ საჩივარი შეიტანა უზენაეს სასამართლოში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, ნაცვლად იმისა, რომ საჩივარი შეეტანა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.
ამავე კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 1999 წლის ივნისის თვეში საკასაციო საჩივარი შეტანილი ზუგდიდის სასამართლოში ა. წ. 8 ოქტომბერს.
ამავე კოდექსვის 242-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კასატორი კი ასაჩივრებს რაიონული სასამართლოს პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია კასატორის მ. ხ-იას წინააღმდეგ. ამის გათვალისწინებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ასეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით.
ამასთან, საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები.
პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ხ-იას საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს "1999 წლის ივნისის თვეში გამოტანილ“ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.