Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-346 26 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე და ლ. ისაკაძე

განიხილა მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე მ. მ-ის სარჩელის გამო კასატორთან მამად ცნობისა და ალიმენტის გადახდევინების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. მ-მა განცხადებით მიმართა მ. ნ-ის მიმართ მამობის დადგენისა და ბავშვის სარჩოდ ალიმენტის გადახდევინების შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ მხარეთა ოჯახები იმყოფებოდნენ მეგობრულ ურთიერთობაში, რა დროსაც ისინი დაუახლოვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი. ორსულობის პერიოდში მოპასუხე მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ, ეკონომიურად ეხმარებოდა და სამედიცინო პოლისი მის სახელზე შეივსო.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიE უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ნ-ი ცნობილი იქნა 1998 წლის 21 მაისს დაბადებული ბავშვის _ გ. მ-ის მამად და ბავშვის სარჩოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენის შესახებ;

სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

მოსარჩელემ პალატის სხდომაზე მოითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმის გამო, რომ ბავშვის დაბადებამდე ის და მოპასუხე ერთად იყვნენ, მოპასუხეს დაჰყავდა ის თავის ოჯახში, ორსულობის პერიოდში მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ, უკრძალავდა აბორტის გაკეთებას, ეკონომიურად ეხმარებოდა, სამედიEინო პოლისიE მოპასუხის სახელზე შეივსო, რის შესახებაE წინააღმდეგობა არ გაუწევია მას.

პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო პალატას.

სააპელაციო პალატამ, რომელმაც უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. ყოველივე ამის გამო განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე“ პუნქტის შესაბამისად განჩინების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ “მხარეები ცხოვრობდნენ რა მეზობლად, იმყოფებოდნენ ახლო ურთიერთობაში, ხშირად გვიანობამდე რჩებოდნენ ერთად, მოპასუხე არ უარყოფს რომ მ. მ-თან ჰქონდა სქესობრივი კავშირი“. ამასთან სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად არ გაარკვია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით ბავშვის დაბადებამდე მხარეები იყვნენ თუ არა ერთად, მოპასუხეს თუ დაჰყავდა ის თავის ოჯახში, უკრძალავდა თუ არა მას აბორტის გაკეთებას, თუ იჩენდა მზრუნველობას მის მიმართ, ეკონომიურად თუ ეხმარებოდა, მოპასუხის სახელზე პოლისის შევსებაზე გაუწია თუ არა წინააღმდეგობა მოსარჩელეს. მოსარჩელემ სააპელაციო პალატის სხდომაზე ისიც აღნიშნა, რომ მოპასუხე ჰპირდებოდა მას, რომ თუ მოპასუხის დედ-მამა არ მიიღებდნენ მას რძლად, ის ყურადღებას არ მოაკლებდა მას და ბავშვს. მსგავსი ახსნა-განმარტება მისცა მოსარჩელემ საკასაციო პალატის სხდომაზეც.

საქმის ხელახლა განმხილველმა სააპელაციო პალატამ საჭიროა შეავსოს ზემოაღნიშნული გარემოებანი, პალატის სხდომაზე მისი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვით, რის შედეგადაE გამოიტანოს დასკვნა ამ გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო პალატას.