გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-348 20 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე და ლ. ისაკაძე
განიხილა ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ც. მ-ის სარჩელის გამო კასატორთან მუსიკალური სტუდიის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მხარეები ურთიერთმეზობლად ცხოვრობენ დუშეთში, ...... ქუჩა ¹31-ში, მოპასუხე ვ. ჯ-ეს თავის საცხოვრებელ ფართში გახსნილი აქვს მუსიკალური სტუდია.
ც. მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ვ. ჯ-ის მიმართ მუსიკალური სტუდიის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ მუსიკალური სტუდიის საქმიანობით მოპასუხე შეუძლებელს ხდის მოსარჩელისათვის ერთ სახლში ცხოვრებას, უხეშად არღვევს და ლახავს მოსარჩელის ცხოვრების წესს.
მცხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივრით ვ. ჯ-ემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის 500 ლარის დაკისრება მორალური და ეკონომიური ზარალისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; უარყოფილი იქნა ვ. ჯ-ის მოთხოვნა ც. მ-ისათვის 500 ლარის დაკისრების შესახებ.
საკასაციო საჩივარი ითხოვს ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფას და ც. მ-ისათვის ზარალის ანაზღაურების დაკისრებას იმის გამო, რომ:
საოლქო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების თაობაზე.
ც. მ-ი თავის პასუხში საკასაციო საჩივარზე ითხოვს გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვებას და საკასაციო საჩივრის უარყოფას იმის გამო, რომ მოპასუხე მხარის მიერ მუსიკალური სტუდიის საქმიანობით შელახულია მათი ნორმალური Eხოვრების პირობები.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი _ დაუკმაყოფილებლად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ მუსიკალური სტუდიის საქმიანობით აშკარად ილახება მოსარჩელის ნორმალური ხოვრების პირობები. ამის გათვალისწინებით და სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად სწორად დაკმაყოფილდა სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად უარყო მოპასუხის ზარალის ანაზღაურების შესახებ დაუდასტურებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
არასწორია საკასაციო საჩივრის მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის უგულებლყოფის შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ასეთი ზემოქმედება ხელს არ უშლის მეზობელს ან უმნიშვნელოდ ხელყოფს მის უფლებას. სადავო ურთიერთობის დროს კი აშკარად შელახულია მოსარჩელის ნორმალური Eხოვრების პირობები.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო საჩივარი _ დაუკმაყოფილებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.