გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-376 20 იანვარი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. ც-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ლ. და ა. ფ-ეებთან, სამკვიდრო ქონების მიკუთვნების შესახებ.
პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. Eც-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომ 1998 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას, როგორც გარდაცვლილი პიროვნების კანონიერ მემკვიდრეს, მოპასუხეებისაგან ეკუთვნოდა სამკვიდრო ქონება, რომელსაც მოპასუხე მხარე ნებაყოფლობით არ უბრუნებს და მოითხოვა სარჩელში ჩამოთვლილი ნივთების მიკუთვნება.
ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება არაკანონიერად მიიჩნია მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით ითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამ განჩინებას, როგორც უკანონოს, საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე და თავის საკასაციო საჩივარში ფაქტიურად არ მოყავს არგუმენტები.
ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნებს; საკასაციო საჩივარი არ ეფუძნება იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი ამ საქმეზე დარჩეს განუხილველად. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.