Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-12 18 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქ. გაბელაია

მოსამართლეები: ლ. ისაკაძე, ლ. ქაჯაია

განიხილა საქართველოს რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტის თბილისის ¹..... სამშენებლო სამმართველოს უფროსის გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე, საქართველოს რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტის თბილისის ¹...... სამშენებლო სამმართველოს სარჩელის გამო ფ. გ-ის მიმართ _ ბინიდან გამოსახლებისა და ბინის ქირის გადახდევინების შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: ფ. გ-ი და თბილისის ¹..... სამშენებლო სამმარველოს წარმომადგენელი ლ. გ-ე.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. თბილისში, ....... ქ. ¹7ა-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი 1947 წლიდან იმყოფება საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თბილისის ¹..... სამშენებლო სამმართველოს ბალანსზე. მითითებულ მისამართზე 1973 წლიდან ცხოვრობს ფ. გ-ის ოჯახი.

იმ მოტივით, რომ გ-ი არ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, 1997 წელს თბილისის ¹.... სამშენებლო სამმართველომ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მათი გამოსახლება და ბინის ქირის გადახდა.

ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. გ-ს მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ დააკისრა 410 ლარისა და 86 თეთრის გადახდა, ხოლო ბინიდან გამოსახლებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის მიერ არ გაუქმებულა (საქმე 2\600-97 წელი).

1999 წელს თბილისის ¹..... სამშენებლო სამმართველომ კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 410 ლარისა და 86 თეთრის იძულებითი წესით გადახდა, ხოლო 1997 წლის 4 ნოემბრიდან 1999 წლის 1 იანვრამდე _ 324 ლარისა და 94 თეთრის გადახდა, სულ 735 ლარი და 80 თეთრი. ამასთან, მათი ბინიდან გამოსახლება მოითხოვა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: გამოსახლებაზე და 410 ლარისა და 86 თეთრის გადახდაზე უარი ეთქვა და 1999 წლის ოქტომბრის თვიდან ყოველთვიურად დააკისრა 2 ლარისა და 46 თეთრის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინებით რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტის თბილისის ¹..... სამშენებლო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრით თბილისის ¹..... სამშენებლო სამმართველოს უფროსი გ. ხ-ე საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ დღეისათვის ფ. გ-ს რკინიგზის დეპარტამენტმა გამოუყო თანხა ბინის შესაძენად (....... დასახლებაში შეიძინეს სამოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა). ამასთან, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ბინის ქირის ოდენობა.

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საოლქო სასამართლოს განჩინება და საქმე ახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ფ. გ-ის ოჯახი 1973 წლიდან Eხოვრობს ქ. თბილისში, ...... ქ. ¹7ა-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში. 1947 წლიდან საერთო საცხოვრებელი იმყოფება საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თბილისის ¹..... სამშენებლო სამმართველოს ბალანსზე.

სასამართლომ კომუნალური გადასახადის 441 ლარისა და 54 თეთრის საკითხი არასწორად გადაწყვიტა: _ გამოიყენა კანონი, რომელიE არ უნდა გამოეყენებინა.

თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიE გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით _ სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ“ პუნქტის თანახმად შეწყვეტს საქმის წარმოებას და არა უარს ეტყვის, როგორც ეს განჩინებაშია მითითებული.

უფრო მეტიც, სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლით (1964 წლის რედაქციით), მაშინ როდესაც საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის მიხედვით გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამჟამად მოქმედი კანონი.

სასამართლომ საერთოდ არ გადაწყვიტა ბინიდან გამოსახლების საკითხი და მომავალი პერიოდის ბინის ქირა დააკისრა ისე, რომ ამას მოსარჩელე არ მოითხოვდა. ამით კი დაარღვია საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც მას არ უთხოვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 16 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლოს სააპელაციო პალატას.