Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-20 25 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით :

თავმჯდომარე: მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია

განიხილა ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, ნ. ჩ-ის სარჩელის გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის ........ ინსტიტუტის მიმართ _ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: ნ. ჩ-ე, ლ. გ-ე, ა. მ-ე.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1992 წლის 12 მარტს ნ. ჩ-ე არჩეულ იქნა ბათუმის ....... ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ ინსტიტუტის დირექტორად. ამავე დროს მას I განყოფილების უფროსის თანამდებობაც ჰქონდა შეთავსებული.

1996 წლის 3 სექტემბერს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოიწვიეს კრება, რომელსაEნ. ჩ-ე ესწრებოდა და ინსტიტუტის საქმიანობაში არსებული სხვადასხვა დარღვევებისათვის გამოუცხადეს უნდობლობა. ინსტიტუტის თანამშრომლებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და მოითხოვეს ნ. ჩ-ის გათავისუფლება. განცხადების საფუძელზე შეიქმნა კომისია, რომელმაც კომპლექსურად შეამოწმა ინსტიტუტის საქმიანობა (შემოწმების შედეგები ჩ-ის თანდასწრებით განიხილა) და 1997 წლის 27 მაისის ¹99 დადგენილებით გაათავისუფლა სამუშაოდან, ხოლო 1999 წლის 30 მაისის ¹29 ბრძანებით ინსტიტუტის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. 1997 წლის 13 ოქტომბრის ¹80 ბრძანებით შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გაათავისუფლეს I განყოფილების უფროსის თანამდებობიდან.

1999 წლის 18 აგვისტოს ნ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქმე განუხილველად დატოვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

1999 წლის 26 სექტემბერს ნ. ჩ-ემ კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

საკასაციო საჩივრით ნ. ჩ-ე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ინსტიტუტის საერთო კრება უფლებამოსილი იყო ჩატარებულიყო 32 თანამშრომლის თანდასწრებით, ფაქტობრივად კრებას 31 თანამშრომელი დაესწრო, აქედან 2 თანამშრომელი ამ დროისათვის გათავისუფლებული იყო და ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა.

მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმმაE დაარღვია კვორუმი: 5 წევრის ნაცვლად სხდომას 4 წევრი დაესწრო.

უფრო მეტიც, ინსტიტუტი საქართველოს მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება და დათხოვნის შესახებ ბრძანებაE აღნიშნულ სამინისტროს უნდა დაეშვა.

შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ერთთვიანი ვადა იწყება ბრძანების ჩაბარების დღიდან. ბრძანება კი დღემდე არ ჩააბარეს.

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას, უცვლელი დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინება შემდეგი მოსაზრებით:

დადგენილია, რომ ნ. ჩ-ე მუშაობდა ბათუმის ...... ინსტიტუტის დირექტორად და 1997 წლის 30 მაისის ¹29 ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

საქმის ერთობლივი მასალებით ირკვევა, რომ ნ. ჩ-ის განთავისუფლების ბრძანება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კაბინეტში გააცნო, შემდგომ ინსტიტუტის თანამშრმელთა ხელით გაეგზავნა სახლში (ს. ფ. 15-16).

ს. ფ. 14-ზე მოთავსებულია 1997 წლის 2 ივნისის აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. ჩ-ემ ბრძანება არ ჩაიბარა.

ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ დააარღვია კანონი, სახელდობრ, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, საფუძველს მოკლებულია.

მითუმეტეს, მისი განთავისუფლების საკითხი გამოქვეყნდა გაზეთ “......-ში“ 1997 წლის 6 და 7 ივნისს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი განთავისუფლება ინსტიტუტის წესდების დარღვევით მოხდა. წესდების 1.4. პუნქტის შესაბამისად ბათუმის ........ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც აირჩევა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ. შემდგომში მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ამტკიცებს.

ინსტიტუტის დირექტორი გადაირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ და საბჭოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭო.

1996 წლის 3 სექტემბერს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოიწვიეს კრება, რომელსაც თვით ჩ-ე ესწრებოდა და სხვადასხვა დარღვევებისათვის გამოუცხადეს უნდობლობა. კრებას კოლექტივის 48 თანამშრომლიდან ესწრებოდა 31, მათ შორის სამეცნიერო საბჭოს 11 წევრიდან, ნ. ჩ-ის ჩათვლით, _ 9.

ამდენად, კრება უფლებამოსილი იყო, განეხილა ეს საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში მოთავსებულ მასალებს და საპროცესო კოდექსის 377-ე, 390-ე მუხლების თანახმად მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი, ხოლო ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი _ დაუკმაყოფილებელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.