გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/40 1 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ლ. ისაკაძე
განიხილა ა. ს-ის წარმომადგენლის გ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე _ საქმეზე მ. ლ-ის სარჩელით მოპასუხე ა. ს-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ცისკაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ა. ს-ის, დიდუბის რაიონის გამგეობის მიმართ ქ. თბილისში, ...... გამზირი ¹100-ში მდებარე 22 კვ. მეტრი ფართიდან ა. ს-ის გამოსახლების და ამ ფართში მისი ოჯახის შესახლების შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ 1978 წლიდან ოჯახთან ერთად ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის (ამჟამინდელი დიდუბის რაიონის) აღმასკომის 1989 წლის 5 სექტემბრის ¹18\101-1815 გადაწყვეტილების საფუძველზე ზემოაღნიშნული ბინა უნდა დანგრეულიყო, მ. ლ-ის ოჯახს 4 სულზე გამოეყო ...... ქუჩაზე ასაშენებელ ¹2 კორპუსში სამ ოთახიანი ბინა. მაგრამ აღნიშნული ბინის მშენებლობა გაჭიანურდა, ..... გამზ. ¹100-ში მდებარე 33 კვ. მეტრი ფართის ბინა არ დანგრეულა და ეს ფართი დაკავებული აქვს ა. ს-ის ოჯახს, რომელიც მუშაობს კონსერვაციაში მყოფ ..... ქ. ¹2 16 სართულიანი სახლის დარაჯად სს “მ-ში“.
დიდუბის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. ლ-ის სარჩელი, ა. ს-ი გამოასახლა ..... ¹100 მდებარე ბინიდან, რომლის ძირითადი დამქირავებელია მ. ლ-ი. მოსარჩელემ საცხოვრებლად არ უნდა გამოიყენოს მის სახელზე რიცხული ბინა ..... გამზ. ¹100-ში, თანახმად სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისა, რადგან ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნულ ბინაში ცხოვრება შეუძლებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
თბილისში, ..... გამზ. ¹100-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა 33 კვ. მეტრის ფართით დროებით სარგებლობაში გადაეცა მ. ლ-ს თბილისში, ..... ქ. ¹2-ში მშენებარე საცხოვრებელი სახლის დამთავრებამდე.
სასამართლო გადაწყვეტილება ა. ს-ის თბილისში, ..... გამზ. ¹100-ში მდებარე ბინიდან გამოსახლების ნაწილში დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 14 სექტემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.
ა. ს-მა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, მოითხოვა მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება, სადავო ფართიდან მისი გამოსახლების აღსრულების შეჩერება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულია შემდეგი:
1. ..... ქუჩის კომპლექსურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ დანგრეულ ძველი შენობათაგან 16 სართულიანი სახლის მშენებლებმა სპეციალურად დატოვეს დაუნგრეველი 33 კვ. მეტრი ფართის სამოსამსახურო ნაგებობად, სადაE დროებით, სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით შეასახლეს ა. ს-ი;
2. სადავო ფართის ძირითადი დამქირავებელი თ. ქ-ი გარდაცვლილია; 1989 წელს ოფიციალურად გადაწყდა სადავო ფართის ძირითადი დამქირავებლის 9 ნათესავზე ბინით დაკმაყოფილება.
3. საქმეზე აუცილებელია წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც აღემატება განმცხადებლის შესაძლებლობებს;
4. საქმეში მხარედ უნდა ჩაერთოს სააქციო საზოგადოება „მ-ი“, რომელიცEაშენებს კონსერვაციაში მყოფ 16 სართულიან სახლს, სადაც ს-ი დარაჯად მუშაობს და ამ საზოგადოებამ დაუთმო დროებით სამოსამსახურო ფართი განმცხადებელს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა ა. ს-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა, შეჩერებული იქნა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება სამოქალაქო საქმეზე მ. ლ-ის სარჩელის გამო დიდუბის რაიონის გამგეობის და ა. ს-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ საქმის განხილვის დამთავრებამდე თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა ა. ს-ის წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების შესახებ.
სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოიხსნა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება ა. ს-ის გამოსახლების შესახებ თბილისში ...... გამზირი ¹100-ში მდებარე ბინიდან.
ა. ს-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 14 იანვარს განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ა. ს-ის წარმომადგენელი გ. გ-ე კერძო საჩივარში ითხოვს გაუქმდეს სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინება, განახლდეს საქმის წარმოება, შეჩერებული იქნეს სადავო ფართიდან ა. ს-ის გამოსახლება.
სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ა. ს-ის წარმომადგენლის გ. გ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების შესახებ. სასამართლომ განცხადება განუხილველი დატოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 429-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არასწორად იქნა გამოყენებული 429-ე მუხლი, რადგან სასამართლომ განჩინებაში არ იმსჯელა აღნიშნული განცხადების დასაშვებობის შესახებ, განცხადების დასაშვებობის შემოწმების ნაცვლად სასამართლომ იმსჯელა ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესახებ განცხადების საფუძვლებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს ა. ს-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობას სადავო ფართიდან ა. ს-ის გამოსახლების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინება, 2000 წლის 14 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ა. ს-ის წარმომადგენელს გ. გ-ეს უარი ეთქვას ქ. თბილისში, ...... გამზირი ¹100-ში მდებარე ბინიდან ა. ს-ის გამოსახლების აღსრულების შეჩერებაზე.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.