Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-64 25 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია

განიხილა მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე, მ. ა-ის სარჩელის გამო შპს „კ-ის“ გენერალური დირექტორის მ. ტ-ას და ს.ს. „ი-ს“ პრეზიდენტ შ. მ-ის მიმართ _ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: მ. ა-ე და „კ-ის“ წარმომადგენელი ნ. წ-ი.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. ა-ე მუშაობდა ქ. ფოთის საზღვაო სავაჭრო საწარმოო „ტ-ს“ პროფკომიტეტის თავმჯდომარედ და 1992 წლის 15 ივნისიდან დაენიშნა 1000 მანეთი.

1995 წლის 14 იანვარს დანიშნეს შპს „კ-ის“ კადრების ინსპექტორად.

1995 წლის 4 დეკემბრის ¹24 ბრძანებით განთავისუფლდა სამუშაოდან გამოუცხადებლობის მოტივით.

1997 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა კადრების უფროსის თანამდებობაზე.

ქ. ფოთის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 16 ივლისის განჩინებით გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

საქმის ახალი განხილვისას ფოთის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარს უარი უთხრა და უცვლელი დატოვა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრით მ. ა-ე საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ განჩინება დასაბუთებული არ არის, რითაც დარღვეულია საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის მოთხოვნა. მოპასუხემ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა, ამით კი დაარღვია საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე, 26-ე, 41-ე, 422-ე, 30-ე, 36-ე, 37-ე და 17-ე მუხლები.

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინება შემდეგი მოსაზრებით:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის და არა 136-ე მუხლის თანახმად, როგორც კასატორი მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, თუ ამას მხარეები მოითხოვენ და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.

უსაფუძვლოა მ. ა-ის განცხადება, რომ სასამართლომ შრომის კანონთა კოდექსის 42-ე და 422-ე მუხლები დაარღვია, რამდენადაც 1995 წლის 4 დეკემბრის ¹24 ბრძანებით სამუშაოდან განთავისუფლდა გამოუცხადებლობის გამო, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად.

1995 წლის 4 დეკემბრიდან 1997 წლის 25 აგვისტომდე მ. ა-ემ არ ერთ ინსტანციას არ მიმართა დარღვეული უფლების აღსადგენად და შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაარღვია შრომის დავის გადასაწყვეტად მიმართვის ერთთვიანი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 20 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.