გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-/98 7 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე რ. ჭ-ის სარჩელის გამო, სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება „ე-ის” მიმართ ზიანით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამეცნიერო- გაერთიანება „ე-ს” დაკისრებოდა მისთვის ზიანით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა _ მას პენსია დაენიშნა 1998 წლიდან, თვეში 103 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით, ხოლო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ე-ს" რ. ჭ-ის სასარგელოდ დაეკისრა 2382 ლარისა და 80 თეთრის გადახდა.
რ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაში Eვლილების შეტანას, კერძოდ, მოითხოვს მის სასარგებლოდ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ე-ისათვის" 2382 ლართან ერთად (1998-1999 წლების გაანგარიშებით) 665 ლარის (1997 წლის გაანგარიშებით) დაკისრებას ერთჯერადი გადახდით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგნეს 665 ლარს, რის გამოE იგი არ არის დასაშვები.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.