Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-335 12 იანვარი 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, დ. ხელაია

განიხილა ს. და ა. დ-ების საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ლ. ყ-ის სარჩელის გამო ს. დ-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით ს. დ-ს ლ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 044 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხა მოვალემ არ გადაიხადა, რის გამოცE მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთულ სახლზე, მდებარე თბილისში, ...... მე-2 შეს. ¹24-ში, 1999 წლის 4 მაისს დაინიშნა საჯარო ვაჭრობა, მაგრამ მყიდველის გამოუცხადებლობის გამო, აღმასრულებლის მიერ სათანადოდ შედგენილი აქტით, საჯარო ვაჭრობა არ შემდგარად გამოცხადდა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ს. დ-ის საკუთრებაში არსებული სახლი გადაეცა ლ. ყ-ს. ამჟამად ეს სახლი, თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით, ირიცხება, ლ. ყ-ის სახელზე.

1999 წლის 28 ივლისს ლ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ს. დ-ის და მისი ოჯახის წევრების გასახლება თავის სახელზე რიცხული სახლიდან.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დატოვებულია უცვლელად.

ს. და ა. დ-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი სამამულო ომის მონაწილეა, აღმასრულებელმა ისარგებლა მისი ამჟამინდელი უძლური მდგომარეობით და დატოვა უსახლკაროდ. მისი სახლის ღირებულების ნახევარიE კი საკმარისი იყო ვალის დასაფარავად.

პალატა თვლის, რომ ს. და ა. დ-ების საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნებს. მათ მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საფუძვლები, რითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება საქმის მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ საქმეზე ადრე დადგენილ კანონიერ ძალაში არსებულ გადაწყვეტილებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. რაც შეეხება რაიონულ სასამართლოს მიერ ამ საქმეზე ადრე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებას, ამ საკითხზე საკასაციო კოლეგია ვერ იმსჯელებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს საკასაციო საჩივრის წანამძღვრები, მაშინ საკასაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. და ა. დ-ების საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, რის გამოც დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

რაც შეეხება რაიონულ სასამართლოს მიერ ამ საქმეზე ადრე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებას, ამ საკითხზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. და ა. დ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.