გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹3კ-408 9 თებერვალი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე
განიხილა ტ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ტ. გ-ის სარჩელის გამო მ. ზ-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ტ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ 1998 წლის ივნისში თავისი ყოფილი რძლის ნ. ხ-ის თანამშრომელს მ. ზ-ს ასესხა 700 ამერიკული დოლარი, ყოველთვიურად 10%-ის დანამატით. მათ შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირად. როცა მისი შვილი და რძალი დაშორდნენ ეთმანეთს, მ. ზ-ს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, მაგრამ არ დაუბრუნა. მოსარჩელემ მოითხოვა მ. ზ-ისათვის 700 დოლარის და გადაუხდელი პროცენტების დაკისრება.
ქ. ქუთაისის სასამართლომ 1999 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ტ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე უცვლელად დატოვა.
ტ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და არსებითი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით მ. ზ-ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნასესხები ტ. გ-ისაგან 700 ამერიკული დოლარი და რომ გადახდილი აქვს რამდენიმე თვის პროცენტი. სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ფაქტი. სააპელაციო კოლეგიამ კი მიუთითა, რომ ვალის არსებობის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს წერილის არსებობა, რადგან მასში არ არის მითითებული თანხა _ 700 ამერიკული დოლარი. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და წერილების ურთიერთგაცვლა არ ჩათვალა ხელშეკრულების ფორმად.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორის წარმომადგენლის ი. გ-ის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ზ-ისათვის ნ. ხ-ის მიერ სესხის სახით 700 ამერიკული დოლარის ყოველთვიურად 10%-იანი სარგებლით გადაEემის ფაქტი უდავოდ არის მიჩნეული და ამას მოვალე ადასტურებს. გასარკვევი იყო, კონკრეტულად ვინ იყო გასესხებული თანხის კრედიტორი: ის ვინც ეს თანხა გადასცა მოვალეს, თუ ის, ვის კუთვნილებასა წარმოადგენდა ეს თანხა.
სააპელაციო სასამართლომ მ. ზ-ის წერილი ტ. გ-ისადმი მიიღო მტკიცებულებად, მაგრამ წერილი არ მიიჩნია ვალის არსებობის აღიარებად იმ საფუძვლით, რომ მასში მითითებული არ არის სადავო თანხა (700 ამერიკული დოლარი).
სასამართლოს ეს მოსაზრება არ ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში არსებული წერილით მოვალე კრედიტორად აღიარებს ტ. გ-ეს და ჰპირდება მისგან აღებული ვალის დროულად დაბრუნებას. ამდენად, სახეზე გვაქვს მხარეებს შორის სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლით გათვალისწინებული ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულება. რაც შეეხება ვალის ოდენობის საკითხს, მ. ზ-ის მხრიდან 700 ამერიკული დოლარის სესხების ფაქტს, აღნიშნული დადასტურებულია სასამართლო პროცესზე თვით მ. ზ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმაო მტკიებულებებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ტ. გ-ესა და მ. ზ-ს შორის 1998 წლის ივნისის თვეში დაიდო სასყიდლიანი (პროცენტიანი) სესხის ზეპირი ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პროცენტის ოდენობა (ყოველთვიური 10%). ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებას მოვალე გარკვეული პერიოდის მანძილზე ჯეროვნად ასრულებდა. 1998 წლის ნოემბრის თვემდე მოპასუხეს გადახდილი აქვს ვალი მოსარჩელის ყოფილი რძლისთვის ნ. ხ-ისთვის (პროცენტის გადახდის მომენტში უფლებამოსილი პირისთვის), ხოლო 1998 წლის ნოემბრიდან მოვალე ვალდებულებას კისრულობდა პროცენტი ეხადა ტ. გ-ისათვის, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც 1999 წლის 20 იანვარს კრედიტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და ითხოვა მოპასუხისათვის ვალისა და პროცენტის გადახდევინება.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადგენილი შეთანხმება ბათილია. მოცემულ შემთხვევაში სარგებლის სახით კრედიტორის მიერ მოვალესათვის განსაზღვრული ათი პროცენტის ოდენობა ეწინააღმდეგება მითითებული ნორმის მოთხოვნებს, რის გამოE მხარეთა შეთანხმება ამ მიმართებით 10%-იანი განაკვეთის დაკისრების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული იყო წლიური 27 პროცენტიანი განაკვეთი, რაE ყოველთვიურად შეადგენდა 2,3 %-ს. გონივრული შესაბამისობიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალის _ 700 აშშ დოლარის და ყოველთვიურად ამ თანხის 3%-ის გადახდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოვალეს გადასახდელი აქვს პროცენტი 1998 წლის ნოემბრიდან 2000 წლის თებერვლამდე, რა შეადგენს 294 აშშ დოლარს. ამდენად, მოპასუხე მ. ზ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ვალის _ 700 აშშ დოლარის და გადაუხდელი პროცენტის _ 294 აშშ დოლარის, სულ 994 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ტ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ. ზ-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 994 ამერიკული დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.
მ. ზ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 79 ლარის გადახდა. მითითებული თანხიდან 70% ჩაირიEხოს საქართველოს ეროვნული ბანკი ¹115141102 (კოდი 220101107) ანგარიშზე, 30% კი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.