Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-418 21 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, დ. ხელაია

განიხილა სსკბ „თ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს „ნია ოილის“ სარჩელის გამო სსკბ „თ-ის“ მიმართ, ზარალის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ მოისმინა მოსამართლე დ. ხელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სსკბ „თ-ი“ ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო მომსახურებას უწევდა შპს „ნ-ს“, რომელსაც აღნიშნულ ბანკში გახსნილი ჰქონდა საკორესპონდენტო ანგარიში.

1998 წლის 10 ნოემბერს შპს „ნ-ს“ მიერ სსკბ „თ-ს“ წარედგინა საგადასახადო დავალება ¹1, რომლის საფუძველზეE მოპასუხეს, რუსეთის ქ. ბუდიონოვსკის კომპანია “ტ-ისათვის“ შპს „ნ-ის“ ანგარიშიდან უნდა გადაერიცხა 24000 აშშ დოლარი, რომელიცE წარმოადგენდა აღნიშნული რუსული კომპანიის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ნ-ისათვის” მისაწოდებელი 136,6 ტონა თხევადი გაზის საფასურს.

შპს „ნ-სა“ და კომპანია „ტ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით, კომპანია „ტ-ი“ შპს „ნ-ს“ საქონელს მოაწვდიდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდებოდა შპს „ნ-ს“ მხრიდან წინასწარი გადახდა. კომპანია „ტ-ის“ ანგარიშზე მისაწოდებელი საქონლის საფასური, 1998 წლის 11 ნოემბრის ნაცვლად, გადაირიცხა 24 ნოემბერს, რამაცE გამოიწვია საქონლის დაგვიანებით გამოგზავნა.

“საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონით დაწესდა აქციზის 60 %-იანი გადასახადი საყოფაცხოვრებო თხევადი გაზის იმპორტზე. სსკბ „თ-ის“ ბრალის გამო, დაგვიანებით, 1998 წლის 9 დეკემბერს მიღებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას, შპს „ნ-მა“ გადაიხადა აქციზი _ საბაჟო ღირებულების 60%. თავის მხრივ, აქციზის განაკვეთმა გაზარდა დღგ-ს თანხაც, რამაც გამოიწვია საქონლის თვითღირებულების გაზრდა და მისაღები სარგებლის შემცირება.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ ზარალის _ 13351,88 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარებში, ასევე, საბანკო კანონმდებლობის დარღვევით გადარიცხვის განხორციელებისათვის 13 ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის _ 1560 აშშ დოლარის ანაზღაურება.

სსკბ „თ-მა“ 1999 წლის 15 მარტს კრწანისის რაიონის სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიE აღნიშნა, რომ შპს „ნ-ს“ მხრიდან შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მოითხოვა არაქონებრივი ზიანისათვის შპს „ნ-ს“ დაკისრებოდა 28000 ლარის გადახდა.

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო შეგებებული სარჩელი უარყო. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ნ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და სს კბ „თ-ის“ შპს „ნ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 15354.6 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა დღეისათვის არსებული კურსით, ხოლო სს კბ „თ-ის“ შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა.

კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ძალაში შევიდა არა 1998 წლის 29 ნოემბერს, არამედ 5 დეკემბერს; სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, ამასთან გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნები; სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების რომელი პუნქტი და მატერიალური სამართლის რომელი ნორმა იქნა დარღვეული „თ-ის“ მიერ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 5.2. და 5.2.1 მუხლებზე, „თ-ის“ მიერ ოპერაციის სწორად და დროულად ჩატარებაზე, მაგრამ არ არის გაანალიზებული თუ რა ვადებია ნაგულისხმები; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრული და დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის მოთხოვნები.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სსკბ „თ-სა“ და შპს “ნ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით ბანკი კისრულობდა კლიენტის საბანკო მომსახურეობის ვალდებულებას. ხელშეკრულების 5.1 და 5.2.1 პუნქტებით მხარეები ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ურთიერთვალდებულებებზე პასუხს აგებენ მთელი თავიანთი ფულადი სახსრებით და ქონებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების სწორად და თავისდროულად ჩატარებისათვის. შპს „ნ-მა“ წარუდგინა საგადასახადო დავალება სსკბ „თ-ს“ 24 000 აშშ დოლარის ქ. ბუდიონოვსკში კომპანია „ტ-ის“ ანგარიშზე გადასარიცხად. გადასახადის დანიშნულების გრაფაში ჩაწერილი იყო, რომ ეს გადარიცხვა ხორციელდებოდა თხევადი აირის საფასურის ანგარიშში. ამდენად, კასატორისათვის ცნობილი იყო, რომ ამ გადარიEხვით „ნ-ი“ აწარმოებდა ანგარიშსწორებას საქონლის შესყიდვის მიზნით კომპანია „ტ-თან“.

მხარეთა შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ 5.2.1 პუნქტით, ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების სწორად და თავისდროულად ჩატარებისათვის. ამ პუნქტში მართალია არ არის დაკონკრეტებული თუ რა ვადაში უნდა ეწარმოებინა ბანკს გადარიცხვითი ოპერაცია, მაგრამ გათვალისწინებული იქნა სსკბ „თ-ის“ გამგეობის თავმჯდომარის წერილი, რომლის თანახმად _ მზად იყო გადაეხადა ჯარიმა ყოველ ვადაგადაEილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, რაE 13 დღეზე შეადგენდა 1560 აშშ დოლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს სასამართლოს შეუძლია საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოსაზრება, თითქოს სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, თვითონ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

“საგადასახადო კოდექსში Eვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი გაზეთ „......-ში“ გამოქვეყნდა 14 ნოემბერს და ძალაში შევიდა 29 ნოემბერს. სწორედ ამ კანონით დაწესდა 60%-იანი გადასახადი საყოფაცხოვრებო თხევადი გაზის იმპორტზე. სსკბ „თ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობამ განაპირობა საქონლის დაგვიანებით მიღება, რის შედეგადაც შპს „ნ-ი“ დაიბეგრა ამ კანონით გათვალისწინებული 60%-იანი სააქციზო განაკვეთით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ნ-ს“ ზიანი მიადგა სსკბ „თ-ის“ ბრალით და სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დააკისრა მოპასუხეს 15354.6 აშშ დოლარის ანაზღაურება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე, 413-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.