გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/443 9 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ლ. ისაკაძე
განიხილა ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის დ. ლ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1998 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ი. გ-ის სარჩელი მოპასუხე ისნის რაიონის გამგეობასთან სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების, ხელფასის გადახდევინების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი. გ-ე მუშაობდა 1991 წლიდან 1996 წლის ნოემბრამდე სახაზინო საწარმო “ი-ს” საზოგადოებრივი კვების ¹..... გაერთიანების კაფე-ბარი “ვ-ის“ გამგედ.
ი. გ-ე 1996 წელს გაათავისუფლეს სამუშაოდან. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხელფასის გადახდევინება იმ საფუძვლით, რომ განიცდიდა დევნას და ზეწოლას, ხელფასს არ აძლევდნენ, დაუკარგეს პირადი საქმე.
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ი. გ-ის სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. გ-ის სარჩელი; შეწყდა საქმის წარმოება ი. გ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „შ“ პუნქტის თანახმად ისნის რაიონის გამგეობას დაეკისრა, გადაუხადოს ი. გ-ეს 1680 ლარი.
ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე დ. ლ-ა საკასაციო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნებას შემდეგი გარემოებების გამო: კაფე-ბარი „ვ-ი“ სამეურნეო ანგარიშზე იმყოფებოდა და თანამშრომლებს ხელფასი შემოსავლის მიხედვით ეძლეოდათ, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას არ უნდა მისცემოდა მიუღებელი ხელფასი. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, მაგრამ არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 102-ე და 178-ე მუხლები, რომლის თანახმადაE მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებს. ფულის კურსი 1991-1996 წლებში შეიEვალა რამდენჯერმე, ი. გ-ეს არ წარმოუდგენია Eნობები, თუ რომელ წელს რამდენი ხელფასი ჰქონდა და სასამართლოს არ გაურკვევია იმ პერიოდისათვის კუპონის შეფარდება ლართან, დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნას და 1991-96 წლებისათვის თვეში 30 ლარი იანგარიშა, რომელიE დააკისრა გამგეობას გადასახდელად. ყოველივე ამის გამოც კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ისნის რაიონის გამგეობისათვის ი. გ-ის სასარგებლოდ 1680 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ 1991-1996 წლებში მიუღებელი ხელფასის გადახდა ი. გ-ის სასარგებლოდ დააკისრა ისნის რაიონის გამგეობას იმ საფუძვლით, რომ გამგეობის იურისტმა პროცესზე დაადასტურა იმ პერიოდში გამგეობის მიერ ხელფასების გაუცემლობა. სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 97-ე მუხლი, მაგრამ იმავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ისნის რაიონის გამგეობა არ დაეთანხმა ყოველთვიური ხელფასის ოდენობას _ 30 ლარს, მაგრამ არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება თანხის რაოდენობის დასაზუსტებლად. ს. ფ. 98-ზე კი მოცემულია ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განმარტება, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ფინანთა სამინისტროდან გამოთხოვილი ყოფილიყო მონაცემები ი. გ-ისათვის ასანაზღაურებელი თანხის დასადგენად. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ ამ საქმის ხელახლა განხილვის დროს ზუსტად უნდა გაარკვიოს 1991-1996 წლებში რუსული რუბლის, კუპონისა და ლარის შეცვლისა და შემოღების პერიოდში ხელფასის სახით რა თანხები ერგებოდა ი. გ-ეს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის დ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება ისნის რაიონის გამგეობისათვის ი. გ-ის სასარგებლოდ 1680 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.