გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ-465 22 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
განიხილა საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მ. დ-მა, მ. კ-მა და დ. ხ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართ ზარალის ანაზღაურების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლ. გ-ა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე, კასატორმა შემოიტანა საკასაციო საჩივარი 1999 წლის 15 დეკემბერს ე. ი. 11 დღის დაგვიანებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.