გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\535 1 სექტემბერი 2000 წელი ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი \მომხსენებელი\ მ. გოგიშვილი
განიხილა რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე ნ. ლ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე რ. ფ-ის მიმართ არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ, ასევე, რ. ფ-ის შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების მასთან დადების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. ფ-ი ბოლნისის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის წევრი გახდა 1995 წელს. 1997 წლის 1 ივნისს რ. ფ-სა და ბოლნისის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამ-გეობამ რ. ფ-ს იჯარით გადასცა ბოლნისის ¹3 სასურსათო მაღაზიის 10 კვ.მ. ფართობი ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს არ მოუთხოვიათ ხელშეკრულების მოშლა და რ. ფ-ი აგრძელებდა სადავო შენობის 10 კვ.მ. ფართობის ფლობას.
1999 წლის 19 ოქტომბერს ნ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება სადავო ფართიდან. სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ სადავო შენობა მისი საკუთრებაა და მოპასუხე ხელს უშლის საკუთრების განკარგვაში.
რ. ფ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნ. ლ-სა და ბოლნისის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების და-დება. რ. ფ-ი სარჩელის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ იგი როგორც მეპაიე და მოიჯარე სარგებლობდა შესყიდვის უპირატესი უფლებით, რაიკოოპერატივის გამგეობამ კი მაღაზია გაყიდა ჩუმად, საჯაროობის პრინციპის დარღვევით.
მესამე პირად მოწვეულმა ბოლნისის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ ვ. კ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ. ფ-ი არის არასრული მეპაიე, ხოლო ნ. ლ-ი კი ხელახლა რეგისტრირებული მეპაიე, რისთვისაც ნ. ლ-ს მიეცა შესყიდვის უპირატესი უფლება.
სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან ორი თვის შემდეგ, 1999 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელე ნ. ლ-სა და ბოლნისის რაიკოოპერატივის თავმჯდომარეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება რის საფუძ-ველზეც ნ. ლ-მა მიიღო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სადავო ობიექტზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო რ. ფ-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ივნისის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
რ. ფ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “იჯარის შესახებ” კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
2. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი
და ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების მესამე თავის 3.2 მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
3. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარმოებები, კერძოდ არ დაადგინა დაირღვა თუ არა სადავო შენობის გაყიდვისას “დროებითი დებულების” მოთხოვნები; და ბოლოს სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას რომ რ. ფ-ი არ არის მეპაიე.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 ივნისის განჩინება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ფ-ი სარგებლობდა სადავო ფართით ხელშეკრულების ვადის გასვლის შედეგაც და რადგანაც გამგეობა არ შედავებია, სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად იჯარის ხელშეკრულება უნდა აითვალოს განახლე-ულად განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ფ-ი მოიჯარეა. ასამართლომ “იჯარის შესახებ” კანონის მე-11 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 169-ე მუხლის გამოყენებით მიიჩნია, რომ რ. ფ-ს მოიჯარეობით არ მოუპოვებია შესყიდვის უპირატესი უფლება, რად-გან იჯარის ხელშეკრულებაში არ ყოფილა გათვალისწინებული შეს-ყიდვის უპირატესი უფლება და არც კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 60.1. “ზ” პუნქტი თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივების სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” კანონით.
“სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი და ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის” დროებითი დებულების 3.2. მუხლის თანახმად, არასაჭირო კოოპერაციული ქონების შესყიდვის უპირატესი უფლება აქვს მეპაიეს, სისტემის მუშაკებს და შრომით კოლექტივს, სისტემის ინდივიდუალურ და კოლექტიურ მოიჯარეებს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოიჯარეებისათვის შესყიდვის უპირატეს უფლებას და ამ უფლების მოპოვებისათვის არ არის დათქმული რაიმე პირობა \იჯარა-გამოსყიდვა, მფლობელობის ხანგრძ-ლივობა\. ამდენად, პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გა-მოეყენებინა “იჯარის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 169-ე მუხლი. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი და ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის” დროებითი დებულების 3.2. მუხლი.
რ. ფ-ის განმარტებით იგი არის მეპაიე და სარგებლობს შესყიდვის უპირა-ტესი უფლებით. მოწინააღმდეგე მხარის _ ნ. ლ-ის განმარტებით რ. ფ-ი არის არასრული მეპაიე. ბოლნისის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით რ. ფ-ი ვალდებულების შეუს-რულებლობისათვის არ არის გარიცხული კოოპერატივიდან, იგი არის კოოპერატივის წევრი და არასრული მეპაიე. ამდენად, მხარეები არ უარყოფენ რომ რ. ფ-ი არის მეპაიე. სასამართლომ კი დაადგინა, რომ რ. ფ-მა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკარგა თავისი ქონების წილი კოოპერატივში და ამით დაკარგა შესყიდვის უპირატესი უფლება.
პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი იურიდიული შეფასება შეუძლებელია. მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს შესყიდვის უპირატეს უფლებაზე და არა კოოპერატივის ქონებაში წილის განსაზღვრაზე. სასამართლოს უნდა გაერკვია არის თუ არა რ. ფ-ი კოოპერატივის წევრი და მეპაიე.
“სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი და ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის” დროებითი დებულების შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ კოოპერაციული ქონების გაყიდვა უნდა გატარდეს კრებებზე, რწმუნებულთა კრებებზე მეპაიეთა წარმომადგენლობით, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობით. ამავე დებულების 4.1. მუხლის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში ქონების გაყიდვა ხორციელდება საწარმოთა შესყიდვით, კონკურსის ან აუქციონის წესით.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკ-ვლიოს რა წესით იქნა გაყიდული სადავო შენობა ნ. ლ-ზე, კოოპერაციული ქონების გაყიდვისას დაცული იყო თუ არა საჯაროობა.
ამდენად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენითა და სწორი სამართლებრივი შეფასებით უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 ივნისის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.