Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-579 13 დეკემბერი, 2000 წელი ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი მ. წიქვაძე

დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

“ე. ბ-ის” თბილისის ფილიალმა სს “ქ. ბ-ის” წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა 1999 წლის 1 ივლისის კონვერტაციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ 70 000 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა პირგასამტეხლოს _ 6898 აშშ დოლარის, ზიანის _ 4 900 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 214,2 აშშ დოლარისა და 127,75 ლარის ანაზაღაურება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 70 000 აშშ დოლარის ნაწილში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს “ქ. ბ-ს” “ე. ბ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ძირი-თადი თანხის 70000 აშშ დოლა-რისა და პირგასამტეხლოს _ 8298 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, სამართლებრივი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები _ 500 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟი _ 2 178 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 80976 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სასამართლომ 7 829 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა თანხის დაკისრებაზე (7 829 აშშ დოლარის) უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწ-ყვეტილებით სს “ქ. ბ-ს” “ე. ბ-ის” სასა-რგებლოდ დაეკისრა 8329,80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

სს “ქ. ბ-ი” საკასაციო საჩივრით მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას სსსკ 394-ე მუხლის “ე”პუნქტის საფუძველზე.

საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამარ-თლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):

1. 2000 წლის 13 დეკემბერს სს “ქ. ბ-ი” 50 000 (ორმოცდაათი ათას) აშშ დოლარს შეიტანს “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალის სალაროში ნაღდი ფულის სახით ან გადარიცხავს ფილიალის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ბ-ში (სებ-ში): ¹..., ელ. კოდი 220101822. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა სს “ქ. ბ-ის” მიერ 2000 წლის 13 დეკემბერს “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალში წარმოდგენილი იქნეს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო 2000 წლის 14 დეკემბერს სებიის საოპერაციო სამმართველოს ამონაწერის ორიგინალი თანხის ჩარიცხვის შესახებ.

2. 2000 წლის 13 დეკემბრიდან სამი თვის განმავლობაში, არა უგვიანეს 2001 წლის 13 მარტისა სს “ქ. ბ-ი” ანგარიშსწორების იგივე წესით გადაუხდის “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალს 20 000 (ოცი ათას) აშშ დოლარს.

3. თუ წინამდებარე მორიგების რომელიმე პირობა არ იქნება შესრულებული ან შესრულდება არაჯეროვნად, მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხისადმი ავტომატურად აღსდგება სრული მოცულობით _ 83 215 (ოთხმოცდა სამი ათას ორას თხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გადახდევინება სს “ქ. ბ-ისაგან” “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალის სასარგებლოდ მოხდება უდავო წესით, ე. ბ-ის საგდასახადო მოთხოვნის ან სასამართლო აღმასრულებლის საინკასო დავალებისა თუ სხვა ნებისმიერი ნებადართული გზით.

4. მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში მოპასუხე სს “ქ. ბ-ს” უფლება არა აქვს მოითხოვოს 13.12.2000წ.-დან 13.03.2001წ_მდე პერიოდში მორიგების პირო-ბათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების მომენტამდე “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალისადმი გადახდილი თანხების უკან დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო 2000 წლის 13 დეკემბრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდნენ.

პალატა თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებას, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 272-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სა-სამართლოს 2000 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მორიგების საფუძველზე. მხარეთა შორის მიღწეული მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

1. 2000 წლის 13 დეკემბერს სს “ქ. ბ-ი” 50 000 (ორმოცდაათი ათას) აშშ დოლარს შეიტანს “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალის სალაროში ნაღდი ფულის სახით ან გადარიცხავს ფილიალის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ბ-ში (სებ-ში): ¹..., ელ. კოდი 220101822. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა სს “ქ. ბ-ის” მიერ 2000 წლის 13 დეკემბერს “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალში წარმოდგენილი იქნეს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო 2000 წლის 14 დეკემბერს სები-ის საოპერაციო სამმართველოს ამონაწერის ორიგინალი თანხის ჩარიცხვის შესახებ.

2. 2000 წლის 13 დეკემბრიდან სამი თვის განმავლობაში, არა უგვიანეს 2001 წლის 13 მარტისა სს “ქ. ბ-ი” ანგარიშსწორების იგივე წესით გადაუხდის “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალის 20 000 (ოცი ათას) აშშ დოლარს.

3. თუ წინამდებარე მორიგების რომელიმე პირობა არ იქნება შესრულებული ან შესრულდება არაჯეროვნად, მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხისადმი ავტომატურად აღსდგება სრული მოცულობით _ 83 215 (ოთხმოცდა სამი ათას ორას თხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გადახდევინება სს “ქ. ბ-ისაგან” “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალის სასარგებლოდ მოხდება უდავო წესით, “ე. ბ-ის” საგადასახადო მოთხოვნის ან სასამართლო აღმასრულებლის საინკასო დავალებისა თუ სხვა ნებისმიერი ნებადართული გზით.

4. მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში მოპასუხე სს “ქ. ბ-ს” უფლება არა აქვს მოითხოვოს 2000 წლის 13 დეკემბრიდან 2001 წლის 13 მარტამდე პერიოდში მორიგების პირობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების მომენტამდე “ე. ბ-ის” თბილისის ფილიალისადმი გადახდილი თანხების უკან დაბრუნება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.