Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა ¡

¹3კ\693 1 ნოემბერი 2000 წელი ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ბ. კობერიძე მ. ცისკაძე

დავის საგანი: უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ერთოთახიანი ბინის მესაკუთრეა გ. ღ-ი. ამ ბინის გვერდზე მდებარე ოთახში, რომელთანაც საერთო შესასვლელი, სამზა-რეულო და სველი წერტილი აქვთ, ცხოვრობდა გ. კ-ე. გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ 1992 წლიდან ბინას პატრონობდა მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ნ. კ-ი.

1999 წელს ნ. კ-მა აღნიშნული ბინა გაასხვისა ტ. ჟ-ზე. გ. ღ-მა ჩათვალა, რომ ამით დაირღვა მისი, როგორც მეზობლის უპირატესი შესყიდვის უფლება.

1999წლის 6 სექტემბერს გ.ღ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა აღნიშნულ ფართზე.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბინაზე ნ. კ-სა და ტ. ჟ-ს შორის ყიდვა-გაყიდვის დადებული ხელშეკრულება. ტ. ჟ-ი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ტ. ჟ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასა-მართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ტ. ჟ-მა, გ. ღ-მა და ნ. კ-მა წარმო-ადგინეს მორიგების შეთანხმება და პალატის წინაშე იშუამდგომლეს მორიგების შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით: ნ. კ-ი კისრულობს ვალდებულებას, დაუბრუნოს ტ. ჟ-ს 2000 წლის 15 ნოემბრამდე 1920 ( ათას ცხრაას ოცი) აშშ დოლარი, ხოლო ტ. ჟ-მა ამ თანხის მიღების შემდეგ უნდა გაათავისუფლოს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ბინა და ამ ბინის მიმართ პრეტენზია აღარ ექნება. ვინაიდან ტ. ჟ-მა სადავო ბინაში იცხოვრა 14 თვე და მას ერიცხება ელექტროენერგიისა და სხვადასხვა სახის კომუნალური გადასახადების დავალიანება, ამიტომ თანახმაა ნ.კ-ს მისაღები 1920 აშშ დო-ლარიდან, დაუტოვოს 100 აშშ დოლარი ამ გადასახადების დასაფარავად.

2000 წლის 15 ნოემბრამდე, გელა ღ-მა უნდა გადაუხადოს ბინის ბინის შეძენის საფასური _ 1 600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარი ხოლო ნ. კ-მა კი ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხული ბინა გაუფორმოს საკუთრების უფლებით გ. ღ-ს თანხის მიცემის შემდეგ _ 2000 წლის 15 ნოემბრისათვის. ამ ბინის მიმართ ნ. კ-ს პრეტენზია აღარ ექნება.

1999 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ბათილად ნ. კ-სა და ტ. ჟ-ის შორის, ბათილად იქნეს ცნობილი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე გ. ღ-ს, მოპასუხე ნ. კ-ს და მესამე პირს _ ტ. ჟ-ს შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს შემდეგი წარმოდგენილი პირობებით: ნ. კ-სა და ტ. ჟ-ს შორის 1999 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნეს ცნობილი.

2000 წლის 15 ნოემბრამდე ნ. კ-მა დაუბრუნოს ტ. ჟ-ს 1820 (ათას რვაას ოცი) აშშ დოლარი. ამ თანხის მიღების შემდეგ ტ. ჟ-ი გაათავისუფლებს დაკავებულ ბინას და მას პრეტენზია აღარ ექნება.

გ. ღ-მა გადაუხადოს ნ. კ-ს 2000 წლის 15 ნოემბრამდე 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარი. ნ. კ-მა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11 მდებარე ბინა საკუთრების უფლებით გადაუფორმოს გ. ღ-ს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ღ-ს, ნ. კ-ს და ტ. ჟ-ს შორის მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

2000 წლის 15 ნოემბრამდე ნ. კ-მა გადაუხადოს ტ. ჟ-ს 1820 (ათას რვაასოცი) აშშ დოლარი. ამ თანხის მიღების შემდეგ ტ. ჟ-მა გაათავისუფლოს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ბინა. ნინო კ-სა და ტ. ჟ-ს შორის ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ბინის, 1999 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნეს ცნობილი.

2000 წლის 15 ნოემბრამდე, გ. ღ-მა გადაუხადოს ნ. კ-ს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ბინის შეძენის საფასური _ 1600 (ათას ექვსასი) აშშ დოლარი

გ. ღ-ის მიერ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ ნ. კ-ის სახელზე რიცხული ბინა აღირიცხოს საკუთრების უფლებით გ. ღ-ის სახელზე.

საკასაციო წარმოება მოცემულ საქმეზე შეწყდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.