გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/255 28 ივლისი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, თ. კობახიძე
განიხილა მოსარჩელე ჯ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 7 მარტის განჩინებაზე, საქმეზე ჯ. ჩ-ას სარჩელის გამო სენაკის რაიონის ნოტარიუსისა და ჟ. ბ-ას მიმართ, ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბ. ხიმშიაშვილის მოხსენება საკასაციო საჩივართან დაკავშირებით
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კასატორმა ჯ. ჩ-ამ 1998 წლის 25 ნოემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სენაკის რაიონის ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ჟ. ბ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობის (რეესტრი ¹.......-ის) ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მისი დედის, აწ გრდაცვლილ ლ. ბ-ას სახელით შედგენილი ანდერძი იყო ყალბი, რომ ასეთი განკარგულება სინამდვილეში ლ. ბ-ას სიკვდილამდე არ დაუტოვებია. გარდა ამისა, ლ. ბ-ას სახელზე კერძო საკუთრების სახლი არ ირიცხებოდა. ამასთან, ის იყო მე-2 ჯგუფის ინვალიდი და ეკუთვნოდა სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი.
ეს დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლოების მიერ, ბოლოს სენაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით კასატორ ჯ. ჩ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ აწ გარდაცვლილ ლ. ბ-ას სახელით შედგენილი ანდერძის დამოწმებისას დაEული იყო მოქმედი კანონი.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია კასატორმა ჯ. ჩ-ამ და გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კასატორ ჯ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
ჯ. ჩ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო პალატამ მოისმინა მოპასუხე ჟ. ბ-ას წარმომადგენელ ლ. ა-ას განმარტება, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტოვები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკცებულებებით ირკვევა, რომ სამკვიდრო ქონება _ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. სენაკში, ..... ქ. ¹15-2ში, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ დ. ბ-ას, რომელიც გარდაიცვლა 1984 წლის 24 იანვარს.
სადავო სახლში, მესაკუთრის დ. ბ-ას გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრებას აგრძელებდა კასატორ ჯ. ჩ-ას დედა, ლ. ბ-ა, რომელიც გარდაიცვალა 1995 წლის 22 ოქტომბერს ისე, რომ სადავო სახლი მის სახელზე არ გადაფორმებულა. სენაკის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუსის ლ. კ-ის მიერ 1996 წლის 3 მაისს მოპასუხე ჟ. ბ-აზე გაცემულ იქნა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, რომლის საფუძვლად მიჩნეულ იქნა 1988 წლის 25 დეკემბრის, სენაკის (ყოფილი ცხაკაია) რაიონის სოფ. ...... სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნის მიერ დამოწმებული აწ გარდაცვლილ ლ. ბ-ას სახელით შედგენილი ანდერძი, რომლითაც სადავო სახლი ანდერძით დაუტოვა საქმეში დაინტერესებულ პირს ჟ. ბ-ას.
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ:
ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაცემის მომენტისათვის მოქმედი სახელმწიფო ნოტარიუსის შესახებ საქართველოს 1974 წლის 27 დეკემბრის კანონის 56-ე მუხლისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 23 ნოემბრის ¹455 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო სანოტარო კანტორების მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 99-ე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ნოტარიუსი სამემკვიდრეო მოწმობას გასცემს იმ შემთხვევაში თუ სამკვიდრო ქონებაში შედის საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი), ბინა და წარმოდგენილი იქნება უფლებაგანმსაზღვრელი დოკუმენტი, რომლითაც სახლი სამემკვიდრეოს დამტოვებელს ეკუთვნის. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია და მხარეებიE არ უარყოფენ, რომ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაცემისას სადავო სახლი მოანდერძე ლ. ბ-ას საკუთრებას არ წარმოადგენდა, საკუთრების დამადასტურებელი საბუთი არ ყოფილა წარდგენილი. სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 1984 წელში გარდაცვლილ დ. ბ-ას სახელზე. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა აღნიშნული კანონი და არასწორი შეფასება მისცა სანოტარო მოქმედების კანონიერებას.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში იმ თვალსაზრისით, რომ მოანდერძის, აწ გარდაცვლილ ლ. ბ-ას, მიერ სადავო სახლზე ფაქტობრივი დაუფლება მიიჩნია საკუთრების დადასტურებად, მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვს, საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან. 556-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მემკვიდრეობის მიღებას, რომლის თანახმადაც, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, მაგრამ საკუთრების წარმოშობისათვის საჭიროა მისი კანონით დადგენილი წესით შესაბამის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორი ჯ. ჩ-ა არ იყო ლ. ბ-ას თანამყოფი მემკვიდრე, სამემკვიდრეო ქონებას არ დაუფლებია. ამავე დროს საქმეში არის კასატორის განმარტება, რომ მან სადავო სახლი მიიღო ფაქტობრივ მფლობელობაში და ეს სახლი გაქირავებული აქვს და მასში მდგმურის უფლებით Eცხოვრობს დ. კ-ა. კასატორის განმარტებას სასამართლოს მიერ შეფასება არ მისცემია და მისი გამოკვლევა არ მომხდარა, რითაცE დაირღვა საქართველლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც “სასამართლო აფასებს მტკიEებულე-ბებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიE უნდა ემყარებოდეს სასასმართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ”. თუ სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებად კასატორის აღნიშნული ახსნა-განმარტებითი ბარათი, მაშინ ამავე პროცესის 104-ე მუხლის თანახმად უნდა მიეღო განჩინება მისი მიუღებლობის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოანდერძე ლ. ბ-ა გარდაიცვალა 1995 წლის 22 ოქტომბერს.
ანდერძისმიერმა მემკვიდრემ ჟ. ბ-ამ სამკვიდროს მიღების შესახებ ნოტარიუსს მიმართა. 1996 წლის 6 მაისს, ანუ მაშინ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 6 თვის გასვლის შემდეგ ისე, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა სასამართლოს მიერ გაგრძელებული არ ყოფილა. ნოტარიუსმა გასცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. გარდა ამისა, საქმეში არსებული განცხადების მიხედვით ჟ. ბ-ამ სანოტარო კანტორაში განცხადება მემკვიდრეობის მიღების შესახებ წარადგინა 1996 წლის 6 მაისს, ანდერძისმიერი მემკვიდრეობა კი გაცემულია იმავე წლის 3 მაისს, ანუ სამი დღით ადრე სანამ მემკვიდრე მოითხოვდა სამემკვიდრეო ქონებას. ამ მტკიცებულებებს სასამართლოს მიერ შეფასება არ მიეცა, რითაც დაირღვა სამოქალაოქ საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
დაინტერესებული პირის მიერ მემკვიდრეობის მიღების შესახებ ნოტარიუსის სახელზე დაწერილ განცხადებაში (ს. ფ. 11) ლ. ადამიაზე გაცემულ რწმუნებაში (ს. ფ. 15) ქუთაისის საოლქო სასამართლოსა და ხობის რაიონის მმაჩის განყოფილების სახელზე დაწერილ განცხადებაში ჟ. ბ-ა მის საცხოვრებელ ადგილს მიუთითებს, ...... ქ. ¹15-ს. ამასვე მიუთითებს ამავე ქუჩის მცხოვრებლების, 39 პიროვნების მიერ ხელმოწერილი განმარტება. სადავო სამემკვიდრეო სახლი კი მდებარეობს ...... ქ. ¹12-ში, ხოლო ამავე ქუჩის ¹15-ში მდებარეობს დაინტერსებული პირის ჟ. ბ-ას, საცხოვრებელი სახლი ამ მტკიცებულებების შეფასებით და სხვა გარემოებათა გამოკვლევით სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ჟ. ბ-ა იყო თუ არა თანამყოფი მემკვიდრე და ჰქონდა თუ არა ნოტარიუსს უფლება სამემკვიდრეოს მიღების გაშვებული ვადის დადგენილი წესით გაგრძელების გარეშე,Eგაცეა ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.