Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3კ/426 4 აგვისტო, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, მ. ცისკაძე

სასამართლოს ღია სხდომაზე განიხილა ს. ა-ის საკასაციო საჩივარი და ვ. ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ს. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხეებთან ვ., პ., ი., მ. ჩ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ და ვ. ჩ-ის შეგებებული სარჩელით ს. ა-ესთან, ბინის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ს. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების ვ., პ., ი. და მ. ჩ-ების თბილისში, ....... ქ. ¹11-ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ერთი 13 მ2 ფართის ოთახიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით: 1966 წელს მამამისმა ა. ა-ემ მიაქირავა მოპასუხე ვ. ჩ-ს ერთი 13 მ2 ფართის ოთახი და შუშაბანდი 13 მ2, რაშიც ჩ-მა ერთდროულად გადაიხადა 3000 (სამი ათასი) მანეთი. შეთანხმების თანახმად ჩ-ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 4 მანეთი ქირა და კომუნალური გადასახადები. თუ ჩ-ი წავიდოდა, ორი წლის განმავლობაში მას დაუბრუნდებოდა მის მიერ გადახდილი მთელი თანხა, ორი წლის შემდეგ კი _ თანხის 70%. მოსარჩელის განმარტებით 10 წელია თხოვს მოპასუხეებს ბინის დაცლას, თავაზობს შესაბამის თანხას, მაგრამ მოპასუხეები ბინას არ ათავისუფლებენ.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და ვ. ჩ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ოთახის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მამასა და მას შორის დაიდო არა ბინის ქირავნობის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელის მამას 3000 (სამი ათასი) მანეთი გადაუხადა ბინის საფასური.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ....... ქ. ¹11-ში მდებარე სახლის ლიტერ „ა“ ნაგებობის პირველი სართულის ¹2 ოთახიდან და მის წინ მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან. მოსარჩელე ს. ა-ეს დაეკისრა მოპასუხეების სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი თანხის 70%-ის _ 1319, 50 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებულ სარჩელზე ვ. ჩ-ს ეთქვა უარი. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება. მოსარჩელეს ჰყავს მრავალრიცხოვანი ოჯახი და მას გაქირავებული ოთახი სჭირდება თავისთვის და სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების შესაბამისად სარჩელი დააკმაყოფილა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. ა-ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა ვ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი და იგი ოჯახის წევრებთან ერთად ცნობილ იქნა სადავო ფართის მოსარგებლედ. მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელისათვის ბინის ქირის გადახდა თვეში 4 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს. ა-ემ, ისე ვ. ჩ-მა. ს. ა-ე ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: კასატორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“, მაშინ, როცა უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლი. სასამართლო სხდომაზე კასატორმა ა-ემ, ასევე განმარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეები არიან ე. წ. დათმობის ხელშეკრულების მდგმურები, მაშინ იგი თანახმაა გადაუხადოს მოპასუხეებს ბინის კომპენსაციის თანხა იმ ოდენობით, რასაც სასამართლო დაადგენს.

ვ. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის მამასა და მას შორის დადებული იყო ნასყიდობის პირობით გაუქმებითი ხელშეკრულება. მხარეებმა გარიგების გაუქმება დაუკავშირეს გარემოებებს (მის მიერ ბინის მიღებას), თუ იგი მოისურვებდა წასვლას, ორი წლის განმავლობაში მიიღებდა 3000 მანეთს, ხოლო ორი წლის შემდეგ _ 3000 მანეთის, გაყიდვის საერთო თანხის 70%-ს ე. ი. გარიგების მოშლა დამოკიდებული იყო მის მიერ ბინის მიღებაზე, რაც არ მომხდარა.

კასატორ ჩ-ის აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვა-ნელა სსკ 1507-ე და 90-ე მუხლებით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის I ნაწილით და იგი უნდა ეცნო შეძენილი ფართის მესაკუთრედ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები და თვლის, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარს უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა საცხოვრებელი ბინის „დათმობის“ ხელშეკრულებად და სწორად გამოიყენა 1998 წლის კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ,“ თუმცა, არ გამოარკვია მოსარჩელე მხარე თანახმა იყო თუ არა, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, გადაეხადა მოპასუხეებისათვის სადავო ფართის ღირებულება. როგორEსაკასაციო პალატაში საქმის განხილვის დროს მოსარჩელე ს. ა-ემ განმარტა, იგი თანახმაა, მოპასუხეებს გადაუხადოს სადაო ფართის კომპენსაცია. ასეთ შემთხვევაში „საცხოვრებელ სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოპასუხეები მოვალენი არიან გაათავისუფლონ დაკავებული სადგომი. საქმეში წარმოდგენილია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1579 დოლარს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის გადახდა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის გადახდა თვეში 4,70 ლარის ოდენობით, მაშინ როცა მოსარჩელე არ თხოულობდა ქირის დაკისრებას, არამედ ითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა: მიაკუთვნა მოსარჩელეს ის, რაცE მას არ უთხოვია (ბინის ქირა).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ვ. ჩ-ის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მამასა და მას შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის პირობით გაუქმებითი ხელშეკრულება, რადგან საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მამა ა. ა-ე უთმობს ოთახს თავის შუშაბანდით ვ. ჩ-ს, როგორE მდგმურს, რომელშიE ერთდროულად აიღო თანხა 3000 (სამი ათასი) მანეთი. ვ. ჩ-ს უნდა ეხადა ქირა თვეში 4 მანეთი და კომუნალური გადასახადი. ამდენად, შეთანხმებაში აღნიშნულია ვ. ჩ-ის სტატუსი, რომ იგი იქნებოდა მდგმური და, როგორE მდგმური, იხდიდა ქირას 4 მანეთს თვეში, რაE გამორიEხავს იმის მტკიEებას, რომ მან აღნიშნული ფართი საკუთრებაში შეიძინა.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ გ ი ტ ა :

ს. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დაკმაყოფილდეს ს. ა-ის სარჩელი, მოპასუხეები ვ., პ., ი., მ. ჩ-ები გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტერ „ა“-ს პირველ სართულზე განლაგებულ ¹2 ოთახიდან და მის წინ მდებარე შუშაბანდიდან.

ს. ა-ეს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისროს სადავო ფართის კომპენსაციის 1579 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების მომენტში არსებული კურსის მიხედვით.

ვ. ჩ-ს შეგებებულ სარჩელში უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.