გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3კ/477 28 ივლისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები რ. ნადირიანი, დ. ხელაია
განიხილა ე. ბ-ის, ე., მ. ხ-ების და ლ. ძ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ე. ბ-ის სარჩელის გამო ე., მ. ხ-ების და ლ. ძ-ას მიმართ უკანონო ნაგებობათა აღების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ე. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მხარეები არიან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები. სახლის პირველ სართულზე მცხოვრებლებმა: ე., მ. ხ-ებმა და ლ. ძ-ამ უნებართვოდ შემოღობეს საერთო სარგებლობის ეზო, ფანჯრების ქვეშ სათანადო ნებართვის გარეშე ააშენეს სათავსო. ასევე კიბის ქვეშ მოაწყვეს სათავსო, რითაც ილახება მათი ერთად ცხოვრების საერთო წესები. მითითბული საფუძვლით მოითხოვა უნებართვო სათავსოების აღება და საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთისათვის მავთულბადის მოხსნა.
დიდუბე-ჩუღურეთის აიონულმა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ავტოფარეხის აღების ნაწილში შეცვალა და ამ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის საფუძვლით, ხოლო დანარჩენ ნაწილში დატოვა უცვლელად. ე. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 218-ე, 220-ე, 224-ე მუხლების მოთხოვნები, რომლითაც საერთო სარგებლობის ეზო მესაკუთრეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს; ასევე, უსაფუძვლოდ მიუთითა ხანდაზმულობის ვადაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის მოთხოვნები.
ე. და მ. ხ-ები და ლ. ძ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ღობისა და სათავსოს აღების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის „ა“ პუნქტით. მაშინ, როდესაც სახლის უკანა მხარეს მდებარე ეზოს, რომელიც შემოღობილია მავთულბადით არ წარმოადგენს არE ინდივიდუალურ და არE საერთო საკუთრებას; საოლქო სასამართლომ ღობე ჩათვალა საერთო საკუთრებად; სადაო საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაშიE კი მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესების დარღვევას.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გაზიარებულ უნდა იქნეს, ხოლო ე., მ. ხ-ების და ლ. ძ-ას საკასაციო საჩივარი კი უსაფუძვლოდ იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისში ...... ქუჩა ¹115-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველი სართულის მობინადრეებმა ე. და მ. ხ-ებმა, ლ. ძ-ამ უნებართვოდ შემოღობეს საერთო სარგებლობის ეზო, კიბის ქვეშ მოაწყვეს სათავსო, ხოლო ეზოში სათანადო ნებართვის გარეშე ააშენეს ავტოფარეხი. ამავე სახლის მეორე სართულის მობინადრემ ე. ბ-მა მისი უფლებები მიიჩნია დარღვეულად და მოითხოვა უკანონო ნაგებობების აღება. სააპელაციო სასამართლომ უარყო რა სარჩელი ავტოფარეხის აღების ნაწილში, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით, მაშინ, როდესაც უკანონო და უნებართვო მშენებლობის აღებაზე ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ხ-ას მიერ სადავო ავტოფარეხი აშენებულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და წესების დარღვევით, სათანადო ნებართვის გარეშე. მოპასუხეებს დაკავებული აქვთ საერთო სარგებლობაში და საკუთრებაში არსებული ეზო, მაშინ, როდესაE სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად _ მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. მოპასუხეები დამოუკიდებლად სარგებლობენ საერთო სარგებლობის ეზოთი (შემოღობილი აქვთ მავთულბადით) და საშუალებას არ აძლევენ მოსარჩელეს ისარგებლოს საერთო საკუთრებით.
ამდენად, მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ თითქოს მათი მოქმედებით არ ილახება მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 220-ე მუხლით ყოველი ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად. საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ-ს უარი ეთქვა სათავსოს (ავტოფარეხის) აღებაზე, არ ეფუძვნება სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 219-ე, 220-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითა მოპასუხეების მიერ სათანადო ნებართვის გარეშე მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე აგებული ავტოფარეხი აღებულ იქნეს. პალატამ იხლმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. და მ. ხ-ების, ლ. ძ-ას საკასაციო საჩივარზე უარი ეთქვათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 მაისის გადაწტვეტილება ავტოფარეხის აღებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისში ...... ქუჩა ¹115 ა-ში მდებარე სახლის სადარბაზოსთან ე. და მ. ხ-ების, ლ. ძ-ას მიერ უნებართვოდ აგებული ავტოფარეხი აღებული იქნეს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.