Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-508 2000 წლის 28 ივლისი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: მ. წიქვაძე, რ. ნადირიანი

ღია სხდომაზე განიხილა რ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 მაისის განჩინებაზე, საქმეზე, რ. ჭ-ას სარჩელის გამო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის მიმართ, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბ. ხიმშიაშვილის მოხსენება საკასაციო საჩივართან დაკავშირებით და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ისპექციის ...... მოვალეობის შემსრულებლის 1998 წლის 24 ნოემბრის ¹146 ბრძანებით “სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის, სამსახურეობრივი უფლებების გადაჭარბების, ინსპექციის უფროსის ფიზიკური შეურაცხყოფის და თანამდებობაზე დანიშვნისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის “ვ” პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის” საფუძველზე კასატორი რ. ჭ-ა განთავისუფლდა ფიტოთერაპიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ...... თანამდებობიდან.

კასატორმა რ. ჭ-ამ უკანონოდ მიიჩნია სამუშაოდან განთავისუფლება, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

მოპასუხე ფიტოთერაპიის კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით კასატორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორმა რ. ჭ-ამ 1998 წლის 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით თვითნებურად მიატოვა სამსახური და ამიტომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტით მისი სამუშაოდან განთავისუფლება კანონიერად მიიჩნია. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორი რ. ჭ-ა უშუალო სამსახურეობრივი ზედამხედველობით უკავშირდებოდა თავის დას, ძმას, რითაE დარღვეულ იქნა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის “ვ” პუნქტი, რაც ამავე კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იწვევს მოხელის განთავისუფლებას სამსახურიდან. კასატორის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულ სამუშაოდან დათხოვნის სხვა საფუძვლებზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია და არE მოპასუხე ორგანიზაციას, ბრძანების ავტორს, არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით.

კასატორმა უსწოროდ მიიჩნია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კანონიერად ჩაითვალა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების ის პუნქტები, რომელთა გამოც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მან სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 10 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორ რ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმებულ იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა იმავე სასამართლოს. ეს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა კასატრ რ. ჭ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორ რ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა კასატორ რ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ 1998 წლის 10 ნოემბერს თანამშრომლებს შორის ისპექციის უფროსის მიერ მობილური ტელეფონების განაწილებისას კასატორმა რ. ჭ-ამ გადააჭარბა უფლებამოსილებას, როცა ინსპექციის უფროსს სთხოვა მობილური ტელეფონის აპარატი გაენაწილებინა ფიტოკარანტინის “ლილოს” პუნქტისათვის და რასაც მათ შორის ინციდენტი (კონფლიქტი) მოჰყვა.

ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჭ-ას სამუშაოზე მიღებისას დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ მე-17 მუხლის “ვ” პუნქტი, რაც, ამავე კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განთავისუფლების საფუძველია. აგრეთვე სწორად მიიჩნია რ. ჭ-ას სამსახურიდან დათხოვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნტით, ბრძანებაში 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს უმიზეზოდ სამსახურის 5 დღეზე მეტი ხნით მიტოვებისათვის პასუხისმგებლობას, რაც საერთოდ არ არის მითითებული და ამ საფუძვლებით რ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

კასატორი რ. ჭ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლი, 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი, 104-ე მუხლის პირველი პუნქტი. არასწორად განმარტა ამავე კანონ ის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის მოტივები და საქმის მასალები თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნას შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ კასატორი რ. ჭ-ა 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსანიტარიის კარანტინის სახელმწიფო ინსპექციაში რიგით მოხელედ, შემდგომში იგი დაწინაურებული იქნა ამავე ინსპექციის ......-ედ.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფიტოსანიტარული კარანტინის ინსპექციის უფროსმა რ. გ-მა 1998 წლის 9 ნოემბერს გამოსცა ბრძანება ¹144, იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ინსპექციის უფროსის მოვალეობის შესრულება 9 ნოემბრიდან დაეკისრა მის მოადგილეს კ. ჯ-ეს. მეორე დღეს 10 ნოემბერს ინსპექციის უფროსი რ. გ-ი თავის სამუშაო კაბინეტში თანამშრომლებზე ანაწილებდა სამსახურებრივი დანიშნულების მობილური ტელეფონის აპარატებს, რა დროსაც კასატორ რ. ჭ-ასა და ინსპექციის უფროს რ. გ-ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება ტელეფონის აპარატის განაწილებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით ასევე იკვეთება, რომ ამ ინციდენტის დღიდან ინსპექციის უფროსი დაუპირისპირდა კასატორს და ამის შემდეგ მისი მონაწილეობით იქმნებოდა საფუძველი რ. ჭ-ას სამუშაოდან დათხოვნისა, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული გურჩიანის მონაწილეობით 1998 წლის 12-18 ნოემბერს ჩატარებული “შრომითი კოლექტივის კრების ოქმები”, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული სხვა ოფიციალური დოკუმენტებით რ. გ-ი შრომის უუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა.

სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, ზემოთ მითითებულ ამ მტკიცებულებებს და საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს შეფასება არ მისცა, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხვნა.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის "ვ" პუნქტი, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო ზედამხედველობით უკავშირდება მშობლებს, მეუღლეს, დას, ძმას შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს. კასატორი რ. ჭ-ა საჯარო სამსახურში საუშაოზე მიღებულ იქნა ინსპექციაში 1995 წელს რიგით ეკონომისტად. ამ დროისათვის ინსპექციის სისტემაში მუშაობდნენ მისი და, ძმა და იმ მომენტისათვის მათზე რაიმე ზედამხედველობის ფუნქციები არ ჰქონია. გარდა ამისა, იმდროისათვის მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის შესახებ 1995 წლის 29 ივნისის კანონი, რომლის მოთხოვნებიც, კასატორის რ. ჭ-ას სახელმწიფო სამსახურში მიღებისას, დაცული იყო. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად ჩაითვალა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით 1997 წლის 1 დეკემბრიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის “ვ” პუნქტი, ვინაიდან, როგორც ავღნიშნეთ, კასატორის სამუშაოზე მიღებისას ეს კანონი ჯერ კიდევ მიღებული არ იყო, ხოლო არსებული არ დარღვეულა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით კასატორი რ. ჭ-ა ინსპექციის ...... თანამდებობაზე დაწინაურებული იქნა 1998 წელს. 1997 წლის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 76-ე, 77-ე და 82-ე მუხლები, განსაზღვრავენ მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების პროცედურას. ამ პროცედურის დაცვა იმ პირის მოვალეობაა, ვისაც მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება აქვს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს დაწინაურებული მოხელის სამუშაოდან დათხოვნას, თუ უფლებამოსილმა პირმა დაარღვია მოხელის დაწინაურების პროცედურა. მითუმეტეს, რომ კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით საჯარო სამსახურის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას, ანუ კასატორის მიერ დაწინაურებისას ატესტაციის გაუვლელობა, რაც დამწინაურებლის მიზეზით მოხდა, ვერ გახდება მისი სამუშაოდან დათხოვნის კანონიერი საფუძველი ასეთ შემთხვევაში, მას შეიძლება ჩაუტარდეს ატესტაცია და ატესტაციის შედეგების მიხედვით იქნეს იგი დათხოვნილი სამუშაოდან. ამიტომ, სააპელაციო პალატის მითითება, რომ კასატორ რ. ჭ-ას დაწინაურებისას დარღვეული იქნა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 77-ე და 82-ე მუხლის მოთხოვნები, რაც თითქოს კასატორის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდა, არ შეესაბამება კანონის აღნიშნული მუხლების შინაარსს და მიზანს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონის ეს ნორმა.

მართალია, რ. ჭ-ა მუშაობდა ფიტოკარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ......-ედ, ხოლო მისი და-ძმა ფიტოსანიტარული კარანტინის “ლილოს” პუნქტში. მაგრამ საქმეში არ არის რაიმე მტკიცებულება, რომ იგი ახორციელებდა მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა 1998 წლის 10 ნოემბერს ინსპექციის უფროს რ. გ-ს და კასატორ რ. ჭ-ას შორის მომხდარ ინციდენტს და მიიჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა, (თხოვნა) რომ მობილური ტელეფნის აპარატი მიეცათ “ლილოს” პუნქტისათვის მიიჩნია იმის მტკიცებად, რომ კასატორი სამსახურებრივ ზედამხედველობას ანხორციელებდა ფიტოსანიტარული კარანტინის “ლილოს” პუნქტში მომუშავე მის და-ძმაზე. ამავე დროს კასატორის ეს მოქმედება ამ შემთხვევაში დაკვალიფიცირებულია როგორც სამსახურეობრივი უფლებების გადამატებად.

საქმეში არსებული ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 1998 წლის 12 აგვისტოს ¹97 ბრძანებით, რომლითაც ინსპექციის აპარატის თანამშრომლებს შორის განაწილებულია სამსახურებრივი ფუნქციები, არ არის მითითებული, რომ კასატორ რ. ჭ-ას სამსახურებრივი ზედამხედველობა ჰქონდა დაკისრებული ფიტოსანიტარიის კარანტინის “ლილოს” პუნქტზე, სადაც მუშაობდნენ მისი და და ძმა. ასეთი რომE ყოფილიყო საჯარო სამსახურის შე სახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა კასატორ რ. ჭ-ასათვის დაეკისრებინა ფიტოსანიტარული კარანტინის იმ პუნქტისადმი სამსახურებრვი ზედამხედველობა, სადაც საქმიანობდა მისი და-ძმა.

გარდა აღნიშნულისა, თუ დაწინაურების შემდეგ შეუძლებელი გახდა სამსახურებრივი ფუნქციების იმდაგვარი განაწილება, რომ სამსახურებრივ ზედამხედველობით არ დაკავშირებოდა რ. ჭ-ა თავის და-ძმას, მაშინ, მოპასუხე ვალდებული იყო მიეცა საშუალება მისთვის, რომ ეს დაბრკოლება აღმოფხვრილიყო. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის “ვ” პუნქტით გათვალისწინებულია,Mრომ მოხელე საჯარო სამსახურში არ მიიღება, თუ იგი სამსახურებრივ ზედამხედველობით დაუკავშირდება დას, ძმას, მშობლებს. სამსახურებრივი დაწინაურების შემდეგ ამ საფუძვლით განთავისუფლებამდე მას უნდა მიეცეს დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურებრივი დაწინაურება გამოყენებულ იქნებოდა, როგორც სასჯელი, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კასატორის მიმართ.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ინსპექციის მუშაკთა საერთო კრების 1998 წლის 12 ნოემბრის ¹8 და 17 ნოემბრის ¹9 ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ განხილული იქნა მოპასუხე რ. გ-ის განცხადება და რომ 10 ნოემბერს რ. გ-სა და კასატორ რ. ჭ-ას შორის მომხდარი ინციდენტი შეფასებულია როგორც სამსახურებრივი უფლებამოვალეობის გადამეტებად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კრების აღნიშნული ოქმები წარმოადგენს იმის ერთ-ერთ დამადასტურებელ მტკიცებას, რომ 10 ნოემბერს ინსპექციის უფროსსა და კასატორს შორის მომხდარი ურთიერთ-შელაპარაკების შემდეგ ინსპექციის უფროსი, რომელიც საქმეში არსებული ბრძანებით იმყოფებოდა შრომის უუნარობის ფურცელზე, თავისი ინიციატივით მართავდა ე. წ. “შრომითი კოლექტივის” კრებებს, სადაც “დაგმობილია” კასატორის ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რ. გ-ი, რომელიც დაპირისპირებული იყო კასატორთან, ცდილობდა შეექმნა საფუძველი მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი უკვე დიდიხნის წინათ იყო დაწინაურებული ინსპექციის ......-ედ, მხოლოდ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რ. გ-მა, რომ მისმიერ რ. ჭ-ას დაწინაურებისას დარღვეული იყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დაშვებულ ბრძანებაში მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის რ. გ-ის მიერ ჩადენილი კანონის დარღვევა უკანონოდ შეერაცხა ბრალად კასატორ რ. ჭ-ას და იგი მითითებული იქნა განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად. ამ მტკიცებულებათა და გარემოებათა სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეუფასებლობამ გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

პალატა ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა მის მიმართ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი. საქმის მასალებით არ არის დადასტურებული კასატორ რ. ჭ-ას მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტები, რომელთა გამო, მისი განთავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე. მოპასუხე განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიუთითებს კასატორ რ. ჭ-ას მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობაზე ზოგადად, მაგრამ რაში გამოიხატებოდა იგი კონკრეტულად არც ბრძანებით და არც საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

კასატორის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში მართალია არ არის მითითებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, მაგრამ თვით ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კასატორმა არა საპატიო მიზეზით სამსახური გააცდინა 1998 წლის 6,3 და 11-24 ნოემბერს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბრძანებაში მითითებულ დღეებში რ. ჭ-ა იმყოფებოდა თუ არა სამუშაზე და დადგენილად არის მიჩნეული, რომ რ. ჭ-ა 6 და 9 ნოემბერს სამუშაოზე იმყოფებოდა, რასაც ადასტურებენ მოწმეები, ხოლო 11-16 ნოემბერს ავად იყო, რის შესახებაც საქმეში არის შესაბამისი ცნობები და დადგენილად არის მიჩნეული, რომ კასატორმა სამუშაო გააცდინა 1998 წლის 17-დან 24 ნოემბრამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ეს ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომაც, რაც სადავოდ არ გაუხდია თვით მოპასუხესაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაციას _ ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციას არ წამოუყენებია საკასაციო პრეტენზია საპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ხოლო კასატორი რ. ჭ-ა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით უკანონოდ მიიჩნევს 17-დან და 24 ნოემბრამდე სამუშაოზე არ ყოფნის მოტივით მის სამუშაოდან განთავისუფლებას, ვინაიდან კასატორის აზრით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ მოხელე სამუშაოდან განთავისუფლებულად ითვლება სამუშაოს მოტივებისათვის 5 დღეზე მეტი ხნით, ხოლო თვითონ სამუშაოზე არ იყო 4 სამუშაო დღე, კერძოდ 1998 წლის 17, 18, 19 და 20 ნოემბერს, ვინაიდან 21, 22 ნოემბერი შაბათი-კვირა იყო, ხოლო 23 ნოემბერი გიორგობის დღესასწაულია øდა შრომის კანონთა კოდექსით გამოცხადებულია დასვენების დღედ, 24 ნოემბერს ბრძანებით იგი გაათავისუფლეს. ამიტომაE საკასაციო პალატას უფლება აქვს იმსჯელოს მხოლოდ 1998 წლის 17-დან 24 ნოემბრამდე გაცდენილ დღეებზე.

საქმეში არსებული განცხადებებით ირკვევა, რომ კასატორმა რ. ჭ-ამ 1998 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, და თხოვა, ვინაიდან მიდიოდა ეკლესიის გახსნაზე, გაეთავისუფლებინა სამუშაოდან _ შვებულებიდან დარჩენილი დღეების ხარჯზე 16 ნოემბრიდან. განცხადება იმავე დღეს _ 13 ნოემბერს რეგისტრირებულია ინსპექციაში, პასუხი განმცხადებელზე გაცემული არ არის, ხოლო განცხადებას ადევს კ. ჯ-ის რეზოლუცია, რომლითაც ირკვევა, რომ განცხადება ჩაბარდა 16 ნოემბერს დღის ბოლოს. 16 ნოემბერს კვლავ მიმართა განცხადებით კ. ჯ-ეს კასატორმა, რომ შვებულებიდან დარჩენილი დღეების ხარჯზე გაენთავისუფლებინათ სამუშაოდან. განცხადებაზე გაკეთებულია კ. ჯ-ის მიერ 1998 წლის 16 ნოემბრის რეზოლუცია, რომლითაცE”ინსპექციაში შექმნილი ინციდენტის განხილვამდე უარი ეთქვა შვებულებაზე, ამასთან მას რომ არ უსარგებლია დარჩენილი დღეებით, საბუთებში ფიქსირებული არ არის,” მაგრამ კასატორს პასუხი ეცნობა თუ არა, არE ამის შესახებ საქმეში რაიმე მტკიცებულება არაა.

საქმეში არსებული სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივნის დეკანოზ ლ. ფ-ის წერილით ირკვევა, კასატორი მართლაც იმყოფებოდა მესტიის რაიონის სოფ. ...... ტაძრის მშენებლობაზე, რომელი უნდა გახსნილიყო 1998 წლის 21 ნოემბრისათვის.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კ. ჯ-ემ არ ჩათვალა რ. ჭ-ას მიერ ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობა საპატიოდ და არ გაანათავისუფლა სამუშაოდან, რაც მისი კანონიერი უფლება იყო, მაგრამ საქმის მასალებით არE ის არის დადასტურებული, რომ 1998 წლის 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე კასატორმა გააცდინა 5 სა-მუშაო დღეზე მეტი, ვინაიდან 1998 წლის 21, 22 და 23 ნოემბერი არა სამუშაო დღეებია, ხოლო 24 ნოემბერს უკვე გამოცემულია ბრძანება მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. როგორც კასატორი განმარტავს, 24-ში იგი კაბინეტში არ შეუშვეს. ამიტომ არა საპატიო მიზეზით კასატორს გაცდენილი აქვს 1998 წლის 17, 18, 19 და 20 ნოემბერი. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. მოცემულ შემთხვევაში კასატორს უნებართვოდ გაცდენილი აქვს 4 სამუშაო დღე. კანონი კი განთავისუფლებას ითვალისწინებს 5 დღეზე მეტი ხნით სამსახურის მიტოვებისას.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 მაისის განჩინება მოცემულ საქმეზე და გამოტანილი იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დაკამაყოფილდეს რ. ჭ-ას სარჩელი, გაუქმდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 1998 წლის 24 ნოემბრის ¹146 ბრძანება და რ. ჭ-ა აღდგენილ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ....... თანამდებობაზე.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.