Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

3კ-43 24 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ა. ქ-ის სარჩელი ა. ქ-სთან ნათხოვარი ნივთის დაბრუნებისა და მოპასუხის ბინიდან გამოსახლების შესახებ; ა. ქ-ს შეგებებული სარჩელი ა. ქ-ის მიმართ სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, მარიამ Eცისკაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. ქ-ეს საკუთრებაში აქვს გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ერთსართულიანი სახლი. მან იმავე სოფელში მცხოვრებ ნ. ი-ის ოჯახს დროებით სარგებლობაში დაუთმო თავისი სახლი. იმის გამო, რომ ა. ქ-ის მოთხოვნისთანავე ნ. ი-მა და მისმა მეუღლემ ა. ქ-მ არ გაუთავისუფლეს ბინა, მან სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ნ. და ა. ქ-ს მიმართ, მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან საკუთარი სახლის დაბრუნება. ა. ქ-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ Eცნობა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, გორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა ა. ქ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ქ-ს მიმართ; ა. ქ-ა გამოსახლებულ იქნა სოფელ ...ში მდებარე ა. ქ-ის ბინიდან და ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს ა. ქ-ეს. ა. ქ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. ქ--ი-ის სააპელაციო საჩივარი; გააუქმა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; დაკმაყოფილდა ა. ქ-ს შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 იდეალური წილის მესაკუთრედ.

ა. ქ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე 1999 წლის 28 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ა. ქ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი თვის და სამი დღის შემდეგ. ამდენად, მან სამი დღით დაარღვია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, რის გამოცE ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 397-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.